asdas
ცნობილი ადამიანები
ევროპულ სტადიონებზე
ევროპულ სტადიონებზე
ევროპულ სტადიონებზე

2009-09-04 18:24:21



მანჩესტერმა არსენალი შეაჩერა

პრემიერლიგა. |V ტური

ინგლისის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მანჩესტერში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა იუნაიტედმა ლონდონის არსენალი მიიღო. ამ გუნდების მატჩი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, ასე იყო ამჟამადაც. მოქმედი ჩემპიონი მასპინძლობდა გუნდს, რომელმაც ჩემპიონატი ბრწყინვალედ დაიწყო და ისეთი შთაბეჭდილებაც კი შეიქმნა, რომ მის შეჩერებას ვერავინ შეძლებდა. მატჩის პირველი ტაიმის მიხედვით იგივე შთაბეჭდილება შეიქმნა. სტუმრები უფრო აქტიურად გამოიყურებოდნენ და ამიტომ მათ მიერ მანჩესტერის კარში გატანილი გოლიც ლოგიკური იყო. მე–40 წუთზე ანდრეი არშავინის დარტყმის შემდეგ ანგარიშში მეთოფეები დაწინაურდნენ. მეთოფეები მალე ანგარიშის გაზრდასაც შეძლებდნენ, რობინ ვან პერსის დარტყმის შემდეგ მანჩესტერის მეკარე ბენ ფოსტერს რომ არ ეყოჩაღა. შესვენების შემდეგ მანკუნიანელები გააქტიურდნენ, ხელთ იგდეს უპირატესობა და ამან ის შედეგი გამოიღო, რომ 59–ე წუთზე უეინ რუნის წაქცევისთვის არსენალის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც თავადვე გამოიყენა და ანგარიში გათანაბრდა. თამაში ორმხრივ იერიშებში გაგრძელდა, ასეთ თამაშში კი უფრო მეტად მასპინძლებს გაუმართლათ. 64–ე წუთზე მასპინძლების შეტევის დროს სრულიად უწყინარ სიტუაციაში აბუ დიაბიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა – 2:1.

მორიგი სამი ქულა შემატა საკუთარ აქტივს ლონდონის ჩელსიმ, რომელსაც სტემფორდ ბრიჯზე ბარნლის დამარცხება არ გასჭირვებია. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში არისტოკრატების უპირატესობით წარიმართა. სტუმრებს კი ძირითადად საკუთარი კარის დაცვაზე უწევდათ ზრუნვა. ისინი ამ ამოცანას თავს პირველი ტაიმის მიწურულამდე კარგად ართმევდნენ, მაგრამ 45–ე წუთზე დიდიე დროგბას გადაცემის შემდეგ ბურთი ბარნლის კარში ნიკოლა ანელკამ გადაგზავნა. შესვენების შემდეგ თამაში ლონდონელთა შეტევებით განახლდა და 47–ე წუთზე მიქაელ ბალაკმა არისტოკრატების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. მატჩის შედეგს საბოლოო წერტილი ეშლი კოულმა დაუსვა, რომლის დარტყმულმა ბურთმა კარის ბადე 52–ე წუთზე შეარხია – 3:0.

კვლავ წარმატებით ასპარეზობს და ჩემპიონატის ერთ–ერთი ლიდერია ლონდონის ტოტენჰემი, რომელმაც საკუთარ მოედანზე ბირმინგემი მიიღო. სტუმრებმა მეტოქეს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და უბრძოლველად არაფერი დათმეს. მიუხედავად ტოტენჰემის უპირატესობისა, პირველ ტაიმში მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს. თამაშის სურათი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. მასპინძლები ბევრს უტევდნენ, ამან კი შედეგი 72–ე წუთზე გამოიღო, როდესაც მოედანზე შეცვლაზე შესულმა პიტერ კრაუჩმა გახსნა ანგარიში. თუმცა, სტუმრებმა სამ წუთში მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. 75–ე წუთზე ლი ბოიერმა ტოტენჰემის კარი დალაშქრა. მასპინძლებს ასეთი შედეგი არ აკმაყოფილებდათ და გამუდმებით უტევდნენ მეტოქის კარს. საბოლოოდ მათმა მონდომებამ შედეგი 90–ე წუთზე გამოიღო, როდესაც არონ ლენონმა თანაგუნდელთა წამოწყებული კომბინაცია გოლად აქცია – 2:1.

