
ბაღაფშის დაკრძალვა
პუტინი აფხაზეთში ჩავიდა
რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში ჩავიდა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
პუტინი აფხაზეთში დე-ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის დაკრძალვაზე ჩავიდა. დე-ფაქტო პრემიერთან სერგეი შამბასთან შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, აფხაზეთისთვის დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობა განიხილოს.
"უახლოს მომავალში ბიუჯეტში 10 მილიარდზე მეტია ჩადებული. მზად ვართ, არა მხოლოდ ამ დაფინანსების ფარგლებში არსებული გეგმები განვახორციელოთ, არამედ განვიხილოთ სხვა მსხვილმასშტაბიანი პროექტები", - განაცხადა პუტინმა.
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდაში დღეს დაკრძალავენ. ბაღაფში 62 წლის ასაკში მოსკოვში, 29 მაისს გარდაიცვალა.
კავშირი ტეგთან: ვლადიმერ პუტინი

კავშირი ტეგთან: ჩასვლა

|
დღის სიახლეები
24-05-2013
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



თავდაცვის მინისტრმა 2013 წლის დადგომა ქართველ სამხედროებთან ერთად აღნიშნა











კათოლიკოს-პატრიარქი ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები თბილისიდან საკუთარ სახლებში გადაასვენეს
ავღანეთში დაჭრილი 27 სამხედროდან ათი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა 









