asdas
ცნობილი ადამიანები
სერბეთი კოსოვოს ომით ემუქრება
საფრთხე
სერბეთი კოსოვოს ომით ემუქრება

2011-11-24 20:57:49



სერბეთის შს მინისტრი და ქვეყნის ვიცე-პრემიერი ივიცა დაჩიჩი კოსოვოს ომით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ სერბ მოსახლეობაზე თავდასხმები მომავალშიც გაგრძელდება. თუმცა, სერბი ექსპერტები იმედოვნებენ, რომ პოლიტიკოსის ნათქვამი თავად სერბეთის საზოგადოებაზეა მიმართული და დღეისთვის შეუძლებელია, რომ ბელგრადმა სამხედრო ძალა გამოიყენოს. თავის განცხადებაში დაჩიჩმა უშუალოდ კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩის მიმართა. _ ბელგრადისთვის წითელი ხაზი, კოსოვოს სერბებზე ჰაშიმ ტაჩის შეიარაღებული თავდასხმაა. ტაჩიმ უნდა იცოდეს, რომ კოსოვოელი სერბების წინააღმდეგ შეტევა, ბელგრადის წინააღმდეგ შეტევასაც ნიშნავს. სერბეთს არ შეუძლია და ამას მშვიდად არც შეხედავს, - თქვა მან. აღსანიშნავია, რომ ადრე ის კოსოვოს ალბანურ და სერბულ ნაწილებად გაყოფის იდეით გამოვიდა, ახლა კი იმის შესახებ საუბრობს, რომ რეგიონში ძალთა ბალანსის დარღვევის შიშით, ახალი სამხედრო მოქმედებების შესაძლებლობის უარყოფა, შეცდომას წარმოადგენს. _ ისტორიაში კოსოვო რამდენჯერმე დავკარგეთ და შემდეგ ისევ დავიბრუნეთ, - გვახსენებს დაჩიჩი. სერბი ექსპერტები თვლიან, რომ ასეთი განცხადებებით შსს-ს ხელმძღვანელი თანამემამულეებში სიმპატიების მოპოვებას ცდილობს. იმ ხალხში, ვინც კოსოვოს ჩამოცილებას მტკივნეულად აღიქვამს. კოსოვოში ეროვნებათაშორისი კონფლიქტი 1980-იან წლებში დაიწყო, როდესაც ალბანური მოსახლეობა იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მალე დაპირისპირება ნამდვილ ომში გადაიზარდა, ორივე მხრიდან მრავალრიცხოვანი მსხვერპლით, რომელშიც ევროპამ და აშშ-მ პროალბანური პოზიცია დაიკავეს. 1999 წელს ნატოს ავიაციამ მაშინდელი იუგოსლავიის დაბომბვა დაიწყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ კოსოვოდან ჯარების გაყვანაზე უარი თქვა. 78-დღიანი დაბომბვების შემდეგ ბელგრადი დათმობებზე წავიდა და მხარეეში ნატოს სამშვიდობო ძალები შევიდნენ. დასავლეთის მხარდაჭერით კოსოვოში ხელისუფლება ალბანელების ხელში გადავიდა, რომლებმაც 2008 წლის 17 თებერვალს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. თვითგამოცხადებული სახელმწიფოს სუვერენიტეტი მსოფლიოს 85-მა სახელმწიფომ აღიარა, აშშ-ს და ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობის ჩათვლით. ახალი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარს ამბობენ სერბეთი, რუსეთი, ჩინეთი და რიგი სხვა ქვეყნები, ასევე გაეროს უშიშროების საბჭო (სადაც რუსეთის ფედერაციას და ჩინეთს ვეტოს უფლება აქვთ) და გენერალური ასამბლეა. ცნობისთვის, კოსოვო, ოფიციალური სახელი სერბეთის კონსტიტუციის მიხედვით - კოსოვოსა და მეტოხიას ავტონომიური მხარე), ოფიციალური თვითდასახელება კოსოვოს რესპუბლიკა. რეგიონი მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ევროკავშირი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523912
1524112 online