უდანაკარგოდ აგრძელებს ასპარეზობას მანჩესტერ სიტი, რომელიც ამჯერად პორტსმუთს სტუმრობდა. მატჩმა სტუმრების უპირატესობით ჩაიარა. სიტი მთელი მატჩის განმავლობაში სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა, მხოლოდ ერთხელ მოახერხა მასპინძელთა კარის დალაშქვრა. 30–ე წუთზე ემანუელ ადებაიორის ზუსტმა დარტყმამ სიტის სამი ქულა მოუტანა – 0:1.

ჩელსი – ბარნლი 3:0

გოლები: ანელკა (1:0, 45), ბალაკი (2:0, 47), ე.კოული (3:0, 52)

ტოტენჰემი – ბირმინგემი 2:1

გოლები: კრაუჩი (1:0, 72), ლი ბოიერი (1:1, 75), ლენონი (2:1, 90)

სტოკ სიტი – სანდერლენდი 1:0

გოლი: კიტსონი (1:0, 43)

ვულვერჰემპტონი – ჰალი სიტი 1:1

გოლები: ჯოვანი (0:1, 3), სტირმანი (1:1, 46)

ბოლტონი – ლივერპული 2:3

გოლები: კ.დევისი (1:0, 33), გ.ჯონსონი (1:1, 41), კოენი (2:1, 47), ტორესი (2:2, 56), ჯერარდი (2:3, 83)

ბლექბერნი – ვესტ ჰემი 0:0

მანჩესტერი – არსენალი 2:1

გოლები: არშავინი (0:1, 40), რუნი (1:1, 59 პენ), დიაბი (2:1, 64 ს.კ)

პორტსმუთი – სიტი 0:1

გოლი: ადებაიორი (0:1, 30)

ევერტონი – უიგანი 2:1

გოლები: შარნერი (0:1, 57), საა (1:1, 62), ბეინსი (2:1, 90 პენ)

ასტონ ვილა – ფულემი 2:0

გოლები: პეინტსილი (1:0, 3 ს.კ), აგბონლაჰორი (2:0, 59)

ინტერმა მილანს გადაუარა

სერია ა. || ტური

მილანური დერბი ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს და მისდამი ინტერესი ყოველთვის დიდია მიუხედავად იმისა, მეტოქეები როგორ ფორმაში არიან. სან სიროზე მეორე ტურის მატჩში მასპინძლის როლში მილანი იმყოფებოდა, ინტერს კი სტუმრის სტატუსი ჰქონდა. ბევრი დაძაბულ და საინტერესო ორთაბრძოლას მოელოდა გამომდინარე იქიდან, რომ მილანმა ჩემპიონატი სტუმრად გამარჯვებით დაიწყო, ხოლო ინტერმა სწორედ სან სიროზე დაკარგა ქულები პირველივე ტურში. თამაში ორმხრივი იერიშებით დაიწყო, თუმცა, მალე ინტერის უპირატესობა გამოიკვეთა. სტუმრების შეტევებმა კი შედეგი პირველად 29–ე წუთზე გამოიღო, როდესაც სამუელ ეტოოსა და დიეგო მილიტოს წამოწყებული კომბინაცია ტიაგო მოტამ ზუსტი დარტყმით დაასრულა. 36–ე წუთზე ჯენარო გატუზომ საკუთარ საჯარიმოში სამუელ ეტოო წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა მასპინძლების კარში, რომელიც გოლად მილიტომ აქცია. ოთხ წუთში გატუზომ კიდევ ერთხელ იუხეშა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო მსაჯისგან და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა მილანმა კი მეტოქეს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია. 45–ე წუთზე მაიკონმა მილიტოს გადაცემით ისარგებლა და თავის გუნდი სამი ბურთით დააწინაურა. მასპინძლების განადგურებას კი საბოლოო წერტილი დეიან სტანკოვიჩმა დაუსვა 67–ე წუთზე – 0:4.

საინტერესო იყო ასევე მატჩი რომში, სადაც რომამ ტურინის იუვენტუსი მიიღო. სტუმრებმა შესანიშნავად ჩაატარეს მთელი თამაში. მათ შემადგენლობაში ყველაზე მეტად დიეგო გამოირჩეოდა და სწორედ მას მიუძღვის ლომის წვლილი ბებერი ქალბატონის გამარჯვებაში. სტუმრების აქტიურობამ შედეგი 25–ე წუთზე გამოიღო, როდესაც დიეგომ რომას მცველ მარკო კასეტის ბურთი აართვა და ჟულიო სეზარისგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება ათ წუთში შეძლეს. 35–ე წუთზე დანიელ დე როსიმ შესანიშნავი დარტყმით მოათავსა ბურთი იუვენტუსის კარის ბადეში. 68–ე წუთზე კვლავ შესანიშნავად ითამაშა დიეგომ, რომელმაც კვლავ მოახერხა რომას მცველების მოტყუება და მეორე გოლის გატანა მასპინძლების კარში. მატჩის საბოლოო ანგარიში კი 89–ე წუთზე ფელიპე მელოს დარტყმის შემდეგ დაფიქსირდა – 1:3.

