ქართველების ბენეფისი
ქართველების ბენეფისი
ქართულ საკალათბურთო ლეგიონს მშვენიერი სათამაშო დღე ჰქონდა. ევროპულ კლუბებში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ქულებიც უხვად მოაგროვეს, მოხსნებიც საკმაოდ ჰქონდათ და შედეგიანი პასებიც ბლომად ჩამოარიგეს.
მოედანზე გასული საქართველოს ეროვნული გუნდის 4 მოთამაშის ჯამურმა მონაგარმა 50 ქულა, 18 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა შეადგინა.
იტალია
სერია ა–ში მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა მანუჩარ მარკოიშვილმა, რითიც "სასართან" საშინაო შეხვედრაში "კანტუს" დამაჯერებელი გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა.
მატჩამდე ეს გუნდები გათამაშების ცხრილში ერთმანეთის მეზობლად იყვნენ (ორივეს 4–4 მოგება და 3–3 წაგება ჰქონდა), თუმცა, გამართულ თამაშში ნათლად გამოჩნდა, რომ მათ შორის დიდი სხვაობაა.
პირველი პერიოდი "კანტუმ" 24:10 მოიგო, მეორე მეოთხედის მიწურულს კი სხვაობა 26 ქულამდე (45:19) გაიზარდა. ამის შემდეგ უკვე აშკარა გახდა, რომელი გუნდი მოიპოვებდა ჩემპიონატში მეხუთე გამარჯვებას. საბოლოოდ, "კანტუმ" მატჩი 98:77 მოიგო და კიდევ ორ გუნდთან მესამე–მეხუთე ადგილებს ინაწილებს.
რაც შეეხება პირადად მარკოიშვილს, იგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 22 ქულის მოგროვება შეძლო, რითიც თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა. ცალკე აღსანიშნავია ქართველი სნაიპერის მიერ პერიმეტრიდან შესრულებული ზუსტი ტყორცნები – 5 სამქულიანიდან მან 4 გამოიყენა, ხოლო 10 ორქულიანიდან 5 ჩააგდო. ამის გარდა, მარკოიშვილის აქტივში 3–3 მოხსნა–პასიც იყო.
ესპანეთი
შედეგიანი მატჩი ჩაატარა ესპანურ "გრან კანარიას" შემადგენლობაში მოთამაშე საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა ტორინ გრინმაც. "ბილბაოსთან" გასვლით შეხვედრაში ნატურალიზებული ქართველი მეტოქე კალათბურთელთათვის ნამდვილ თავსატეხად იქცა, რაზეც ბასკების მიერ მის წინააღმდეგ თამაშისას მიღებული 8 პერსონალური შენიშვნაც მიუთითებს.
გრინმა მთელი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და საოცრად დაძაბული მატჩის გმირადაც იქცა. ზოგადი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, გეტყვით, რომ 32,58 წუთში მან 20 ქულის (3–დან 2 ორქულიანი, 10–დან 4 სამქულიანი, 6–დან 4 საჯარიმო) მოპოვება შეძლო, რითიც მთლიანად მატჩის საუკეთესო სნაიპერი გახდა. ქულებთან ერთად გრინმა 5 მოხსნისა და ერთი შედეგიანი გადაცემის გაკეთებაც შეძლო.
თითქმის ქულა–ქულაში ჩავლილი შეხვედრა კი "გრან კანარიამ" 75:72 მოიგო და 4 მარცხის საპირისპიროდ, 6 გამარჯვება აქვს. გრინის გუნდი ანალოგიური შედეგის მქონე "უნიკახასა" და "ვალიადოლიდთან" მეოთხე–მეექვსე ადგილებს იყოფს.
გერმანია
სულ უფრო უკან მიდის ბუნდესლიგის საკმაოდ კარგად დამწყები ლაშა გამყრელიძის "ჰესენის" საქმეები (ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვა). ქართველი გამთამაშებლის გუნდმა ამჯერად საკუთარ მოედანზე გათამაშების ცხრილში ამ მატჩამდე მასზე დაბლა მდგომ "გეტინგენთან" წააგო (79:85) და დამარცხებათა სერია ექვს მატჩამდე გაზარდა. ამ შეხვედრაში წარუმატებლობის შემდეგ "ჰესენი" მე–12 ადგილზე ჩამოქვეითდა.
გამყრელიძემ 27,48 წუთში მხოლოდ 5 ქულა (2–დან 1 ორქულიანი, 3–დან 1 სამქულიანი, 2–დან 0 საჯარიმო) მოაგროვა, თუმცა, ნაკლებადშედეგიანი თამაშის გაბათილება შეტევების კარგი ორგანიზებით შეძლო – ქართველმა შეხვედრაში 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ამასთან, 2 მოხსნისა და ერთი ჩაჭრის გაკეთებაც მოახერხა.
ბელგია
ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო თორნიკე შენგელიას "პეპინსტერმა". ბელგიური კალათბურთის ლიდერ "შარლერუასთან" გასვლით შეხვედრაში სტუმრები ბევრს ეცადნენ, პირველი მეოთხედის მოგებაც შეძლეს (28:22), მაგრამ მესამე პერიოდში მიღებული 12–ქულიანი დეფიციტი შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა და საბოლოოდ, "პეპინსტერი" 79:86 დამარცხდა.
შენგელიას მოედანზე ყოფნა მხოლოდ 12 წუთით მოუწია. დროის ამ მონაკვეთში აქტიური იყო, თუმცა, შეტევაში თამაში დიდად არ გამოუვიდა. 5 ორქულიანიდან 4 ცდა გაუცუდდა და საბოლოოდ მატჩი 3 ქულით დაასრულა. სამაგიეროდ, ქართველმა ფორვარდმა ფარქვეშ იყოჩაღა და მატჩის მონაწილე კალათბურთელებს შორის ყველაზე მეტი, 8 მოხსნა გააკეთა. ერთხელაც მან შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

|
დღის სიახლეები
19-06-2013
19-06-2013
19-06-2013
19-06-2013
19-06-2013
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ირაკლი ალასანია ავღანეთში გაემგზავრა
ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს
ავღანეთში 6 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ"

მიხეილ ნარინდოშვილი რუსთავის სასაფლაოზე სამხედრო წესით დაკრძალეს
საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი 100 ათას ლარს მიიღებს
ავღანეთში დაღუპული ქართველი მოსამსახურეები სამხედრო წესით დაკრძალეს 

ავღანეთში ორი ქართული სამხედრო ბაზა დაიხურა
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები სამების ტაძრიდან გამოასვენეს
რიჩარდ ნორლანდი - ქართველი სამხედროების მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივის
სამებაში ავღანეთში დაღუპული სამხედროების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს
ავღანეთში დაღუპული სამხედროების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება
ავღანეთში დაჭრილი სამხედროები ჰოსპიტალიდან გამოწერეს
ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროებს პატივი მიაგეს
2009 წლის შემდეგ ავღანეთში 29 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
ირაკლი ალასანია ავღანეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა 