 |
| მიხეილ სააკაშვილი |
მიხეილ სააკაშვილი
I გვერდი, II გვერდი, III გვერდი
მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი (დაიბადა 1967 წლის 21 დეკემბერს) ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტი და პარტია „გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2004 წლის 25 იანვრიდან გვევლინება, რასაც წინ უსწრებდა 2003 წლის ნოემბრის უსისხლო „ვარდების რევოლუცია“, რომელსაც სააკაშვილი და მისი პოლიტიკური მოკავშირეები, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია, ხელმძღვანელობდნენ და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის იძულებითი გზით პოსტიდან გადაყენება. სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ 2008 წლის 5 იანვარს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე აირჩიეს. ის მიჩნეულია, როგორც პროდასავლური ორიენტაციის ლიდერი, რომელმაც ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ მთელი რიგი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები გაატარა, თუმცა ავტორიტარული ტენდენციებისა და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების გაუარესების გამო, კრიტიკის საგნად იქცა. ოპოზიციურმა პარტიებმა ის ასევე არჩევნების გაყალბებასა და ოპოზიციური მოკავშირეების წინააღმდეგ სპეცრაზმის გამოყენებაში დაადანაშაულეს.
ზოგიერთი უცხოური წყარო საქართველოს პრეზიდენტს რუსულის გავლენით მიხაილს უწოდებს, ქართველები კი მას მიშად იცნობენ.
სააკაშვილი დაოჯახებულია. მას ცოლად ჰყავს ჰოლანდიური წარმომავლობის სანდრა რულოვსი (Sandra Elisabeth Roelofs, დაბადებული 1968 წლის 23 დეკემბერს).
გარდა მშობლიურისა, სააკაშვილი თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და უკრაინულ ენებზე. ასევე გარკვეულ დონეზე ფლობს ოსურ და ესპანურ ენებს.
ბიოგრაფია
ბავშვობა
პატარა მიხეილი მამამ დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე მიატოვა
მიხეილ სააკაშვილი დაიბადა თბილისში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, ქართულ ინტელიგენტურ ოჯახში. მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, პროფესიით ფიზიკოსი, მედიცინის დარგში მოღვაწეობს. ის ბალნეოლოგიურ, ფიზიკური თერაპიისა და ჰიდროთერაპიის, ცენტრს ხელმძღვანელობს. დედა, გიული ალასანია, პროფესორი ისტორიკოსია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციების კურსს კითხულობს.
ერთ–ერთი ვერსიით,
მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა, მეუღლე მიხეილის დაბადებამდე რამდენიმე თვით
ადრე მიატოვა და ახალი ოჯახი შექმნა. მიხეილს მამის მხრიდან ორი უმცროსი
ნახევარძმა ჰყავს. პატარა მიხეილი დედამ, გიული ალასანიამ, მამინაცვალმა
და ბიძამ, თემურ ალასანიამ, გაზარდა. (თემურ ალასანია დიპლომატია და
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მუშაობს.) ცნობილია, რომ მიხეილის
ბაბუა სუკ–ში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში, მუშაობდა.
განათლება
სააკაშვილი კიევის უნივერსიტეტიდან გარიცხეს
1984
წელს მიხეილ სააკაშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის 51–ე საშუალო
სკოლა და კიევის პრესტიჟული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა
ინსტიტუტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. |
|
|
ზოგიერთი
მასობრივი ინფორმაციის საშუალების ინფორმაციით, 1988 წელს სააკაშვილი,
დისიდენტური ლიტერატურის გავრცელების გამო, ახალგაზრდა ლენინელთა
კომუნისტური კავშირიდან და უნივერსიტეტიდან გარიცხეს. უნივერსიტეტში
მიხეილი 1989/90 წლებში საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრის
დაცვაში სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ აღადგინეს. 1992 წელს მან
წარმატებით დაასრულა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო
სამართლის ფაკულტეტი.
Edmund Sixtus "Ed" Muskie–ის სამაგისტრო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის (იგივე საგარეო საქმეთა სამინისტრო) სტიპენდიის მოპოვებამდე, მიხეილ სააკაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, მცირე ხანს საქართველოს სახელმწიფო საკონსულოში მუშაობდა, რასაც მალევე მოჰყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, რეჟიმის დამხობა. მოპოვებული სტიპენდიით მიხეილ სააკაშვილი ნიუ–იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში, „Columbia Law School“–ში, სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და 1994 წელს სამართლის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. მომდევნო წელს მან სამართლის კურსები გაიარა ასევე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის იურიდულ ფაკულტეტზე (The George Washington University Law School). 1995 წელს მან სტრასბურგში, საფრანგეთში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი აიღო. სწავლობდა ასევე ევროპული სამართლის აკადემიაში ფლორენციაში და ჰააგას ინტერნაციონალური სამართლის აკადემიაში.
