 |
| მაიკლ ჯორდანი |
მაიკლ ჯორდანი
მაიკლ ჯორდანი
მაიკლ ჯეფრი ჯორდანი (ინგლ. Michael Jeffrey Jordan, დაბადებული 1963 წლის 17 თებერვალს) ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი და მოქმედი ბიზნესმენია. კალათბურთის ნაციონალური ასოციაციის („NBA“–ის) ვებ–გვერდზე მის ბიოგრაფიაში წერია: “უდავოა. მაიკლ ჯორდანი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია“. მაიკლ ჯორდანი საკუთარი თაობის ყველაზე ღირებული სპორტსმენი და გადამწყვეტი ფიგურაა 1980/90–იან წლებში „NBA“–ის (National Basketball Association) მსოფლიო პოპულარიზაციაში.
ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტ „University of North Carolina at Chapel Hill“–ში თვალში მოსახვედრი კარიერის შემდეგ, (მისმა გუნდმა, „Tar Heels“–მა, 1982 წელს ნაციონალური ჩემპიონატი – „National Championship“ მოიგო) 1984 წელს ჯორდანი „NBA”-ის გუნდ „Chicago Bulls“–ს შეუერთდა. ის მალე ლიგის ვარსკვლავად იქცა. „სლემ–დანქის“ განხორციელებისა და საკმაოდ შორი მანძილიდან ბურთის კალათში მოთავსების უნარის წყალობით, ხალხმა მას Air Jordan (ჰაეროვანი ჯორდანი) და His Airness (მისი ჰაეროვნება) შეარქვა. ჯორდანმა მალე საუკეთესო მცველის რეპუტაციაც მოიპოვა. 1991 წელს მან „Bulls“–თან ერთად „NBA“–ის პირველი ნაციონალური ჩემპიონატი მოიგო და დამატებით 1992 და 1993 წლებში ჩემპიონის ტიტულის სამგზის მფლობელი გახდა. 1993–1994 წლის სეზონის დასაწყისში ჯორდანმა კალათბურთის მოედანი დატოვა და ძალები ბეისბოლში მოსინჯა. 1995 წელს ის „Bulls“ –ს დაუბრუნდა და გუნდი „NBA“–ის სამი ჩემპიონატის (1996, 1997 და 1998 წწ.) გამარჯვებული და 1995/96 წლის სეზონზე „NBA“–ის რეკორდის, სეზონის 72 გამარჯვების, მფლობელი გახადა. 2001 წელს, ორწლიანი პაუზის შემდეგ, ჯორდანი მოედანს „Washington Wizards“–ის შემადგენლობაში დაუბრუნდა და „NBA“–ის თამაშების ორი სეზონი ჩაატარა.
ჯორდანის მიღწევები 5 „MVP“ ჯილდოს (MVP –Most Valuable Player – ყევლაზე ღირებული მოთამაშე), „All-NBA Team“–ის (ლიგის საუკეთესო მოთამაშის ტიტული), ცხრაგზის საუკეთესო მცველისა და ხუთგზის „All-Star“–ის ყველაზე ღირებული მოთამაშის ტიტულს მოიცავს. „NBA“–ის „All-Star“–ში თოთხმეტგზის მონაწილე, ქულების მაქსიმალური რაოდენობის მოგრივებისთვის, ათგზის დააჯილდოეს და ექვსჯერ „NBA“–ის მსოფლიო ჩემპიონატის სერიის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ აღიარეს. 1988 წელს ჯორდანმა წლის საუკეთესო მცველის ტიტული მოიპოვა. სეზონზე თითოეულ თამაშში საშუალოდ 30.12 ქულით და playoff–ში (განმეორებით თამაშებში) 33.4 ქულით მან „NBA“–ის რეკორდულ მაჩვენებლებს გაუსწრო. 1999 წელს ამერიკულმა სპორტულმა მაუწყებლობამ „ESPN“–მა („Entertainment and Sports Programming Network“) ჯორდანი მე–20 საუკუნის ჩრდილო ამერიკელ საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. 2009 წლის 6 აპრილს კალათბურთელი ორგანიზაცია „Basketball Hall of Fame“–ში აირჩიეს. 11 სექტემბერს ის „ Basketball Hall of Fame“–ის ოფიციალური წევრი გახდა.
