asdas
ცნობილი ადამიანები
გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი
გვპასუხობს ექიმი

2012-05-17 16:45:06



– თუ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ვიყენებ. თუ დავორსულდები და რა უკუჩვენება შეიძლება ჰქონდეს ამ აბებს ჰქონდეს?
– თუ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას მითითებული ინსტრუქციის მიხედვით არ გამოიყენებთ, შეიძლება დაფეხმძიმდეთ. თუ გამოიყენეთ და მაინც დაფეხმძიმდით, ორსულობაზე არანაირ უარყოფით გავლენას არ მოახდენს.
– ფეხებზე მაქვს კოჟრები, ცერა თითების დასაწყისში. მარილები არ არის. ოპერაციით თუ შეიძლება მოშორება?
– ასეთი კოჟრები ძირითადად ორგანიზმში შარდოვანას დაგროვებით არის გამოწვეული, რომელიც შემდეგ პოდაგრას იწვევს. ოპერაციულ ჩარევას გართულების შემთხვევაში მიმართავენ. მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება სახლის პირობებშიც, თუ გამოიყენებთ უმ კარტოფილს. პატარა ზომის კარტოფილი გათალეთ, ამოაცალეთ გული ისე, რომ კოჟრი ჩაეტიოს. შეიხვიეთ და გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. ერთთვიანი პროცედურის შემდეგ შედეგს მიაღწევთ.
– ფეხის ფრჩხილები ძალიან გამისქელდა. ცერა თითზე ფრჩხილი თავისით წამძვრა. სახლის პირობებში როგორ ვიმკურნალო?
– სავარაუდოდ, ფრჩხილების სოკოვანი დაავადება გჭირთ და მისი სახლის პირობებში მკურნალობა ვერ მოხერხდება. სოკოვანი დაავადება ზუსტი ანტიმიკოზური ხანგრძლივი მკურნალობით განიკურნება.
– შეიძლება დედამ პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი მისცეს შვილს? მაქვს მეორე დადებითი ჯგუფის სისხლი.
– თუ დედასაც და შვილსაც აქვთ ერთი ჯგუფის, ამ შემთხვევაში პირველი ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი, ბუნებრივია, შესაძლებელია ერთიმეორეს გადაუსხან. სხვა ჯგუფის სისხლის გადასხმა დაუშვებელია.
– მაინტერესებს ჩასახვის საწინააღმდეგო წამალი რომელი მივიღო. მოქმედებს თუ არა და რამე ცუდს ხომ არ გამოიწვევს?

– სწორად შერჩეული ანუ ექიმთან შეთანხმებით, თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით მიღებული წამალი უკუშედეგს არ გამოიწვევს. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას, პირველ რიგში, ზუსტად უნდა იქნას დაცული ინსტრუქციაში მითითებული გაფრთხილებები. ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური პრეპარატები არსებობს, მაგრამ მათი ზეპირად რჩევა დაუშვებელია.
– ხშირად მაქვს თავბრუსხვევა, სიცხე 37–37,3, მიოფლიანლება ხელისგულები, მიხშირდება გულისცემა. რისი ბრალია?
– აუცილებლად ჩაიტარეთ სისხლის საერთო ანალიზი. თქვენი სიმპტომების მიხედვით შეიძლება იმუნური სისტემის დაქვეითებაც იყოს. საჭიროა დროული გამოკვლევა.
– ფეხის რამდენიმე ფრჩხილზე მაქვს სოკოს სიმპტომები. ანალიზმა სოკო არ აჩვენა. როგორ ვიმკურნალო?
– ფრჩხილის სოკოს მკურნალობა ხანგრძლივ პროცედურებს მოითხოვს. უნდა მიიღოთ როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი პრეპარატები. დღეს აფთიაქებში ანტიმიკოზური უამრავი საშუალება არის, მაგრამ ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ მხოლოდ რამდენიმე წამალი არის მოწოდებული. ამიტომ გირჩევთ, მიმართოთ დერმატოლოგს, თუ საჭირო იქნება, ჩაიტაროთ ფრჩხილის ანაფხეკის ლაბორატორიული კვლევა.
– ახალი გათხოვილი ვარ. მაქვს ყავისფერი გამონადენი. საშიში ხომ არ არის?
– დაელოდეთ შემდეგ მენსტრუაციას, თუ კიდევ განმეორდა, ექიმს მიმართეთ. ყავისფერ გამონადენს ჰორმონ პროგესტერონის ნაკლებობა იწვევს.
– ბოლო დროს დამეწყო თავბრუსხვევა და ყურში შუილი. მაქვს ჩიყვი, შეიძლება ეს ჩიყვიდან მომდინარეობდეს? ვიმკურნალე ნევროპათოლოგთან, მაგრამ უშედეგოდ.
– გირჩევთ იმკურნალოთ ენდოკრინოლოგთან. შეიძლება ეს ყველაფერი ჩიყვით იყოს გამოწვეული. მისი მკურნალობა კი ენდოკრინოლოგის პრეროგატივა უფროა, ვიდრე ნევროპათოლოგის.
– ვარ 41 წლის. ფეხის ქუსლები გამიუხეშდა, თითებზე კანი მექერცლება და ფეხებზე ვენები მაქვს გამოსული. როგორ მოვიქცე ან ვის მივმართო?
– ფეხის ქუსლების გაუხეშება და კანის აქერცვლა შეიძლება ავიტამინოზით იყოს გამოწვეული, მაგრამ სოკოვანი დაავადება რომ არ გამოგეპაროთ, მიმართეთ დემატოლოგს. რაც შეეხება ვენებს, ამ შემთხვევაში პრობლემას მხოლოდ ანგიოლოგის ჩარევით მოაგვარებთ.

– ფეხმძიმობის შემდეგ მკერდი ძალიან დაბლა დამეწია. რა გავაკეთო, რომ ისევ ძველი ფორმა დაუბრუნდეს?

– მკერდის ფორმის შეცვლა მხოლოდ პლასტიკური ოპერაციით შეიძლება.
– ორი თვეა სისტემატურად მაქვს მაღალი წნევა. ამ დროს მარცხენა ხელ–ფეხში ძალა მეცლება, გულის არეში ვგრძნობ ტკივილს. რა შეიძლება იყოს?
– მაღალი წნევის დროს აღნიშნული სიმპტომები ბუნებრივია. უნდა მიმართოთ კარდიოლოგს და ჩაიტაროთ გამოკვლევა. საჭიროა სწორი მკურნალობის ჩატარება. თვითნებურად მიღებული პრეპარატები და ერთჯერადად, მყისიერად წნევის დაწევა დიდ შედეგს არ მოგცემთ. საჭიროა გულის კარდიოგრამის გადაღებაც. ექიმი თუ საჭიროდ ჩათვლის, შეიძლება თირკმლების გამოკვლევაც დაგჭირდეთ.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523368
1523568 online