asdas
ცნობილი ადამიანები
საქართველოს ნაკრები რეიტინგში თავისუფალ ვარდნას განიცდის
ჯვაროსნები 117–ე ადგილზე არიან
საქართველოს ნაკრები რეიტინგში თავისუფალ ვარდნას განიცდის

2014-10-23 16:21:24



დღეს გამოქვეყნდა ფიფა/კოკა კოლას ახალი რეიტინგი, რომელშიც ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლის ოქტომბრის თვეში ჩატარებული ორი ტურის თამაშების შედეგები შევიდა. საქართველოს ნაკრების სასიამოვნო არაფერია _ თემურ ქეცბაიას გუნდმა კიდევ 7 ადგილით დაიხია უკან. წინა თვესთან შედარებით ეს „პროგრესია“, რადგან სექტემბრის მატჩებამდე თემურ ქეცბაიას კრებულს 95-ე პოზიცია ეკავა. თუმცა, სექტემბერშივე ერთბაშად 15 საფეხური დაკარგა და ახლა 208 ნაკრებში 117-ე პოზიციაზე ვართ.

საქართველოს ნაკრებს 271 ქულა აქვს და კენიისა და ლესოტოს ნაკრებებს შორის არის მოთავსებული. ვერაფერს ვიტყვით, მშვენიერი კომპანიაა. მეტიც, ჩვენზე გაცილებით წინ არიან რუანდის, მოზამბიკის, ზიმბაბვეს, ბოტსვანას, სენტ ვისენტის, პალესტინის, სუდანის, მალავის და სენტ კიტსის გუნდები. ევროპის 53 ნაკრებს შორის კი საქართველო 44-ე ადგილზეა. „ჯვაროსნები“ მხოლოდ მოლდოვას, აზერბაიჯანს, ყაზახეთს და ჯუჯა ქვეყნების გუნდებს უსწრებენ.

ათეულში დიდი ცვლილებები არ არის. ერთია, პოზიციებს კიდევ უფრო კარგავენ ესპანელები. ერთ დროს დიდი ხნით სათავეში მყოფი ნაკრები ახლა მე-10 ადგილზეა. ისევ პირველია გერმანიის ნაკრები, რომელიც სოლიდურად უსწრებეს არგენტინელებს. 3–4 ადგილები კოლუმბიასა და ბელგიას უჭირავს, ხუთეულს კი ჰოლანდია ხურავს. ათეულში ასევე არიან: ბრაზილიელები, ფრანგები, ურუგვაელები, პორტუგალიელები და ზემოთ ნახსენები ესპანელები.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ფეხბურთი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1521592
1521792 online