1985 წელს ჯორდანმა ცნობილ კომპანია „Nike“–თან კონტრაქტი გააფორმა. მალე „Nike's Air Jordan“–ის კედები გამოვიდა. პროდუქტი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
1996 წელს ჯორდანი ნახევრად ანიმაციურ ფილმ „Space Jam“–ში გადაიღეს, სადაც ის საკუთარ თავს ასახიერებდა. მაიკლი ამჟამად კალათბურთის გუნდების „Charlotte Bobcats“–ისა და „North Carolina“–ს მეწილე და ერთ–ერთი მენეჯერია.
ბიოგრაფია
ბავშვობა და კარიერის დასაწყისი
1983 და 1984 წლებში ჯორდანი „NCAA“-ის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
ჯორდანი 1963 წლის 17 თებერვალს ბრუკლინში, ნიუ-იორკში, დაიბადა. ის უილმინგტონში, ჩრდილოეთ კაროლინაში, იზრდებოდა. ბავშვობიდან პირველობის მოყვარული კალათბურთელის მამა, ჯეიმსი, აღნიშნავდა, “რაც მას უდავოდ აქვს, ეს შეჯიბრის სურვილია. ის ასეთი დაიბადა... მას ყველაზე მეტად საკუთარი თავის დამარცხება სურს.”
1981 წელს ჯორდანი ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტ „University of North Carolina at Chapel Hill“–ში ჩაირიცხა, სადაც საკალათბურთო გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა. 1982 წელს მისმა გუნდმა საგაზაფხულო საკალათბურთო ჩემპიონატზე, „NCAA Division I Championship“–ზე, რომელიც აშშ-ში კოლეჯის გუნდებს შორის გაიმართა, პირველობისთვის ბრძოლაში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი დაამარცხა. გადამწყვეტი ბურთი კალათში მაიკლმა ჩააგდო. 1983 და 1984 წლებში ჯორდანი „NCAA“-ის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
„Chicago Bulls“
ჯორდანი „NBA“-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულით დააჯილდოეს
1984 წელს ჯორდანი წყვეტს კოლეჯში სწავლის პროცესს და „NBA“-ის გუნდ „Chicago Bulls“–ში ირიცხება. ის გუნდს განმეორებით მატჩებში ეხმარება და თითო თამაშზე საშუალოდ 28.2 ქულის მფლობელი ხდება. აღნიშნული წარმატებისთვის ჯორდანს „NBA“-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულითა და „All-Star“-ის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებით აჯილდოებენ.
1986-1987 წლის სეზონებზე მაიკლ ჯორდანმა ახალი სიტყვა თქვა კალათბურთის ისტორიაში. ის, ვილტ ჩემბერლინის შემდეგ, პირველი მოთამაშე იყო, ვინც ერთ სეზონზე 3,000-ზე მეტი ქულა მოიპოვა. მომავალ სეზონზე „NBA“-მ ის ყველაზე ფასეული მოთამაშის ტიტულით დააჯილდოა. იმავე ტიტულის მფლობელი ჯორდანი კიდევ ოთხგზის, 1991, 1992, 1996 და 1998 წლებში, გახდა.
1980-იანი წლების მიწურულს „Chicago Bulls” დიდ გამარჯვებას აღწევს. 1990 წელს, ჩემპიონატ “Eastern Conference Final”-ში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, 1991 წელს, „Chicago Bulls” „Los Angeles Lakers“-ს ამარცხებს და „NBA“-ის ჩემპიონატის გამარჯვებული ხდება.
1992 წელს „Chicago Bulls“-მა მეორედ მოიპოვა “NBA”-ის ჩემპიონის ტიტული. მომდევნო წელს გუნდმა დიდი წარმატებით ჩაატარა მესამე ჩემპიონატიც. ჯორდანი ფართო მასების ყურადღების ცენტრში მოექცა.
ტრაგედია
1992-1993 წლის სეზონის დასრულების შემდეგ მაიკლმა დიდი ტრავმა განიცადა. კალათბურთელის მამას, დაყაჩაღების მიზნით, ორი არასრულწლოვანი თავს დაესხა. მამის გარდაცვალებით შოკირებულმა ჯორდანმა კალათბურთისთვის თავის დანებება გადაწყვიტა და ძალები ბეისბოლში მოსინჯა. ის მაინორთა ლიგის გუნდ „Birmingham Barons“–ში ჩაირიცხა.
