 |
| ვიცინოთ ერთად
|
ვიცინოთ ერთად
* * *
– ის ყველა კაბიანს დასდევდა, მაგრამ შოტლანდიაში.
* * *
გოგონა სარკეში იყურება და დაქალს ეუბნება:
– ვუყურებ და რაღაც ნაცნობი სახეა, ვერაფრით გამიხსენებია, ვინ შეიძლება იყოს.
დაქალი ეუბნება:
– აბა ერთი ჩამახედე... სულელო! ეს ხომ მე ვარ!
* * *
შუა ზამთარია. დათვი ტყეში დადის, ყველა ხესთან ჩერდება და თავს ურახუნებს:
– რატომ დავლიე ამდენი ყავა...
* * *
ერთი ნაცნობი მეორეს შესჩივის:
– რა ცუდი დღე მაქვს... დილით მანქანა დავამტვრიე, ახლა კი "ფლეშკის" თავსახური დავკარგე...
* * *
– მოდით, დავლიოთ სადღეგრძელო, რომ ვინც ზღვაშია, მშვიდობიანად დაბრუნდეს ხმელეთზე, ვინც ჰაერშია, მშვიდობიანად დაეშვას დედამიწაზე, ხოლო ვინც ახლა ამ მაგიდასთან ზის, მშვიდობიანად დაბრუნდეთ სახლებში!
* * *
შტირლიცი მეკავშირესთან შეხვედრაზე მივიდა ნაცნობ ბარში და 100 გრამი არაყი შეუკვეთა.
– არაყი ორი დღის წინ გაგვითავდა, – მოუბოდიშა ბარმენმა.
– მაშინ 100 გრამი კონიაკი.
– კონიაკი გუშინ გაგვითავდა.
– ლუდი მაინც თუ გაქვთ?
– სამწუხაროდ, დღეს დილით გაგვითავდა.
"ე.ი. მეკავშირე უკვე სამი დღეა მელოდება", – გაიფიქრა შტირლიცმა.
* * *
გერმანული ახალი ამბები გადმოსცემს:
– რუსებმა ახალი ავტომობილი გამოიგონეს, რომელსაც შეუძლია გადაადგილება ნებისმიერ ჭაობში, ტყეში და მინდორში. რას არ მოიფიქრებენ, რუსები, ოღონდ გზა არ გაიყვანონ.
* * *
იაპონელებმა გამოიგონეს რობოტი, რომელიც ქურდებს იჭერს. იაპონიაში რობოტმა 5 წუთში 100 ქურდი დაიჭირა. ამერიკაში იგივე დროში 200 ქურდი, ხოლო რუსეთში 5 წუთის შემდეგ რობოტი ვეღარ იპოვნეს.
* * *
ორი პროფესორი იმაზე მსჯელობს, რომ ხშირად გონება ძილის დროს უნათდებათ.
– მე, კოლეგავ, ასეთი შემთხვევისთვის საწოლის გვერდით სკამზე ფურცელი და ავტოკალამი მიდევს, – ეუბნება ერთი მეორეს.
– მე კი, კოლეგავ, ამისთვის საწოლში ახალგაზრდა სტენოგრაფისტი მიწევს.
* * *
ერთი ლოთი მეორეს ეუბნება:
– წარმოგიდგენია, გივი ალკოჰოლით მოწამლულა!
– მერე, რატომ დალია მოწამლული არაყი?
* * *
დაკითხვის დროს ბრალდებულს მამხილებელი საბუთები წარუდგინეს, რის შედეგადაც მას მღელვარებისგან ცხვირიდან სისხლი წასკდა, პირიდან ოთხი კბილი გადმოუვარდა და ორი ნეკნი ჩაემტვრა.
* * *
ბავშვები იმაზე მსჯელობენ, რა არის ყველაზე სწრაფი სამყაროში. ერთი გოგონა ამბობს:
– სამყაროში ყველაზე სწრაფი სიტყვაა. იტყვი და ვეღარ დაიჭერ.
ბიჭი ამბობს:
– ყველაზე სწრაფი ელექტრობაა. ჩამრთველს თითს დააჭერ და უკვე შუქი ანთია.
გიგი დაფიქრდა და პასუხობს:
– ახლახანს ფაღარათი მქონდა და ვერც სიტყვის თქმა მოვასწარი და ვერც სინათლის ანთება!
* * *
მოხუცი ქალი აფთიაქში შედის და გამყიდველს ეუბნება:
– შვილო, თავის ტკივილის აბები მომეცი, აგერ ის, ლურჯზოლიან თეთრ კოლოფში რომაა.
– რას ამბობს ბებია?! ეს ხომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებია!
– ვიცი, შვილო! დილით შვილიშვილებს ჩაიში ვუგდებ და მერე მთელი დღე თავი აღარ მტკივა...
* * *
ჭირვეული მსახიობი თეატრის დირექტორს ეუბნება:
– მინდა, რომ მარგალიტის მძივი, რომელიც პირველ მოქმედებაში უნდა მეკეთოს, ნამდვილი იყოს.
– კარგი, ნამდვილი იქნება, – პასუხობს დირექტორი, – ყველაფერი ნამდვილი იქნება, მარგალიტიც პირველ მოქმედებაში და შხამიც სპექტაკლის ბოლოს...
* * *
ექიმი კაცს ეუბნება:
– რა ხდება თქვენს სახლში? ამ თვეში თქვენი სიდედრი უკვე მესამედ მოიწამლა სოკოთი!
– ეჰ, ექიმო, ნუ იტყვით! სულ ამ წყეული სკლეროზის ბრალია. სოკოს ჩემთვის ამზადებს, მაგრამ მერე ავიწყდება და თვითონ ჭამს!
* * *
გივის მეგობარი ეუბნება:
– გივი, რატომ არ მოგყავს ცოლად ჩვენი ლამარა? მერე რა, რომ ოდნავ ელამია!
– ჰმ, ოდნავ?! როდესაც ტირის, ცრემლები ზურგზე ჯვარედინად ჩამოსდის!
* * *
პატარა მიხო მამას ეკითხება:
– მამი, ქიშმიშს ფეხები აქვს?
– კიდევ ტარაკანა შეჭამე არა, შე შობელძაღლო!!!
* * *
მატარებლის კუპეში ერთად მგზავრობენ პოლკოვნიკი, ჯარისკაცი და დედა გოგონასთან ერთად. მატარებელი გვირაბში შევიდა და სიბნელეში სილის გაწვნის ხმა გაისმა.
მატარებელი გვირაბიდან გავიდა.
დედა ფიქრობს: "ჯარისკაცი ჩემს შვილს ხელებს უფათურებდა და მან სილა გააწნა, ყოჩაღ".
გოგონა ფიქრობს: "პოლკოვნიკი დედას ხელებს უფათურებდა და დედამ სილა გააწნა, ყოჩაღ!"
პოლკოვნიკი ზის, ლოყაზე ხელს ისვამს და ფიქრობს: "ალბათ ჯარისკაცი რომელიღაცას ხელებს უფათურებდა და შეცდომით სილა მე გამაწნეს".
ჯარისკაცი ჩუმად იღიმება და ფიქრობს: "კიდევ იქნება გვირაბი და ისეთ ალიყურს გითავაზებ"...
|