
32 წლის მამაკაცი ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის მე-3 სართულიდან გადმოხტა
32 წლის მამაკაცი ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის მე-3 სართულიდან გადმოხტა
32 წლის მამაკაცი ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის მე-3 სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება , ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკის მე-3 სართულზე მდებარე რეანიმაციული განყოფილების ფანჯრიდან გადმოხტა.
რეანიმაციული განყოფილების უფროსის ლევან გოგუაძის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო მოათავსეს. ის აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომლის გაკავება მედპერსონალმა ვერ შეძლო და ის ფანჯრიდან გადახტა.
დაშავებული ბათუმში რეანომობილით გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
ამ დროისთვის ექიმები გურიის სამხარეო პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
სიახლეები

|
დღის სიახლეები
22-05-2013
22-05-2013
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



როგორ გადაურჩა "ერისიონი" ავიაკატასტროფას













სააგენტო "ინფო 9"-ის ოფისში ხანძარი გაჩნდა 