დანარჩენი მატჩებიდან აღსანიშნავია სამპდორიას მიერ უდინეზეს დამარცხება (3:1). ასევე უდანაკარგოდ აგრძელებს ასპარეზობას ჯენოა, რომელმაც სტუმრად მინიმალური ანგარიშით დაამარცხა ატალანტა (0:1), ლაციომ კი სტუმრად კიევოს აართვა სამი ქულა – 1:2.

მილანი – ინტერი 0:4

გოლები: ტ.მოტა (0:1, 29), მილიტო (0:2, 36 პენ), მაიკონი (0:3, 45), სტანკოვიჩი (0:4, 67)

ბარი – ბოლონია 0:0

რომა – იუვენტუსი 1:3

გოლები: დიეგო (0:1, 25), დე როსი (1:1, 35), დიეგო (1:2, 68), მელო (1:3, 89)

ფიორენტინა – პალერმო 1:0

გოლი: იოვეტიჩი (1:0, 29

სამპდორია – უდინეზე 3:1

გოლები: პაცინი (1:0, 11), მანინი (2:0, 45), დი ნატალე (2:1, 56), კასანო (3:1, 83)

პარმა – კატანია 2:1

გოლები: გალოპა (1:0, 13), ბიაჯანტი (1:1, 15), პალოსკი (2:1, 47)

ნაპოლი – ლივორნო 3:1

გოლები: კუალიარელა (1:0, 10), გამშიკი (2:0, 36), ლუკარელი (2:1, 47), კუალიარელა (3:1, 83)

კიევო – ლაციო 1:2

გოლები: პელისიე (1:0, 16), კრუსი (1:1, 41 პენ, 1:2, 53)

კალიარი – სიენა 1:3

გოლები: კალაიო (0:1, 52, 0:2, 71), ნიევესი (1:2, 76 პენ), რეჯინალდო (1:3, 89)

ატალანტა – ჯენოა 0:1

გოლი: მორეტი (0:1, 45)

ატლეტიკოს ფიასკო

პრიმერა დივიზიონი. | ტური

ესპანეთის ჩემპიონატი რამდენიმე მოულოდნელი შედეგით დაიწყო. მათ შორის ყველაზე მოულოდნელი ჩემპიონატის ერთ–ერთ ფავორიტად მიჩნეული მადრიდის ატლეტიკოს დიდი ანგარიშით დამარცხება იყო მალაგასთან გასვლით შეხვედრაში. სტუმრებმა მასპინძლების შეტევებს ვერაფერი დაუპირისპირეს და პირწმინდად დათმეს შეხვედრა. ატლეტიკოს დამარცხებას საფუძველი 33–ე წუთზე ნიბილ ბაამ ჩაუყარა. 62–ე წუთზე მანუელ კატურლამ ზუსტი დარტყმით მალაგას უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, ხოლო 89–ე წუთზე ხავი ტორესმა მატჩის შედეგს საბოლოო წერტილი დაუსვა – 3:0.

საკმაოდ გაუჭირდა სამი ქულის აღება ვარსკვლავებით გადაჭედილ მადრიდის რეალს, რომელმაც სანტიაგო ბერნაბეუზე ლა კორუნიას დეპორტივოს უმასპინძლა. სამეფო კლუბი მატჩის პირველივე წუთებიდან დაეუფლა უპირატესობას, სტუმრები კი მათ შეტევებს სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ. პირველ წარმატებას მასპინძლებმა 27–ე წუთზე მიაღწიეს რაულის დარტყმის შემდეგ. თუმცა მათი სიხარული სულ სამ წუთს გაგრძელდა. 30 წუთზე რიკის გოლი მადრიდელებისთვის ცივი შხაპი გამოდგა. ყოფილი რეალელის თავურმა დარტყმამ იკერ კასილასს ბურთის მოგერიების შანსი არ დაუტოვა. მადრიდელებს ამის მიუხედავად შეტევები არ შეუწყვეტიათ და 35–ე წუთზე დეპორტივოს საჯარიმოში რაულის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა სტუმრების კარში. კრიშტიანუ რონალდუმ სამეფო კლუბი ისევ დააწინაურა ანგარიშში. მეორე ტაიმი ცუდად დაიწყო სამეფო კლუბისთვის. 48–ე წუთზე ხუან კარლოს ვალერონის დარტყმის შემდეგ ანგარიში მეორედ გათანაბრდა. რეალს ამ მატჩში მხსნელად ლასანა დიარა მოევლინა, რომლის მიერ მე–60 წუთზე 20 მეტრიდან დარტყმულმა ბურთმა სტუმართა კარის ბადე შეარხია – 3:2.