კინოკარიერა
ჯორდანმა დიდ წარმატებას მიაღწია კინოარენაზეც. 1996 წელს ის ფილმ “Space Jam”-ში გადაიღეს. ნახევრად ანიმაციურ ფილმში ჯორდანი ანიმაციური გმირების, ბაგს ბანისა და დაფი დაკის, გვერდით გვევლინება.
მაიკლ ჯორდანი კალათბურთის სათამაშო მოედანს უბრუნდება
1995 წლის მარტში ჯორდანი „Chicago Bulls“-ს დაუბრუნდა. 1995/96 წლის სეზონზე ჯორდანმა დაუჯერებელ წარმატებას მიაღწია. თითოეული თამაში კალათბურთელის მოპოვებული 30 ქულით დასრულდა. სეზონის 82 თამაშიდან, ჯორდანის დიდი დამსახურებით, გუნდმა 72 გამარჯვება მოიპოვა. ფინალში ისინი ცნობილ გუნდს, „Utah jazz“-ს, შეხვდნენ და ჩემპიონის ადგილი კიდევ ერთხელ დაიმკვიდრეს. 1998 წელს იმავე გუნდს “Chicago Bulls“ ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ამარცხებს.
“Washington Wizard”
2003 წელს ჯორდანი სათამაშო მოედანს საბოლოოდ ტოვებს
1997-1998 წლის სეზონის შემდეგ ჯორდანი გუნდი “Washington Wizard”-ის ნაწილობრივ მფლობელად და პრეზიდენტად გვევლინება. 2001 წლის შემოდგომაზე ჯორდანი აღნიშნულ პოზიციებს ტოვებს და კალათბურთის მოედანს კიდევ ერთხელ უბრუნდება. ის „Wizard“–ში კიდევ ორი სეზონის განმავლობაში თამაშობს და 2003 წელს საბოლოოდ ტოვებს მოედანს.
2006 წელს ჯორდანი საკალათბურთო გუნდის “Charlotte Bobcats”-ის აქციებს ყიდულობს და გუნდის აღმსრულებლად და ერთ-ერთ მენეჯერად გვევლინება.
განშორება ჩვიდმეტწლიანი ქორწინების შემდეგ
2006 წელს ჯორდანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. კალათბურთელი, ჩვიდმეტწლიანი ქორწინების შემდეგ, მეუღლეს, ჯუანიტას. დაშორდა. წყვილი 2006 წლის დეკემბერში განქორწინდა. ჯორდანს მეუღლესთან სამი შვილი – ჯეფრი, მარკუსი და ჟასმინი, ჰყავს.
2007 წელს ჯორდანი კოლეჯის საკალათბურთო გუნდის აქტიური მოთამაშის მამის როლში გვევლინება. უფროსი ვაჟი, ჯეფრი ჯორდანი, ილინოისის უნივერსიტეტში საკალათბურთო გუნდს ქმნის. მაიკლი და მისი ყოფილი მეუღლე, ჯუანიტა, შვილის კარიერას აქტიურად უწყობენ ხელს.
ჯორდანი ყველაზე ცნობილი კალათბურთელის ტიტულის მფლობელი ხდება
2009 წელს ჯორდანმა „ Naismith Memorial Basketball Hall of Fame “ – ნეისმისის სახელობის მემორიალური საკალათბურთო დარბაზის ჯილდო, ყველაზე ცნობილი კალათბურთელის ტიტული მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონია ტკბილ-მწარე თავყრილობა აღმოჩნდა მაიკლ ჯორდანისთვის. ის აცნობიერებდა, რომ ამ ცერემონიაზე ყოფნა ” საკალათბურთო კარიერის სამუდამოდ დასრულებას” ნიშნავდა. „Charlotte Bobcats “-ში მუშაობის გარდა, ჯორდანი წარმატებული ბიზნესმენია. იგი მრავალი რესტორნის მფლობელია. ამჟამად მაიკლი ილინოისში, ჰაილენდ პარკში, ცხოვრობს.
|