რეგისტრაცია
დაგავიწყდა პაროლი?
Sana.ge
მთავარი თამაშები მოგვწერეთ სასარგებლო
პირადი
გულახდილი
პოლიტიკა
ლიტერატურა
სპორტი
რელიგია
ჯანმრთელობა
სამართალი
ავტო
ტექნიკა
ბიზნესი
სხვადასხვა
ისტორია
ასტროლოგია
შოუბიზნესი
კვება
მასმედია
ანეკდოტები
სიახლეები
გამოკითხვები
ფოტო-გამოკითხვები
დეტალური ძიება
რეიტინგულები ახალი ახლა კითხულობენ რეკომენდებული დაკავშირებული
 
"მექალთანის როლი არ გამჭირვებია"

ეშტონ კატჩერი: "მექალთანის როლი არ გამჭირვებია"


გაზიარება  2009-12-25 10:32:44

ეშტონ კატჩერი იმ მსახიობების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მაყურებელს დანახვისთანავე ამახსოვრდება და მის მიმართ გულგრილი არასოდეს რჩება. ეშტონს კარგი გარეგნობა აქვს, რაც ეხმარება წარმატების მიღწევაში. მაგრამ გარეგნობა არ არის ეშტონის ერთადერთი კოზირი. ეშტონი ძალიან მრავალფეროვანია და შეუძლია კომედიებშიც ითამაშოს, თუმცა ეს მსახიობს ნაკლებად კარგად გამოსდის, ვიდრე სერიოზულ ფილმებში თამაში.


ეშტონ კატჩერი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი უნარით ზუსტად შეერჩია როლები და ფილმები, რომლებშიც ითამაშებდა. ეს თვისება მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი მსახიობი ხშირად სწორად ვერ არჩევს ფილმებს, რითაც სერიოზულ ზიანს აყენებს თავის კარიერას.


ეშტონის პირველი სერიოზული წარმატება იყო გადაცემა PUNK'D , რომელიც მტვ–ზე გადიოდა და პოპულარობით სარგებლობდა. ამ გადაცემაში ცნობილი ადამიანები უნებურად ხვდებოდნენ უხერხულ მდგომარეობაში და ამის ყურება ძალიან სახალისო და სასაცილო იყო. გადაცემის წამყვანი ეშტონ კატჩერი იყო და ენამოსწრებული ხუმრობებით ძალიან ამხიარულებდა მაყურებელს. ამ გადაცემის შემდეგ ეშტონის სახელი ყველამ იცოდა ჰოლივუდში და მსახიობს უამრავი წინადადება მოუვიდა სხვადასხვა რეჟისორებისგან. მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ფილმში "პეპლის ეფექტი", სადაც ითამაშა პაციენტი, რომელსაც ამნეზია აქვს და ცდილობს ცხოვრება თავიდან დაიწყოს. ეს ფილმი კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს, თუმცა ეშტონის თამაში გააკრიტიკეს და თქვეს, რომ მსახიობი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და არ ჰყოფნის გამოცდილება მსგავს ფილმებში თამაშისთვის. მიუხედავად ამისა, ეშტონმა მაინც გააგრძელა კარიერა და მალე წარმატებებსაც მიაღწია.    

    2008 წელს ეშტონმა ითამაშა ფილმში "რა მოხდა ვეგასში", სადაც პარტნიორობა კამერონ დიასმა გაუწია. ეს ფილმი კომედიური იყო და ძალიან სასაცილო და მხიარული გამოდგა. კამერონი და ეშტონი ამ ფილმში ცოლ–ქმარს თამაშობენ, რომლებსაც ძალიან მხიარული ურთიერთობა აქვთ. 2009 წელს ეშტონი გადაიღეს ფილმში "მექალთანე". ეშტონმა ითამაშა ახალგაზრდა, მომხიბვლელი მამაკაცი, რომელიც ქალების ნამდვილი გულთამპყრობელია. ამ ფილმმა საბოლოოდ განამტკიცა ეშტონის სექს–სიმბოლოს სტატუსი.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მსახიობს რომანი აქვს ჰოლივუდის ერთ–ერთ ყველაზე სექსუალურ მსახიობ დემი მურთან. ეშტონი კარგად იცნობს დემის ყოფილ ქმარ ბრიუს ვილისს და მასთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს. ეშტონს ასევე კარგი ურთიერთობა აქვს დემის შვილებთან. წყვილი იდილიაში ცხოვრობს და დაშორებაზე არც ფიქრობს. ეშტონი ამბობს, რომ იდეალური ქალი იპოვა და სხვა ქალისკენ აღარც გაიხედავს.

გთავაზობთ ინტერვიუს ეშტონ კატჩერთან

– თქვენი გადაცემა PUNK'D საკმაოდ სკანდალური იყო. ამ გადაცემის გამო რომელიმე ცნობილი ადამიანი ხომ არ გადაგიმტერებიათ?

– ამის ალბათობა ნამდვილად იყო, რადგან ეს გადაცემა საკმაოდ სასტიკია, ამიტომ ვინმე შეიძლება მართლა გადაიმტერო. თუმცა ბრაზი დიდხანს არავის მიყვება ხოლმე, ამიტომ ჩვენზე გაბრაზებული არავინაა. ეს გადაცემა თავისი არსით ძალიან საინტერესოა, რადგან ყველას აინტერესებს, როგორ მოიქცევიან ცნობილი ადამიანები, როდესაც მოულოდნელ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. აქ ისინი თავის ნამდვილ სახეს აჩვენებენ, რადგან მათ არ იციან, რომ ფარული კამერები უთვალთვალებენ. ამიტომ ეს გადაცემა ძალიან პოპულარული იყო. მომავალშიც დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მსგავს ტელეპროექტებში.