საინტერესო გამოდგა მატჩი ვალენსიასა და სევილიას შორის. მასპინძლებმა აქტიურად ჩაატარეს მთელი თამაში. პირველ ტაიმში, მიუხედავად გუნდების მცდელობისა, ანგარიში არ გახსნილა. ტაიმის მიწურულს კი მეორე გაფრთხილებისთვის მსაჯმა მოედნიდან ფრედერიკ კანუტე გააძევა. შესვენების შემდეგ კი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი მეტოქის დამარცხება ვალენსიას არ გასჭირვებია. მასპინძლების გამარჯვებას საფუძველი 47–ე წუთზე ხუან მატამ ჩაუყარა, ხოლო მატჩის საბოლოო შედეგი მე–80 წუთზე პაბლო ერნანდესის დარტყმის შემდეგ დაფიქსირდა – 2:0.

რეალი – დეპორტივო 3:2

გოლები: რაული (1:0, 27), რიკი (1:1, 30), რონალდუ (2:1, 35 პენ), ვალერონი (2:2, 48), ლ.დიარა (3:2, 60)

სარაგოსა – ტენერიფე 1:0

გოლი: არისმენდი (1:0, 74)

მალაგა – ატლეტიკო 3:0

გოლები: ნ.ბაა (1:0, 33), კატურლა (2:0, 62), ხ.ტორესი (3:0, 89)

ბილბაო – ესპანიოლი 1:0

გოლი: ტოკერო (1:0, 78)

რასინგი – ხეტაფე 1:4

გოლები: რაფა (0:1, 11), სოლდადო (0:2, 27, 0:3, 33), ლასენი (1:3, 42), სოლდადო (1:4, 56)

ოსასუნა – ვილიარეალი 1:1

გოლები: კასორლა (0:1, 32), პანდიანი (1:1, 37)

მალიორკა – ხერესი 2:0

გოლები: ადურისი (1:0, 57), ტუნი ედროვერი (2:0, 58)

ვალენსია – სევილია 2:0

გოლები: მატა (1:0, 47), პ.ერნანდესი (2:0, 80)

ალმერია – ვალიადოლიდი 0:0

ბარსელონა – ხიხონი გვიან გაიმართა

ბაიერნმა ჩემპიონი დააჩოქა

ბუნდესლიგა. |V ტური

გერმანიის ჩემპიონატს მე–4 ტურის შემდეგ ახალი ლიდერი ჰყავს ჰამბურგის სახით, რომელიც ბურთების შეფარდებით უსწრებს ლევერკუზენის ბაიერს. ჰამბურგმა საკუთარ მოედანზე კიოლნი მიიღო. მასპინძლების შემადგენლობაში აქტიურობით ხოსე პაოლო გერერო გამოირჩეოდა. მისმა აქტიურობამ პირველად შედეგი მე–19 წუთზე გამოიღო. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. შესვენების შემდეგ თამაში კვლავ ჰამბურგის შეტევებით განახლდა. 66–ე წუთზე გერერომ მეორედ აიღო კიოლნის კარი და პირად ანგარიშზე დუბლი მიითვალა. ამის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და 75–ე წუთზე ადილა ჩიხის დარტყმის შემდეგ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. გოლის გაშვების შემდეგ მასპინძლები ისევ გააქტიურდნენ. 86–ე წუთზე მათ აქტიურობას სტუმრების კარში პენალტის დანიშვნა მოჰყვა, რომელიც ზუსტად შეასრულა პიოტრ ტროხოვსკიმ – 3:1.

ზედიზედ მეორედ დამარცხდა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ვოლფსბურგი. ამჯერად მგლებს მიუნხენის ბაიერნმა სძლია, რომელსაც აქამდე თამაში არ ჰქონდა მოგებული. მასპინძლებმა მთელი თამაში აქტიურად ჩაატარეს და მეტოქეს მისი გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს. მასპინძლების შეტევებმა შედეგი პირველივე ტაიმში გამოიღო, როდესაც 27–ე წუთზე გომესმა გახსნა ანგარიში. თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. ბაიერნი სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდა. 67–ე წუთზე არიენ რობენმა მეორედ აიღო სტუმრების კარი, მანვე მე–80 წუთზე კიდევ ერთხელ დაამწუხრა ვოლფსბურგელები – 3:0.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია ლევერკუზენის მიერ ბოხუმის დამარცხება – 2:1, შალკეს მარცხი საკუთარ მოედანზე ფრაიბურგთან შეხვედრაში – 0:1 და ბრემენის ვერდერის მიერ ბერლინში ჰერტას დამარცხება – 2:3.