 |
|
კარიერის დასაწყისი
მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია ერთმანეთს ნიუ–იორკში დაუახლოვდნენ
1995
წელს ნიუ–იორკის იურიდულ კომპანიაში, „Patterson Belknap Webb &
Tyler“–ში, სტაჟირებისას, (კომპანია ახორციელებდა დსთ.–ის, დამოუკიდებელ
სახელმწიფოთა თანამეგობრობის, გაზისა და ნავთობის პროექტების იურიდიულ
მხარდაჭერას) სააკაშვილი ძველ ქართველ მეგობარს, ზურაბ ჟვანიას,
დაუახლოვდა, რომელიც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს აქტიურად იყო
ჩაბმული ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში.1995 წლის დეკემბრის არჩევნებში ზურაბ
ჟვანიამ და მიხეილ სააკაშვილმა ედუარდ შევარდნაძის პარტია „საქართველოს
მოქალაქეთა კავშირის“ სიით დეპუტატის მანდატი მოიპოვეს.
|
1996 წელს
სააკაშვილმა პარლამენტის კონსტიტუციურ და იურიდიულ საკითხთა და
კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. კომიტეტს ახალი
საარჩევნო სისტემის, დამოუკიდებელი სასამართლოსა და აპოლიტიკური პოლიციის
შექმნა ევალებოდა.
დეპუტატობიდან მინისტრობამდე
მიშა „წლის მამაკაცად“ დაასახელეს
მიშა ხალხმა მალე გაიცნო. ის ედუარდ შევარდნაძის შემდეგ ნომერ პირველ პოპულარულ ადამიანად დაასახელეს, ჟურნალისტებმა და ადამიანის უფლებათა დამცველებმა კი 1997 წელს „წლის მამაკაცის“ ტიტულით დააჯილდოეს.
1998 წლის აგვისტოში სააკაშვილი სათავეში ჩაუდგა ხელისუფლების პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ საპარლამენტო ფრაქციას. 1999 წელს ის ახალი მოწვევის პარლამენტში შევიდა. საკანონმდებლო ორგანომ ის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარედ აირჩია. 2000 წლის 24 იანვარს კი სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე–პრეზიდენტი გახდა.
2000 წლის 12 ოქტომბერს რვიდან შვიდმა საპარლამენტო ფრაქციამ მხარი დაუჭირა სააკაშვილის კანდიდატურას და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძემ ის იუსტიციის მინისტრად დანიშნა. სააკაშვილმა უარი თქვა დეპუტატის მანდატზე. კრიმინალური სასამართლოსა და ციხეების სისტემის რეფორმების ინიციატორი მინისტრი საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტების შექებას იმსახურებდა.
სააკაშვილი ოპოზიციაში მიდის
ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა რაოდენობამ 20,000–ს მიაღწია
იუსტიციის
მინისტრად დანიშვნიდან თითქმის ერთი წლის თავზე, 2001 წელს, სააკაშვილი
ეკონომიკის მინისტრ ივანე ჩხარტიშვილს, უშიშროების მინისტრ ვახტანგ
ქუთათელაძეს, თბილისის პოლიციის უფროს იოსებ ალავიძესა და სხვა
მაღალჩინოსნებს დაუპირისპირდა. სააკაშვილმა ისინი კორუპციულ ბიზნეს
საქმიანობაში დაადანაშაულა.
2001 წლის 5 სექტემბერს, პრეზიდენტის კურსისა და
მთავრობაში გამეფებული კორუფციისადმი პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა
თანამდებობდა დატოვა. „მე არ ვაპირებ დავრჩე შევარდნაძის მთავრობაში,
რადგან ეს ჩემი მხრიდან ამორალურია,“ _ განაცხადა სააკაშვილმა. იმავე წლის
21 ოქტომბერს სააკაშვილი ვაკის მაჟორიტარ დეპუტატად პარლამენტში შევიდა.
ასევე შექმნა ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაცია, „ნაციონალური მოძრაობა“,
რომლის წევრთა რაოდენობამ 20 000–ს მიაღწია. |
|
 |
„გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა“
„თბილისი შევარდნაძის გარეშე!“
მთავრობიდან წასვლის შემდეგ, 2001 წლის ოქტომბერში, სააკაშვილმა პოლიტიკური ორგანიზაცია, „გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა“, დააფუძნა. 2002 წლის ივნისში ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს, რასაც გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობასა და საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას შორის შეთანხმება მოჰყვა. სააკაშვილს საშუალება მიეცა, ახალი ძლიერი პოლიტიკური პლატფორმა გამოეყენებინა, საიდანაც მთავრობას გააკრიტიკებდა. სააკაშვილი რადიკალურად დაუპირისპირდა შევარდნაძის პოლიტიკას. მისი პოლიტიკური ლოზუნგი „თბილისი შევარდნაძის გარეშე“ გახდა.
