asdas
ცნობილი ადამიანები
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად

2010-12-06 15:37:42



* * *
ერთი ნაცნობი მეორეს ეკითხება:
– რატომ ხდება, რომ მსოფლიოში ნავთობზე ფასი ეცემა, ჩვენთან კი ბენზინის ფასი იმატებს?
– ალბათ ძვირდება ის, რასაც ბენზინს ურევენ.
* * *

ბანკის ძარცვის დროს მძარცველს ნიღაბი სახიდან ჩამოუცურდება. მძარცველი მოლარესთან მივა და ეკითხება:
– ჩემი სახე დაინახე?
– დიახ, დავინახე.
– მოწმე არ მჭირდება, – ეტყვის და მოკლავს.
– კიდევ ვინ დაინახა ჩემი სახე?
დარბაზიდან ერთი პასუხობს:
– ჩემმა სიდედრმა, მაგრამ ახლა სახლშია.
* * *

ტელეფონის ზარია:
– ალო, ეს ზოოპარკია?
– დიახ, რაშია საქმე?
– ჩემთან სახლში გველია!
– თქვენ ცხოველთა დაცვის საზოგადოების წევრი ხართ?
– არა.
– არც მწვანეთა პარტიის წევრი?
– არა.
– მაშინ თავში ნიჩაბი ჩასცხეთ!
* * *

– ვინ უფრო დაკმაყოფილებულია: მამაკაცი, რომელსაც ექვსი შვილი ჰყავს, თუ ის რომელსაც ექვსი მილიონი აქვს?
– ის, რომელსაც ექვსი ბავშვი ჰყავს!
– რატომ?
– რომელსაც ექვსი მილიონი აქვს, კიდევ უნდა!
* * *

ბიჭი გოგოს ეუბნება:
– ჩვენ დღეიდან ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით, სხვა ქალი მყავს და ეს სერიოზულია.
– ისევ დედაშენი ჩამოვიდა სოფლიდან?

* * *

ორი ნაცნობი შეხვდა ერთმანეთს. ერთი მეორეს ეუბნება:
– აბობენ, რომ ცოლი მოიყვანე?
– ჰო, – ამოიხვნეშა მეორემ, – მატარებლის გამცილებელი მოვიყვანე.
– მერე, მოწყენილი რატომ ხარ?
– იძულებული ვარ მთელი ღამე საწოლი ვარწიო, თორემ როგორც კი გავჩერდები, მაშინვე წამოხტება და საპირფარეშოს გასაღებით კეტავს!
* * *
ერთი დაქალი მეორეს ეკითხება:
– შენმა საქმრომ იცის რამდენი წლის ხარ?
– ნაწილობრივ...
* * *
ოსი წყალში პალტოთი ცურავს. ქართველი ეკითხება:
– პალტოთი რატომ ცურავ?
– ვლეცხავ, სენი წილიმე.
– კი მაგრამ, ამისთვის სარეცხი მანქანა არსებობს!
– იქ თავბლუ მეხვევა...
* * *
ორი დაქალი ქუჩაში შეხვდა ერმანეთს.
– საით მიიჩქარი? – ეკითხება ერთი მეორეს.
– მაღაზიაში, მინდა ყელსახვევი გამოვცვალო, გუშინ ვიყიდე და ყელზე მიჭერს.

* * *

– რა არის გარდამავალი ასაკი?
– როდესაც სიცხეში არ იცი და ვერ გადაგიწყვეტია, რომელი უფრო გინდა – ნაყინი თუ ლუდი.
* * *
ბავშვები სახლობანას თამაშობენ. ერთი ამბობს:
– მე სახლში ვარ!
მეორე პასუხობს:
– მე კი იპოთეკა ვარ!
და პირველს სახლიდან წიხლის კვრით აძევებს.
* * *
კლასში შესულ ახალგაზრდა მასწავლებელს ყელზე ოქროს კულონი უკეთია თვითმფრინავის გამოსახულებით. გოგი მთელი გაკვეთილი თვალს არ აცილებს. ბოლოს მასწავლებელმა ვეღარ მოითმინა და ეკითხება:
– გოგი, შენ რა, ჩემი თვითმფრინავი მოგწონს?
– არა, აეროდრომი!
* * *
ერთი ნაცნობი მეორეს ეკითხება:
– შენი სიდედრი რა საქმიანობითაა დაკავებული?
– მედიცინით.
– თერაპევტად?
– არა, წურბელად.
* * *

ჭიჭიკია ბიჭიკიას ეუბნება:
– გუშინ, სიმონ, მაყვალიასთან ვიჟიმავე.
– შენ კიდევ მიმტკიცებდი, აღარ ვსვამო!
* * *

რესტორანში. კლიენტი ოფიციანტს მიმართავს:
– თუ შეიძლება მითხარით, რომელ ღვინოს მირჩევთ თქვენს საფირმო კერძთან, მშრალს თუ ნახევრად მშრალს?
– ქალთან ერთად ხართ?
– რა თქმა უნდა.
– ეს რომელია, ახლახანს საპირფარეშოსკენ რომ გაემართა?
– დიახ.
– მაშინ არაყი ჯობია.
* * *

გინეკოლოგთან ახალგაზრდა გოგონა მიღებაზეა.
– იცით რა, ექიმო, მე ისეთი მორცხვი ვარ! თუ შეიძლება, რომ სინათლე ჩააქროთ და ისე გამსინჯოთ?
– რა პრობლემაა, – პასუხობს ექიმი და შუქს აქრობს.
– ექიმო, ვერ ვხედავ, სად დავაწყო ჩემი ტანსაცმელი?
– სკამზე დააწყვეთ, ჩემი შარვლის გვერდით.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522152
1522352 online