– თქვენი ურთიერთობა დემი მურთან ყოველთვის ყურადღების ქვეშ იყო. თვლით, რომ დემისთან ბედნიერება იპოვეთ?

– შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დემისთან ნამდვილად ბედნიერება ვიპოვე. ჩვენ ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს და თითქმის არ მოგვდის უთანხმოება. დემი ძლიერი და თავდაჯერებული ქალია და მასთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა. დემისთან ბედნიერი ვარ და ვთვლი, რომ გამიმართლა, რომ ასეთ ქალს შევხვდი. ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია ერთად ვართ და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ამიტომ კარგად ვიცით ერთმანეთის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რაც ჩვენს ურთიერთობას უფრო მყარს ხდის. ერთად კიდევ დიდხანს ვიქნებით.
   

– თქვენ საკმაოდ ხშირად იღებთ მონაწილეობას ეროტიკულ სცენებში. დემი არ ეჭვიანობს თქვენს პარტნიორ ქალებზე?

– ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა, რადგან არცერთ ნორმალურ ადამიანს არ სიამოვნებს, როდესაც მისი პარტნიორი სხვა ქალს, ან მამაკაცს კოცნის, თუნდაც ეკრანზე, მაგრამ მე მსახიობი ვარ და ეს ჩემი პროფესიის მნიშვნელოვანი ნაწილია. დემის ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის, რადგან თვითონაც მსახიობია, ამიტომ ამმხრივ პრობლემა არ გვაქვს. გაგვიმართლა, რომ ერთი პროფესია გვაქვს. ორივემ ზუსტად ვიცით ჩვენი პროფესიის სირთულეები და ეს ბევრ რამეში გვეხმარება.

– ფილმში "მექალთანე" ჟიგოლო ითამაშეთ, რომელიც ქალის კალთას არის ამოფარებული. რამდენად გაგიჭირდათ მსგავსი როლის თამაში?

– მსგავსი როლის თამაში არანაირად არ გამჭირვებია, რადგან მე პროფესიონალი ვარ და როგორი ტიპის როლის შესრულებაც იქნება საჭირო, ისეთ როლებს შევასრულებ.

    – ჰოლივუდში ყველაზე ახლო ურთიერთობა რომელ მსახიობებთან გაქვთ?

– ჰოლივუდში ბევრთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ იმ მსახიობებთან უფრო ახლო ურთიერთობა მექნება, რომლებთანაც ფილმებში მაქვს ნათამაშევი. კარგი ურთიერთობა მაქვს დემის ყოფილ ქმარ ბრიუს ვილისთან. ის ძალიან კარგი ადამიანია. ასევე კარგი ურთიერთობა მაქვს ბრედ პიტთან. მას რამდენიმე წლის წინ შევხვდი და მაშინვე დავუახლოვდი. საერთოდ, ბრედს ბევრი მეგობარი ჰყავს ჰოლივუდში, რადგან მასთან მეგობრობა ყველას უნდა. ბრედი ძალიან უშუალოა და საერთოდ არ არის ამპარტავანი.

– როდესაც ჰოლივუდში ჩამოხვედით, რამდენად მზად იყავით იმისთვის, რომ ცნობილი და პოპულარული გამხდარიყავით? 

– ამისთვის მზად ვიყავი, რადგან სწორედ ამისთვის ჩამოვედი ჰოლივუდში. ჩემი თვითმიზანი პოპულარობა იყო და ამას მივაღწიე კიდეც. ჰოლივუდს არ უყვარს დამარცხებულები, ამიტომ აქ ყოველთვის თავი აწეული უნდა გქონდეს და წინ იყურებოდე. ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, როდესაც ჰოლივუდში ახალი ჩამოსული ვიყავი. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ცნობილი გავმხდარიყავი და ჰოლივუდმა ეს ოცნება რეალობად მიქცია.

– ეკრანზე ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული ჩანხართ. ცხოვრებაშიც ასეთი ხართ?

– ცხოვრებაშიც ასეთი ვარ. ძალიან ემოციური არასოდეს ვყოფილვარ და ახლა მითუმეტეს, როდესაც ასაკი მემატება, უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ვხვდები. ეს თვისება არაერთხელ დამხმარებია კარიერაში და ცხოვრებაში, რადგან როდესაც დაძაბული სიტუაციაა, ყოველთვის უნდა შეგეძლოს მისი განმუხტვა. ჩხუბისთავი არასოდეს ვყოფილვარ.



მოამზადა ბექა გოგინაშვილმა



ცნობილი ადამიანები
მაიკლ კეინი
მია ფეროუ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პირადი
გულახდილი
პოლიტიკა
ლიტერატურა
სპორტი
რელიგია
ჯანმრთელობა
სამართალი
ავტო
ტექნიკა
ბიზნესი
სხვადასხვა
ისტორია
ასტროლოგია
შოუბიზნესი
კვება
მასმედია
ანეკდოტები
სიახლეები
მთავარი სასარგებლო ფორუმი მოგვწერეთ