„ვარდების რევოლუცია“
შევარდნაძის რეჟიმს 100.000–ზე მეტი ადამიანი აპროტესტებს
2003 წლის 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ სიით მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ იყრიდა კენჭს. არჩევნებში შევარდნაძის პარტიამ, „ახალი საქართველოსთვის“, გაიმარჯვა. სააკაშვილის პარტია შედეგებით მეორე ადგილზე იყო. ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს.
მიხეილ სააკაშვილმა და „გაერთიანებული დემოკრატების“ პარტიის წევრმა, ზურაბ ჟვანიამ, არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს (მათი განცხადება ეგზიტ პოლის შედეგებს ემყარებოდა) და ქართველებს შევარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ მშვიდობიანი დემონსტირებისკენ მოუწოდეს. შევარდნაძის ხლისუფლების წინააღმდეგ შეიქმნა ტრიუმვირატი, რომელშიც სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და პარლამენტის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, საერთო მოთხოვნით გაერთიანდნენ. უნდა გადამდგარიყო პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და თავიდან უნდა ჩატარებულიყო არჩევნები.
 |
|
ნოემბერის
პოლიტიკურმა დემონსტრაციებმა თბილისში მასობრივი ხასიათი მიიღო.
დემონსტრაციებში მონაწილეობას 100.000–ზე მეტი ადამიანი იღებდა.
ახალგაზრდული ორგანიზაცია „კმარა“ და სხვადასხვა არასამთავრობო
ორგანიზაციები, თავისუფლების ინსტიტუტი და სხვ. , აქტიურად იყვნენ ჩაბმული
საპროტესტო აქტივობაში.
პროტესტს შეუერთდნენ პარლამენტარებიც. 22 ნოემბერს
პარლამენტში მისულ პრეზიდენტ შევარდნაძეს, რომელსაც სესიაზე არჩევნების
შედეგები უნდა დაედასტურებინა, ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის წევრებმა,
რის გამოც კვორუმი არ შედგა.
მალე „ახალმა
მემეარჯვენეებმა“ უარი თქვეს ბოიკოტზე, პარლამენტში შევიდნენ და
შევარდნაძესა და მის მომხრეებს შეუერთდნენ. კვორუმი შედგა. სააკაშვილსა და
მის თანამოაზრეებს კარგად ესმოდათ, რომ სხდომა უნდა შეეჩერებინათ.
|
მიხეილ სააკაშვილმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. სხდომა ხალხს უნდა შეეჩერებინა. პოლიციამ, რომელიც პარლამენტს იცავდა, ხალხს შენობაში შესვლის საშუალება მისცა. მათ სააკაშვილი მიუძღვოდა, რომელსაც ხელში მშვიდობის ნიშნად ვარდი ეჭირა. შევარდნაძე სხდომათა დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა.
გვიან ღამით სააკშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე შევარდნაძესთან მოსალაპარაკებლად მივიდნენ. 2003 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, ორკვირიანი მზარდი ინტენსივობის მქონე დემონსტრაციების შემდეგ, შევარდნაძე გადადგა. მისი მოვალეობის დროებით შემსრულებლად პარლამენტის სპიკერი, ნინო ბურჯანაძე, დაინიშნა. რევოლუციის ლიდერების მიერ საკუთარი მიზნის კონსტიტუციურ ნორმების ფარგლებში მიღწევის გამო, ქართულმა მედიამ მოვლენას „ვარდების რევოლუცია“ უწოდა. შეერთებულმა შტატებმა “ვარდების რევოლუცია” შეაფასა, როგორც „თანამედროვე ისტორიის უდიდესი მოვლენა, რომელიც შთააგონებს სხვებს, ეძებონ თავისუფლება“.
სააკაშვილის „თავდასხმამ საქართველოს პარლამენტზე“ 2003 წელს „შეერთებული შტატების დიპლომატები უცნაურ სიტუაციაში ჩააყენა...აიძულა რა ედუარდ შევარდნაძე, ლიდერი, რომელსაც ამდენ ხანს ზურგს უმაგრებდა შეერთებული შტატები, პოსტი დაეტოვებინა“. წარმატების მისაღწევად, სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი დატოვა და მრჩევლებად რენდი შოინემანი, ჯონ მაკკეინი და დანიელ კუნინი (USAID–ისა და NDI –ის წევრი) დაიქირავა.
2004 წლის 24 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობა“ და „დემოკრატები“ გაერთიანდნენ. ახალ პოლიტიკურ მოძრაობას „ნაციონალური მოძრაობა–დემოკრატები“ დაერქვა. მოძრაობის მთავარ პრიორიტეტებად პენსიების გაზრდა, სიღარიბის დაძლევა, კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფო შემოსავლების გაზრდა განისაზღვრა.
I გვერდი, II გვერდი, III გვერდი
|