asdas
ცნობილი ადამიანები
გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი

2010-05-03 17:11:16



– ჭამის შემდეგ ადუღებული წყლის მიღება ცხიმებს წვავს?

– ადუღებული, ცხელი წყლის პირდაპირი ჩვენება ცხიმების დაწვა არ არის, თუმცა ბევრი ადამიანი თვითნებურად იყენებს ამ მეთოდს და, როგორც ამბობენ, შედეგს აღწევენ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მდუღარე წყალმა შეიძლება კუჭ–ნაწლავის პრობლემები შეგიქმნათ.

– მყავს 7 წლის ბიჭი, მეგობრობს გოგონებთან, მათთან უფრო მეტ საერთოს პოულობს. ხანდახან ძალიან კაცურად იქცევა, ზოგჯერ კი ისე გაინაზება, რომ გული მისკდება. ვის მივმართო, იქნებ ტყუილად ვნერვიულობ?

– ბავშვი ფსიქოლოგთან მიიყვანეთ, რომ დამშვიდდეთ, შეიძლება ბავშვი იმ პრობლემის წინაშე, რაზეც თქვენ ნერვიულობთ, საერთოდ არ დადგეს. გირჩევთ, მაინც მიმართეთ ანდროლოგსაც, რათა მხედველობიდან ბავშვის ჰორმონალური მდგომარეობაც არ გამოგეპაროთ, თუმცა ბავშვს არ აქვს კრიტიკული ასაკი, რომ თქვენ ასე შეშინდეთ, შეიძლება თვითონვე დაანებოს თავი გოგონებთან ასე შესამჩნევ მეგობრობას.

– ვარ 5 წლის გათხოვილი. შვილი არ მყავს, პროგესტერონის უკმარისობა მაქვს და რითი ვუმკურნალო?

– პროგესტერონის უკმარისობის მკურნალობა დღევანდელ გინეკოლოგიაში პრობლემას აღარ წარმოადგენს, არსებობს რამდენიმე პრეპარატი, რომელიც ჰორმონს ნორმის ზღვრამდე მიიყვანს. მიმართეთ გინეკოლოგს, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, რომელი პრეპარატი გჭირდებათ, შესაბამისი ანალიზი მენსტრუალური ციკლის 22–ე დღეს ჩაიტარეთ.

– ვარ 30 წლის, ტემპერატურა არ ამდის მაღლა, ვიღებდი პროგესტერონსაც. როგორ ვიმკურნალო?

– ტემპერატურის 37 გრადუსამდე არაწევა ნიშნავს, რომ ოვულაცია არ ხდება. აუცილებელია გამოკვლევა, შეიძლება პროგესტერონის დონე გაქვთ მკვეთრად დაქვეითებული.

– დედაჩემი 60 წლისაა. ერთ ყურში მოულოდნელად დაეწყო შუილი. რისი ბრალია და ვის მივმართოთ?

– ყურებში ხმაურის და შუილის შეგრძნებას ზოგჯერ არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილებაც იწვევს, მაგრამ თქვენს შემთხვევაში, რადგან მხოლოდ ერთ ყურშია, უნდა მიმართოთ ყელ–ყურ–ცხვირის სპეციალისტს, რადგან პრობლემა დაფის აპკს არ ეხებოდეს.

– სახეზე მაქვს წვრილი კაპილარები, რის გამოც ლოყები ყოველთვის წითელი მაქვს, რაც ძალიან მაკომპლექსებს. მოშორება შეიძლება?

– მიმართეთ რომელიმე ესთეტიკურ ცენტრს, ლაზერით შეიძლება მისი მოცილება.

– როგორ მივიღო ნიახური, რომ წონაში დავიკლო?

– ნიახური შარდმდენია, ამიტომ მის ნახარშს იყენებენ წონაში დასაკლებად. ამ დროს აუცილებელია, იცოდეთ თქვენი შარდ–სასქესო სისტემის მდგომარეობა.

– ქუსლებზე მაქვს სოკოვანი ბებერები. როგორ მოვიშორო?

– თუ დანამდვილებით იცით, რომ ნადები სოკოვანია, აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს და მიიღოთ შინაგანად მისაღები პრეპარატები. მხოლოდ გარეგანი საშუალებებით ვერ განიკურნებით.

– ვარ 20 წლის. მაქვს ღია ვარდისფერი, ზოგჯერ სისხლიანი გამონადენი, ეს ხდება მეუღლესთან ურთიერთობის დროს. ერთი წლის გათხოვილი ვარ, მაგრამ არ დავორსულებულვარ. საშიში ხომ არ არის და ვის მივმართო?

– მიმართეთ გინეკოლოგს, რომ საშვილოსნოს ყელის პრობლემა გამოირიცხოს, ასევე საჭიროა ჰორმონალური გამოკვლევაც.

– ვარ ორსულად. ფეხებზე გამიჩნდა კაპილარები. მაინტერესებს, მშობიარობის შემდეგ თუ გამიქრება?

– თუ კაპილარები მკვეთრად არ გემჩნევათ, მშობიარობის შემდეგ გაგიქრებათ.

– ვარ 22 წლის. ორი შვილის დედა, უკვე 3 თვეზე მეტია მკერდი მაწუხებს. ციკლი არეული მაქვს. ბავშვობიდან ჩიყვი მაქვს, შეიძლება ამით იყოს გამოწვეული. წვას ვგრძნობ, საშიში ხომ არ არის?

– აუცილებლად მიმართეთ მამოლოგს, თქვენ მიერ ჩამოთვლილი პრობლემები პირდაპირ კავშირშია თუნდაც მასტოპათიასთან. აუცილებელია გამოკვლევა, რადგან თქვენი სიმპტომები ერთმანეთის მაპროვოცირებელია. შეიძლება ენდოკრინოლოგ–გინეკოლოგის კონსულტაციაც დაგჭირდეთ.

– ლიკანი, ბორჯომი, ნაბეღლავი ხომ არ ასუქებს?

– არც ერთი მინერალური წყალი წონაში მომატებას ხელს არ უწყობს, პირიქით დიეტის დროს მისი მიღება აუცილებელია.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523552
1523752 online