asdas
ცნობილი ადამიანები
ესპანეთი ტრიუმფისთვის მზადაა
ესპანეთი ტრიუმფისთვის მზადაა
ესპანეთი ტრიუმფისთვის მზადაა

2010-04-16 14:39:21



ახლოვდება მსოფლიოს ჩემპიონატი და ყველა მიიჩნევს, რომ იქ გამარჯვების რეალური შანსი და შესაძლებლობა ორ ნაკრებს აქვს – ესპანეთს ევროპიდან და ბრაზილიას სამხრეთ ამერიკიდან.

ესპანეთის ნაკრები მოქმედი ევროპის ჩემპიონია და ყველას კარგად გვახსოვს, 2008 წელს როგორ შთამბეჭდავად ითამაშა ევროპის პირველობაზე. ამდენად, სავსებით შესაძლებელია მათ, ამ ქვეყნის ისტორიაში პირველად, მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ტიტული მოიპოვონ.

მწვრთნელი – ვისენტე დელ ბოსკე (2008–დან)

კაპიტანი – იკერ კასილასი

ყველაზე მეტი შეხვედრა – ანტონი სუბისარეტა (126)

ბომბარდირი – რაული (44)

პირველი საერთაშორისო შეხვედრა

ესპანეთი – დანია 1:0

(ბრიუსელი, ბელგია; 28 აგვისტო, 1920)

უდიდესი გამარჯვება

ესპანეთი – ბულგარეთი 13:0

(მადრიდი, ესპანეთი; 21 მაისი, 1933)

უდიდესი დამარცხება

იტალია – ესპანეთი 7:1

(ამსტერდამი, ნიდერლანდი; 4 ივნისი, 1928)

ინგლისი – ესპანეთი 7:1

(ლონდონი, ინგლისი; 9 დეკემბერი 1931)

მსოფლიოს ჩემპიონატი

ითამაშა – 12–ჯერ (პირველად 1934)

საუკეთესო შედეგი – მეოთხე ადგილი, 1950

ევროპის ჩემპიონატი

ითამაშა – 7–ჯერ (პირველად 1964)

საუკეთესო შედეგი – გამარჯვებული, 1964, 2008

ესპანეთის ნაკრებს 12–ჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატებში, 1982 წელს კი თავად იყო მასპინძელი ნაკრები. საუკეთესო შედეგი ამ ტურნირზე, რაც კი უჩვენებია ესპანეთის ნაკრებს, არის მეოთხე ადგილი ბრაზილიაში ჩატარებულ 1950 წლის მსოფლიოს თასზე.

ევროპის ჩემპიონატებზე 8–ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული, პირველად კი 1964 წელს გაიბრწყინა, სადაც მასპინძელმა მოქმედი ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

1984 წელს საფრანგეთში ჩატარებულ ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა კონტინენტის ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რადგან დამარცხდა მასპინძელ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან.

2008 წელს ფინალში 1:0 დაამარცხა გერმანია და მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. მისი საუკეთესო გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე შედგა 1992 წელს ბარსელონაში, როცა "კამპ ნოუზე" პოლონეთის ნაკრების 3:2 ძლევით ოქროს მედლებს დაეუფლა.

სიდნეის 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კი ესპანეთის ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, დამარცხდა რა ფინალში კამერუნის ოლიმპიურ ნაკრებთან. ვერცხლის მედალი აგრეთვე მოგებული აქვს 1920 წლის ანტვერპენის ოლიმპიურ თამაშებზე.

სხვა მხრივ, 1999 წელს ესპანეთმა მოახერხა იაპონიის 4:0 ძლევით ნიგერიაში მოეგო 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი. ეს იყო აქამდე ერთადერთი მსოფლიო ტიტული ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისთვის.

ცნობილი ფეხბურთელები

ემილიო ბუტრაგენიო, რიკარდო ზამორა, ფერნანდო იერო, ხოსე ანტონიო კამაჩო, მიგელ ანხელ ნადალი, ალფრედო დი სტეფანო, ლუის საურესი, ანტონი სუბისარეტა, რაულ გონსალეს ბლანკო, ლუის ენრიკე.

ამჟამინდელი შემადგენლობა

მეკარეები:

1.იკერ კასილასი (კაპიტანი), 12.ხოსე მანუელ რეინა

მცველები:

2.რაულ ალბიოლი, 3.ანტონი ირაოლა, 4.ხუანიტო, 5.კარლეს პუიოლი, 11.ხოან კაპდევილია, 15.სერხიო რამოსი

ნახევარმცველები:

6.ანდრეს ინიესტა, 8.ხავი ერნანდესი, 9.დიეგო კაპელი, 10.სესკ ფაბრეგასი, 14.ხაბი ალონსო, 16.მარკოს სენა, 18.სანტი კაზორლა

თავდამსხმელები:

7.დავიდ ვილია, 13.ბოიან კრკიჩი, 17.დანიელ გუიზა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რაული
კავშირი ტეგთან: პირველი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523872
1524072 online