asdas
ცნობილი ადამიანები
კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები

2013-03-04 00:26:37



ყველის სუფლე
მასალა:
გახეხილი ყველი – 150 გ
რძე – 250 მლ
ფქვილი – 40 გ
კარაქი – 40 გ
კვერცხი – 5 ცალი
მარილი, პილპილი, ჯავზი – გემოვნებით
მომზადება: ტაფაში კარაქი გაადნეთ, დაუმატეთ ფქვილი, თან ურიეთ, შემდეგ შეურიეთ რძე და ხარშეთ ნელ ცეცხლზე შესქელებამდე.
ცალკე აფქვიფეთ კვერცხის ცილა და გული. გულებს შეათქვიფეთ გახეხილი ყველი, სანელებლები და ბოლოს ფრთხილად შეურიეთ ათქვეფილი ცილა. სუფლეს მასა ცეცხლგამძლე პატარა ჭიქებში ან ფორმებში მოათავსეთ და ღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთი გამოაცხვეთ. სუფრასთან რძის საწებელთან ერთად მიიტანეთ.
ბანანის ცხელი კოქტეილი შოკოლადით
მასალა:
რძე – 500 მლ
ბანანი – 1 ცალი
შოკოლადის ფილა – 1 ცალი
ვანილი და დარიჩინი – გემოვნებით
მომზადება: ბანანი გაფცქვენით, დაჭერით და ბლენდერში პიურედ აქციეთ. შეურიეთ შემთბარი რძე. ეს მასა ქვაბში გადაიტანეთ და ნელ ცეცხლზე შემოდგით. ჩაუმატეთ დამტვრეული შოკოლადი და ურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ შეურიეთ ვანილი, გადაანაწილეთ ჭიქებში და მოაყარეთ დარიჩინი.
ბოსტნეულის სალათა ზამთრისთვის
მასალა:
სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა – 1 კგ
ხახვი – 1 კგ
სტაფილო – 0.5 კგ
ზეთი – 0.5 ლ
ძმარი – 0.5 ჭიქა
შაქარი – 2–3 ს.კ.
დაფქული წითელი წიწაკა – 1 ს.კ.
ნიორი – 1 კბილი
ყვითელი ყვავილი – 1 ს.კ.
გამხმარი რეჰანი (მწვანე) – 1–2 ს.კ.
ქონდარი – 0.5 ს.კ.
ბაჰარის მარცვლები – 1–2 ჩ.კ.
ოხრახუში – 1 კონა
მარილი და წითელი ცხარე წიწაკა – გემოვნებით
მომზადება: ბულგარული წიწაკა თესლებისგან გათავისუფლეთ და რგოლებად დაჭერით. ხახვი – ნახევარგოლებად, სტაფილო კი ასანთის ღერებივით დაჭერით, ნიორი დაწყლიტეთ. ყველაფერი ჯამში მოათავსეთ, შეაზავეთ ბაჰარით და სხვა საკმაზებით. ზეთში შაქარი, მარილი, წიწაკა და ძმარი შეურიეთ, მოასხით დაჭრილ ბოსტნეულს და დატოვეთ რამდენიმე საათი. შემდეგ ჩატენეთ ქილებში, დაახურეთ პლასტმასის სახურავი და საჭიროებისამებრ დაუმატეთ ზეთი. 2–3 დღეში ბოსტნეული ჩარბილდება და წვენს მოიყენებს. წვენი უნდა ფარავდეს ბოსტნეულს. ასეთი სახით ჩამჟავებულ სალათს არ სჭირდება სტერილიზაცია, ინახება დიდხანს.
შემწვარი მწყრები საწებლით
მასალა:
მწყერი – 6 ცალი
ერბო – 6–7 ს.კ.
ბაჰარი – 5 მარცვალი
პურის ფქვილი – 1 ს.კ.
არაჟანი – 2 ს.კ.
ლიმონი – 1 ცალი
ბულიონი – 1 ჭიქა
ხახვი – 1 თავი
მარილი – გემოვნებით
მომზადება: მწყრები გამოშიგნეთ, გარეცხეთ და ერბოიან (2–3 ს.კ.) ტაფაში ორივე მხრიდან შებრაწეთ. დარჩენილ ერბოში ხახვი და ფქვილი მოშუშეთ, დაუმატეთ ბაჰარი, მოაყარეთ მარილი, ჩააწურეთ ლიმონი და დაუმატეთ არაჟანი. ეს მასა 1 ჭიქა ბულიონში გახსენით, წამოადუღეთ, გადაასხით ფართო ჯამში, ჩააწყვეთ შემწვარი მწყრები, ცოტა შეაგრილეთ და სუფრასთან მიიტანეთ.
პიკანტური კარტოფილი
მასალა 4 ულუფისათვის:
კარტოფილი – 1 კგ
ზეთი – 3 ს.კ.
წიწაკა – 2 ჩ.კ.
მარილი – გემოვნებით
მომზადება: კარტოფილი გათალეთ და თითეული 8 ნაწილად გაჭერით. ჯამში ზეთი ჩაასხით, დაუმატეთ მარილი, წიწაკა და აურიეთ. ამ ნაზავში კარტოფილი ჩაყარეთ და აურიეთ.
კარტოფილის ნაჭრები გამოსაცხობ ფირფიტაზე დააწყვეთ და წინასწარ 250 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით. გამოაცხვეთ 25 წუთი. შემდეგ კარტოფილები გადააბრუნეთ და კვლავ 25 წუთით შეაბრუნეთ ღუმელში. როცა მზად იქნება, დააწყვეთ ფართო ლანგარზე. შეგიძლიათ გვერდით მოხარშული ან შემწვარი ხორცი მიუწყოთ და სუფრასთან მიიტანეთ.
ძროხის ხორცი მდოგვით
მასალა:
ძროხის ხორცი (დაბეგვილი ანტრეკოტი) – 3 ცალი (თითოეული 150 გ)
კვერცხი – 1 ცალი
რძე – 0,5 ჭიქა
კარაქი, მდოგვი, საფანელი, პურის ფქვილი, მარილი, პილპილი – გემოვნებით
მომზადება: დაბეგვილი ანტრეკოტი ორივე მხრიდან მდოგვში ამოავლეთ, შემდეგ ფქვილში. კვერცხი და რძე აფქვიფეთ და ამ მასაში ხორცი ჩაასველეთ, შემდეგ კი საფანელში ამოავლეთ.
ტაფაში კარაქი გაადნეთ, ჩაალაგეთ მომზადებული ანტრეკოტები და ორივე მხრიდან შეწვით. კერძი სუფრასთან მჟავე კომბოსტოსთან ან კიტრთან ერთად მიიტანეთ, ძალიან გემრიელია.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1773224
1773424 online