
კათოლიკოს-პატრიარქი ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
კათოლიკოს-პატრიარქი ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას ა.წ 13 მაისს ავღანეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი სამი მეომრის –ალექსანდრე კვიწინაძის, ვლადიმერ შანავასა და ზვიად დავითაძის სიცოცხლე შეეწირა. ამ ახალგაზრდებმა თავი დადეს მოყვასისათვის და ქართველი ჯარისკაცის სახელი და ღირსება დაიცვეს. ეკლესია ლოცულობს მათთვის და ჩვენც შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს უკვდავი სული ზვიადის, ვლადიმერისა და ალექსანდრესი", - აცხადებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.
სიახლეები

|
დღის სიახლეები
17-05-2013
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ავღანეთში გაუჩინარებული სერჟანტი გიორგი კიკაძე გარდაცვლილი იპოვეს







ავღანეთში დაჭრილი 27 სამხედროდან ათი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა 









































