asdas
ცნობილი ადამიანები
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად

2010-12-13 16:06:52



* * *
დედა შვილს ეკითხება:
– შვილო, ცხვირზე რა დაგემართა?
– კრაზანა დამაჯდა.
– მერე ასე დაგკბინა?
– არა, მამამ მაშინვე ნიჩაბით მოკლა.
* * *
უფროსი თავის ხელქვეითს ესტუმრა სახლში. მასპინძელის თუთიყუშმა მის დანახვაზე ყვირილი მორთო:
– უფროსი ნაძირალაა, უფროსი ნაძირალაა...
უფროსი ხელქვეითს ეუბნება:
– ახლავე სამზარეულოში გაიყვან, დაკლავ, მოხარშავ და მომიტან.
– არ შემიძლია, ჯერ ერთი ძალიან მივეჩვიე და მეორეც მასში 1.000 ლარი გადავიხადე.
– 1.500 მოგცემ და დაკალი, ან შეგიძლია ხვალიდან სამსახურში აღარ მოხვიდე.
ხელქვეითმა თუთიყუში გაიყვანა სამზარეულოში, კარადაში დამალა, უფროს წიწილა შეუწვა და მიართვა.
უფროსმა გემრიელად მიირთვა. ბოლოს ხელქვეითი ეკითხება:
– ფული?
– რომელი ფული?
ამ დროს სამზარეულოდან ისმის:
– ხომ ვამბობდი, უფროსი ნაძირალააა!!!
* * *
სტუდენტი დაფაზე წრეს ხაზავს, საოცრად მრგვალი გამოუვიდა. გაკვირვებული პროფესორი ეკითხება:
– სად ისწავლეთ ასე კარგად წრის დახაზვა?
– ჯარში ვმსახურობდი და სამზარეულოში ხორცის საკეპ მანქანას ვატრიალებდი.
* * *
ერთი მონადირე მეორეს ეკითხება:
– როგორ არის საქმე, რა მოინადირე?
– ზღარბები.
– ზღარბები რად გინდოდა, თანაც ამდენი?
– მეუღლეს საყელოდ, ხოლო სიდედრს ქვეშაგებად.
* * *
ბიჭი გოგონას ეკითხება:
– გოგონი თქვენ სად ცხოვრობთ?
– მეორე სადარბაზოში.
– მე კი მეგონა ბინა გქონდათ!
* * *
ფრანგი, ამერიკელი და რუსი ხანშიშესულები მეუღლეებთან ერთად ისვენებენ. ცოლებმა გადაწყვიტეს, ცოდვა მოინანიონ.
ფრანგი მეუღლეს ეუბნება:
– გახსოვს, ძვირფასო, ახალი ქურქი რომ მოვიტანე სახლში?
– მახსოვს.
– აი მაშინ გიღალატე!
ამერიკელი ეუბნება მეუღლეს:
– გახსოვს, ძვირფასო, ახალი პორშეთი რომ დავბრუნდი სახლში?
– მახსოვს.
– სწორედ, მაშინ გიღალატე!
რუსი მეუბნება მეუღლეს:
– გახსოვს, ძვირფასო, ქუდი რომ დაგეკარგა?
* * *
ბიჭი გოგოს ეკითხება:
– დროს ხომ ვერ მეტყოდით?
– ორი საათი – 50 ლარი.
* * *
სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გამოცდაზე პროფესორს ეუბნება:
– პროფესორო, აი თქვენ კანფეტები და ჩათვლა დამიწერეთ.
– რა კანფეტები? თქვენ რა? თქვენს ცოდნაზე ავადმყოფის სიცოცხლეა დამოკიდებული! ამ გამოცდას ტორტი და ღვინო თუ უშველის.
* * *
ცოლი ქმარს ეკითხება:
– ძვირფასო, რაზე ოცნებობ?
– ვოცნებობ ზღვაზე, იახტაზე, მზიან ამინდზე, შენ კი გვერდით...
– ოჰ, ძვირფასო, როგორი რომანტიული ხარ!
– ...იხრჩობი.
* * *
ღამით ცოლი ცდილობს, ქმარი გააღვიძოს, რომ მან თავისი მოვალეობა შეასრულოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ბოლოს ნერვებმოშლილი აივანზე გავარდა და სასოწარკვეთილი დაიყვირა:
– ამ ქალაქში ერთი მამაკაცი მაინც თუ არსებობს?!
ზევიდან მეზობელი გამოეპასუხება:
– რა, დასალევი გაქვს?
* * *
ქმარი მივლინებაში წავიდა. დილით ადრე ცოლი ურეკავს:
– გამარჯობა, ძვირფასო, როგორც ხარ? ძალიან მომენატრე!
– გამარჯობა, საყვარელო, მეც ძალიან, ძალიან მომენატრე.
– ჩურჩულით რატომ მელაპარაკები?
* * *
ებრაელი რაბინს ეუბნება:
– ცოლს უნდა გავეყარო.
– რატომ უნდა გაეყარო, შენთვის უარესი იქნება.
– არა, უკეთესი.
– მომისმინე. ძალიან ლამაზი ცოლი გყავს, ძალიან სასიამოვნო, მისი ნახვა თვალს ახარებს, ასეთ ქალზე ნებისმიერი ოცნებობს. ყველამ იცის მისი ღირსებების შესახებ, შენ კი მისი მიტოვება გინდა, რატომ?
ებრაელი ფეხსაცმელს გაიხდის და რაბინს წინ დაუდებს:
– შეხედეთ ამ ფეხსაცმელს. ყველა ხედავს როგორი ლამაზია, ყველა ისურვებდა ასეთ ფეხსაცმელს, მაგრამ მხოლოდ მე ვიცი, თუ როგორ მიჭერს ფეხზე ეს ოხერი!
* * *
გამოცდის დროს პროფესორი სტუდენტს ეკითხება:
– ასე ძალიან რატომ ღელავთ? ჩემი კითხვები გაშინებთ?
– ო, არა, პროფესორო! საკუთარი პასუხები.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523176
1523376 online