asdas
ცნობილი ადამიანები
ტოტის გარეშე ზეიმი არ არსებობს
ტოტის გარეშე ზეიმი არ არსებობს
ტოტის გარეშე ზეიმი არ არსებობს

2010-10-06 13:46:12



ამ დღეებში თავისი 34–ე დაბადების დღე აღნიშნა "რომას" უცვლელმა კაპიტანმა და მსოფლიოს ჩემპიონმა იტალიის ნაკრების შემადგენლობაში, ბოლო წლების ერთ–ერთმა ყველაზე ქარიზმატულმა დ უნიკალურმა მოთამაშე ფრანჩესკო ტოტიმ.

რაც გინდათ თქვით, მაგრამ "რომა" მართლაც უნიკალური კლუბია. უნიკალური თუნდაც იმიტომ, რომ მასში დარჩნენ მოთამაშეები, რომლებიც ბოლო ათწლეულის საფეხბურთო სამყაროს ცდუნებებს არ აჰყოლიან: მრავალმილიონიანი კონტრაქტების, საკუთარი ვილა კლუბის ბაზიდან ორიოდ კილომეტრში, მსოფლიოს უძლიერესი ლიგა და ყველა პირობა იმისთვის, რომ ყველაზე პრესტიჟული პრიზები მოიპოვო. ეს ყოველივე თავის დროზე ფრანეჩესკო ტოტიმაც გაიარა, მაგრამ იგი თავის მშობლიურ კლუბში დარჩა. კლუბში თავისი დაუსრულებელი სკანდალებით, არასტაბილური თამაშით და თავისი მრავალწლიანი არსებობის მანძილზე მხოლოდ სამჯერ მოგებული სკუდეტოთი, მაგრამ ეს მისი სახლია, რომელსაც იგი არაფერზე გაცვლის.

– არასდროს გამჩენია რომისა და გუნდის დატოვების სურვილი, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვგულშემატკივრობ. მე ყველაფერი ვიცი "რომას" შესახებ, "სტადიო ოლიმპიკოს" ყოველი ბალახი ჩემთვის ნაცნობია, – დაუღალავად იმეორებს ფრანჩესკო.

თანამედროვე ფეხბურთში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ ისეთი ფეხბურთელების ჩამოთვლა, რომლებიც თავიანთი კლუბების ერთგულები რჩებიან, თითებზე შეიძლება: ბუფონი, დელ პიერო, ხავი, პუიოლი, მალდინი, ინძაგი, ჯერარდი, ლამპარდი... ხოლო თუ გაიჭირვებ და ვიკიპედიაში მოძებნი, კიდევ 15–20 სახელის მიგნებას შეძლებ, მაგრამ მოდით, ეს რიცხვი შეადარეთ იმ ფეხბურთელების რაოდენობას, რომლებიც კლუბიდან კლუბში გადადიან, რათა განვითარდნენ, როგორც ფეხბურთელები და უძლიერეს ჩემპიონატში თამაშის საშუალება მიეცეთ.

2010 წლის სეზონი ფრანჩესკო ტოტისთვის მე–19–ა "რომას" შემადგენლობაში. მარადიული ქალაქის ახალგაზრდულ გუნდში ტოტი 1989 წელს მივიდა და სამი წლის შემდეგ უკვე გუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა. "რომას" შემადგენლობაში მის სადებიუტო შეხვედრაში "ბრეშიას" წინააღმდეგ, რომაელები 2:0–ს იგებდნენ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვუიადინ ბოშკოვმა მსაჯის საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე მოედანზე შეუშვა 16 წლის ფრანჩესკო.

– დარწმუნებული ვიყავი, რომ შეცვლაზე მუცის შეუშვებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვუიადინმა მითხრა, რომ მოედანზე შესასვლელად მოვმზადებულიყავი, სიხარულისგან კინაღამ გული ბუდიდან ამომიფრინდა! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ეს ჩემთვის როგორი ამაღელვებელი მომენტი იყო! – იხსენებს ტოტი.

"რომაში" მისვლამდე ფრანჩესკოს ასევე წინადადებები ჰქონდა მიღებული "მილანიდან" და "ლაციოდან", ჯილაროსის უმთავრესი კონკურენტისგან, მაგრამ დედამისმა, წითელ–ყვითლების თავგამოდებულმა გულშემატკივარმა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა მისი შვილი როსონერიში და ბიანკოსელესტიში არ გადასულიყო.

თანდათან ტოტი სულ უფრო ხშირად გამოდიოდა მოედანზე რომაელთა შემადგელობაში. 1998 წელს მან პირველად მოირგო მკლავზე კაპიტნის სამკლაური, 4 წლის შემდეგ ჯერ "100–ა კლუბში" შევიდა, ხოლო კიდევ რამდენიმე თამაშის შემდეგ "რომას" საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 2000 წლიდან ფრანჩესკოს გამუდმებით თან სდევდა ტრავმები, თუმცა ეს მას ვერ უშლიდა ხელს, სეზონში 20 გოლი გაეტანა. დღეისთვის ტოტის აქტივში 446 მატჩი და 192 გოლია ჯალოროსის შემადგენლობაში.

უნდა ვაღიაროთ, რომ მთელი თავისი კარიერის მანძილზე ტოტიმ ვერ მოახერხა იდეალური ფეხბურთელის რეპუტაციის შექმნა. პირიქით, თავისი გამომწვევი საქციელით მრავალი წლის მანძილზე მეტისმეტად გამომწვევი საქციელის მქონე მოთამაშის იმიჯი შეიქმნა და მთელ მსოფლიოში მოძულეთა არმია შეკრიბა, ამავდროულად კი "რომას" თაყვანისმცემელთა შორის იდეალური სახე დაიმკვიდრა. ფრანჩესკო მაყურებელზე თამაშის დიდი მოყვარულია: ქუსლით თამაში, სიუმლაცია ეს ყოველივე იყო და არის მის საფეხბურთო ბიოგრაფიაში. "რომას" ლიდერი არც გულშემატკივრის მიმართაა გულგრილი, ყველაზე მეტად მისი გამოხდომებით უკმაყოფილონი "ლაციოს" ტიფოზები არიან. 12 წლის წინ ფრანჩესკომ გატანილი გოლის შემდეგ მაისური გაიძრო, რომლის ქვეშაც კიდევ ერთი მაისური ეცვა წარწერით: "მშ რწ ზგკპფეშ ფტსწკფ" ("მე თქვენ ისევ გაიძულეთ გენერვიულათ"). ხოლო გასულ სეზონში ბიანკოსელესტიზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, რომელმაც "რომას" მთელი სეზონის მანძილზე პირველ ადგილზე მყოფი "ინტერის" დაწევის საშუალება მისცა, როდესაც მსაჯის საფინალო სასტვენის ხმა გაისმა, მან მთელ "კურვე ნორდს" ძირს დაშვებული ორი ცერა თითი აჩვენა, რაც ისტორიულად "დასჯას" ნიშნავს. ფრანჩესკოს ქმედებები პრესასა და ტელვიზიაში დიამეტრალურად საწინააღმდეგო გამოძახილს ჰპოვებს და რა თქმა უნდა, შესაბამისად, საზოგადოებაშიც. მსოფლიოს ჩემპიონატზე დანიელი მოთამაშის პოულსენისთვის შეფურთხება უამრავი წითელი ბარათი უხეში თამაშისთვის (რომელთაგან უკანასკნელმა მთელი იტალია აღაშფოთა: იტალიის თასის უკვე წაგებული მატჩის ბოლოს ტოტიმ პირდაპირ დაუფარავად მოცელა მარიო ბალოტელი), ამ ყოველივეს "რომას" ლიდერს ვერ დაუკარგავ.

დავუბრუდეთ "ლაციოს" ტიფოზებს: 2006 წელს საინტერესო შემთხვევა მოხდა, როდესაც ფრანჩესკომ კატეგორიული უარი განაცხადა ოლიმპიური ცეცხლის წაღებაზე, როდესაც შეიტყო, რომ ამის გაკეთება პაოლო დი კანიოსთან ერთად მოუწევდა, "ლაციოს" თავგადაკლულ თაყვანისმცემელ და ბავშვობიდან "რომას" მოძულესთან ერთად. ალბათ, ყველასთვის ასევე გასაგები იქნება, რომ თავის მხრივ დი კანიოც არ იყო ასევე წინასწარ გაფრთხილებული, ვისი პარტნიორობა მოუწევდა.

თავისი კარიერის განმავლობაში ტოტი "რომას" მესამე სკუდეტოს მოგებაში, ორჯერ იტალიის თასის და ამდენჯერვე ქვეყნის სუპერთასის მოგებაში დაეხმარა, ასევე სამუდამოდ დაიპყრო "რომას" თაყვანისმცემელთა გულები. ფრანჩესკოს ყოველი შეცვლის დროს ნებისმიერი ტრანსლაციის რეჟისორი აუცილებლად მოძებნის იმ შესამჩნევ წარწერას "სტადიო ოლიმპიკოს" სამხრეთ ტრიბუნაზე: "ტწ ტწტტშ – ტწ ზფკენ" ("არ არის ტოტი – არ არის ზეიმი").

17 დეკემბერს ფრანჩესკო ტოტიმ "რომასთან" კონტრაქტი 2014 წლამდე გააგრძელა, რის შემდეგაც უკვე მერამდენედ აღიარა:

– მე ჯალოროსი ვარ და სამუდამოდ "რომასთან" დავრჩები. ამ კონტრაქტის გაფორმება ჩემი ოცნების ასრულება იყო. მინდა მადლობა გადავუხადო სენსის ოჯახს ყველაზე რთულ მომენტებში ჩემი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. იყო დრო, როდესაც ჩემი კლუბიდან და ქალაქიდან მოშორება სურდათ, მაგრამ ფრანკო სენსი ყოველთვის ჩემს მხარეს იდგა, ის ჩემთვის მეორე მამა გახდა. ამას არასდროს დავივიწყებ.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პუიოლი
კავშირი ტეგთან: პუიოლი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523880
1524080 online