
ვაჰ, დრონი, დრონი...
კოკო შანელის საზაფხულო რეზიდენცია გასაყიდად გამოიტანეს
ფრანგულ რივიერაზე მდებარე მდიდრული ვილა, რომელიც ლეგენდარულ კოკო შანელს ეკუთვნოდა, იყიდება. მისი ფასი 50 მილიონი დოლარია. სახელგანთქმულმა არქიტექტორმა ვილა შანელისა და მისი საყვარელი მამაკაცის, ვესტმინსტერის ჰერცოგისთვის საგანგებოდ დააპროექტა. 1929-1953 წლებში სახლი წყვილის საზაფხულო რეზიდენცია გახლდათ. ოთხსართულიანი შენობა, რომელიც ლა ტორაკას ულამაზეს ბორცვებზე დგას, მონაკოდან 10 წუთის სავალზეა. სახლს აქვს 7 საძინებელი, ხოლო მამულის საერთო ფართი 4 ჰექტარს შეადგენს. რეზიდენციაში შანელს უამრავი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა, რომელთა შორის იყვნენ პაბლო პიკასო, სომერსეტ მოემი, გრეტა გარბო, არისტოტელე ონასისი და უინსტონ ჩერჩილი.
კავშირი ტეგთან: კოკო შანელი
|
დღის სიახლეები
17-05-2013
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content













ვიქტორია ბექჰემი საბავშვო ტანსაცმელს გამოუშვებს
„მის მსოფლიოზე" ვენესუელას წარმომადგენელმა გაიმარჯვა 

