asdas
ცნობილი ადამიანები
რა ახარებს ფერნანდო გაგოს
რა ახარებს ფერნანდო გაგოს
რა ახარებს ფერნანდო გაგოს

2010-07-30 12:56:02



მადრიდის "რეალის" არგენტინელი ლეგიონერი ფერნანდო გაგო ბოლო მომენტამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის კანდიდატი იყო, თუმცა ბოლო მომენტში ალბისელესტეს დამრიგებელმა დიეგო არმანდო მარადონამ "ბლანკოსის" მეხუთე ნომერზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ გაგო სეზონის განმავლობაში მადრიდელთა ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ვერ ჩნდებოდა.

საბოლოოდ დიეგომ ფერნანდო სამუნდიალე განაცხადში არ შეიყვანა და დასძინა, გაგოს გული ნუ დასწყდება, თავის დროზე ლუის მენოტიმ მეც მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წამიყვანა, "რეალელს" კი სამომავლოდ აუცილებლად მიეცემა ნაკრებში თავის გამოჩენის შანსიო.

სადღეისოდ კი გაგო თანაგუნდელებთან ერთად მონდომებით შეუდგა ახალი სეზონისთვის მზადებას და იმედოვნებს, რომ სანტიაგო ბერნაბეუელებთან ერთად ტიტულებს მოიხვეჭს, ამასთან, მძაფრი კონკურენციის მიუხედავად, ახალი დამრიგებელი ჟოზე მოურინიუ სასტარტო შემადგენლობაში თამაშს მიანდობს.

– როგორც წესი, წინასასეზონოდ მადრიდის "რეალის" მიერ განხორციელებული და სავარაუდო ტრანსფერების თაობაზე ინტენსიურად საუბრობენ. ხომ არ გაშფოთებთ ის ფაქტი, რომ ჟოზე მოურინიუმ რამდენიმე ფეხბურთელს თვალი უკვე დაადგა, რომლებიც თქვენს პოზიციაზეც თამაშობენ?

– ეს ამბავი არათუ მანერვიულებს, მახარებს კიდეც. კონკურენციისთვის თავი არასდროს ამირიდებია და თუ "რეალი" მაღალი კლასის ფეხბურთელებს დაიმატებს, მათთან სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისთვის ჭიდილში ჩემი სათამაშო კლასი ამაღლდება.

– რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ჟოზე მოურინიუ გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელს ცალკე გაესაუბრა. თუ საიდუმლო არ არის, რა გითხრათ პორტუგალიელმა სპეციალისტმა?

– ძალიან პროდუქტიული საუბარი გვქონდა, დეტალებზე კი ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან ორმხრივი შეთანხმებით, ჩვენი დიალოგი პრესისა და გულშემატკივრებისთვის უცნობად უნდა დარჩეს.

მხოლოდ იმას გაგიმხელთ, რომ მომავალი გრძელი სეზონის განმავლობაში ოპტიმალური ასპარეზობის გზები განვიხილეთ და დავსახეთ. "რეალის" ნებისმიერი წევრი მოტივირებულია და ძირითად შემადგენლობაში ფეხის მყარად მოკიდებისთვის იბრძოლებს.

– რა სხვაობას ამჩნევთ მოურინიუსა და თქვენ წინა დამრიგებელ, ჩილელ მანუელ პელეგრინის შორის?

– ნებისმიერ მაღალი დონის მწვრთნელს მუშაობის საკუთარი, განუმეორებელი სტილი აქვს, ფეხბურთელი კი მათ გადაწყვეტილებებს გაგებით უნდა მოეკიდოს. მოურინიუს რაც შეეხება, მან დროის მოკლე ხანში ჩვენი თავდაჯერებულობა კიდევ უფრო აამაღლა.

– რა სიტუაციაა ბენზემასა და რაულთან დაკავშირებით?

– ქარიმი საოცარი მონდომებით ემზადება ახალი სეზონისთვის. მას ბრწყინვალე საფეხბურთო მონაცემები აქვს და დარწმუნებული ვარ, მალე პლანეტის ერთ–ერთ საუკეთესო ფორვარდად ჩამოყალიბდება.

რაულს რაც შეეხება, ის ალბათ, დაგვტოვებს. "რეალის" ლეგენდა რაული საგანგებო პრესკონფერენციას მოიწვევს და საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე ფართო საზოგადოებას ჩააყენებს საქმის კურსში.

– რამდენიმე დღის წინ ბოიან კრკიჩმა განაცხადა, რომ "რეალი" საუკეთესო ფეხბურთელებით შემადგენლობის გაძლიერებას ვერ მოახერხებს, რადგან უძლიერესები უკვე "ბარსელონას" წევრები არიან...

– ბოიანისგან ამგვარი განცხადება სულაც არ გამკვირვებია. ყველას თავისი გუნდი მოსწონს, კრკიჩს კი სერიოზული საფუძველი აქვს ამგვარი რამის სათქმელად. ჩემი მხრივ კი მინდა ვთქვა, რომ საუკეთესო მოთამაშეები სწორედ "რეალში" ვართ თავმოყრილნი. ამის დამტკიცებას ტიტულების მოპოვებით ვაპირებთ.

– ესპანურ პრესას თუ ვერწმუნებით, შესაძლოა, კაკა იბრაჰიმოვიჩზე გაიცვალოს...

– ჩემთვის ამის თაობაზე არაფერია ცნობილი, მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ ბრაზილიელს "რეალისთვის" დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია. თუ თქვენს მიერ ნახსენები გაცვლა განხორციელდა, იბრაც კარგად ჩაეწერება "სანტიაგო ბერნაბეუზე".

– ვარჯიშებზე ხანდახან ერთდროულად ორ კარს უტევთ. მოურინიუ შემტევი სტილით თამაშისკენ მოგიწოდებთ და გამზადებთ?

– ხანდახან ჩამწკრივებულ 4 კარსაც კი ვუტევთ, მაგრამ ამის მიხედვით გუნდის სამომავლო სათამაშო სტილზე საუბარი ძნელია. ეს მხოლოდ მწვრთნელმა იცის, გულშემატკივარი კი სეზონის დასაწყისში შეიტყობს.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რაული
კავშირი ტეგთან: თავი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522688
1522888 online