asdas
ცნობილი ადამიანები
როგორ ამოვიცნოთ ადენოიდები
როგორ ამოვიცნოთ ადენოიდები
როგორ ამოვიცნოთ ადენოიდები

2012-09-21 13:23:05



რა ნიშნებით და ჩივილებით უნდა ამოვიცნოთ ადენოიდები?!
პირველი და მთავარი სიმპტომი, რაც ადენოიდების არსებობას ამტკიცებს, ეს გახლავთ ცხვირით სუნთქვის გართულება. თუ პატარას ცხვირი გაჭედილი აქვს და ძილის დროს ხვრინვაც ახასიათებს, ე.ი. აუცილებლად უნდა მიიყვანოთ სპეციალისტთან და ადენოიდების არსებობაზე შეამოწმოთ.
თუ ბავშვი წელიწადში ხუთჯერ უფრო ხშირად ავადობს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით, აუცილებლად გაასინჯეთ ოტოლარინგოლოგს.
ნორმის შემთხვევაში ბავშვის სუნთქვა უნდა იყოს მშვიდი და წყნარი, უნდა სუნთქავდეს ცხვირით და მისთვის მცირედი ფიზიკური დატვირთვა სუნთქვის შეფერხების მიზეზი არ უნდა გახდეს. პირით სუნთქვა ბავშვებში შესაძლებელია ყოველთვის არ იყოს დაკავშირებული ადენოიდების არსებობასთან, მაგალითად, ალერგიით, რინიტით და სხვა მიზეზითაც იყოს განპირობებული.
მკურნალობა
თანამედროვე მედიცინის დახმარებით საკმაოდ ბევრი და ეფექტური სამკურნალო საშუალებები არსებობს. სწორედ ამიტომ ყველა მშობელმა კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ ადენოიდების ამოკვეთა არ არის საჩქარო და არც ერთადერთი გამოსავალია. მათი ამოჭრის საკითხი კვალიფიციური ოტოლარინგოლოგის გადასაწყვეტია.
თუ ადენოიდები ექვემდებარება მკურნალობას, მათი შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უაღრესად დიდი და აუცილებელი დატვირთვა აქვთ.
არსებობს ჩივილები და ცვლილებები, რომლებსაც ადენოიდების გადიდება განაპირობებს. თუ მკურნალობას არ ექვემდებარება, ამ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა გარდაუვალია.
მოამზადა ნათია ტოტიკაშვილმა


სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523872
1524072 online