ბაიერნი – ვოლფსბურგი 3:0

გოლები: გომესი (1:0, 27), რობენი (2:0, 67, 3:0, 80)

შტუტგარტი – ნიურნბერგი 0:0

შალკე – ფრაიბურგი 0:1

გოლი: ჩა დუ რი (0:1, 40)

ჰანოვერი – ჰოფენჰაიმი 0:1

გოლი: კარლოს ედუარდო (0:1, 40)

ლევერკუზენი – ბოხუმი 2:1

გოლები: კლიმოვიჩი (0:1, 32), მ.ფრიდრიხი (1:1, 41), კისლინგი (2:1, 68)

აინტრახტი – დორტმუნდი 1:1

გოლები: მ.ზიდანი (0:1, 62), ამანატიდისი (1:1, 68)

გლადბახი – მაინცი 2:0

გოლები: ბობადილია (1:0, 29), როისი (2:0, 85)

ჰერტა – ვერდერი 2:3

გოლები: ოზილი (0:1, 57), ბოროვსკი (0:2, 74), პიშჩეკი (1:2, 77), ნალდო (1:3, 83), ებერტი (2:3, 90)

ჰამბურგი – კიოლნი 3:1

გოლები: გერერო (1:0, 19, 2:0, 66), ჩიხი (2:1, 75), ტროხოვსკი (3:1, 86 პენ)

ბორდომ წაიფორხილა

საფრანგეთი. პირველი ლიგა. |V ტური

საფრანგეთის ჩემპიონატის მე–4 ტურში პირველი ქულები დაკარგა მოქმედმა ჩემპიონმა ბორდომ, რომელიც სტუმრად ეთამაშებოდა მარსელს. მიუხედავად ორივე გუნდის დიდი მცდელობისა, ამ მატჩში თავდამსხმელებზე გაცილებით უკეთ მეკარეები და მცველები გამოიყურებოდნენ და შედეგად, თამაში უგოლოდ დასრულდა – 0:0.

სამი ქულის აღება არ გასჭირვებია ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ ლიონს, რომელმაც საკუთარ მოედანზე ნანსი 3:1 დაამარცხა. მასპინძლების გამარჯვებას საფუძველი გომისმა, ლისანდრომ და ბასტოსმა ჩაუყარეს. სტუმართა მხრიდან კი ერთი საპასუხო გოლის გატანა ჰაჯიმ მოახერხა.

დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე პსჟ–მ, რომელმაც პარიზში ლილი მიიღო. მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და სტუმრებმა მათ ვერაფერი დაუპირისპირეს. პირველი გოლი ლილის კარში 26–ე წუთზე კლემანმა გაიტანა. 78–ე წუთზე ლუინდულამ მეორედ დაამწუხრა სტუმრები, ხოლო 90–ე წუთზე მატჩის შედეგს საბოლოო წერტილი ჟალემ დაუსვა – 3:0.

ლიონი – ნანსი 3:1

გოლები: ბ.გომისი (1:0, 38), ლისანდრო (2:0, 51), ჰაჯი (2:1, 57), ბასტოსი (3:1, 68)

ლორიენი – ლე მანი 1:0

გოლი: ვაირუა (1:0, 63)

ლანსი – რენი 2:2

გოლები: ბანგურა (0:1, 5), დემონი (1:1, 21 პენ), ჟემაა (2:1, 72), გიანი (2:2, 90)

სტ.ეტიენი – გრენობლი 1:0

გოლი: ლიანდრენი (1:0, 23)

სოშო – მონაკო 1:0

გოლი: სვერკოში (1:0, 20 პენ)

ნიცა – მონპელიე 0:3

გოლები: დერნი (0:1, 4), ჰუგო მონტანო (0:2, 49), კომპანი (0:3, 77)

ბულონი – ოსერი 0:0

პსჟ – ლილი 3:0

გოლები: კლემანი (1:0, 26), ლუინდულა (2:0, 78), ჟალე (3:0, 90)

ტულუზა – ვალანსი 0:1

გოლი: სამასა (0:1, 87)

მარსელი – ბორდო 0:0

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რონალდუ
კავშირი ტეგთან: რონალდუ
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522512
1522712 online