asdas
ცნობილი ადამიანები
რეალი ყოველთვის საუკეთესო იყო
რეალი ყოველთვის საუკეთესო იყო
რეალი ყოველთვის საუკეთესო იყო

2010-08-20 11:26:53



მადრიდის "რეალის" ორ ახალგაზრდა ესპანელ მოთამაშეს სერხიო კანალესს და პედრო ლეონს, რომლებიც სამეფო კლუბში ამ ზაფხულს გადმოვიდნენ, ყველაზე კარგად ესმით თუ სად მოხვდნენ და აქ მათგან რას მოითხოვენ. მათ ესმით, რომ თუ შესძლებენ მაღალი სათამაშო დონის დემონსტრირებას, მაშინ კლუბის დიდებული მოთამაშეები გახდებიან, მაგრამ ჯერ იქამდე საკმაოდ შორია, ჯერჯერობით კი ორი მეგობარი საკუთარ შთაბეჭდილებებზე გულახდილად საუბრობს.

– შეკრება აშშ–ში დასრულდა, სამშობლოში დაბრუნდით. როგორ შეაფასებდით გაწეულ მუშაობას?

კანალესი: – ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვარჯიშებზე ნაჩვენებმა ტემპმა და სისწრაფეებმა, ისინი საკამაოდ ინტენსიური იყო.

პედრო ლეონი: – ამ დღეებში ჩვენ საკმაოდ კარგად ვიმუშავეთ, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ სეზონის ბოლოს ამ შრომის ნაყოფი მოვიმკათ.

– ჟოზე მოურინიუს ვარჯიშები მართლაც ასეთი რთულია, როგორც ამას თქვენი პარტნიორები ამბობენ?

კანალესი: – მისი ხელმძღვანელობით არც ისე დიდი ხანი მომიწია მუშაობა, დღეების ჩამოთვლა ხელის თითებზე შეიძლება, ამასთან ამ დღეებში ორი მატჩი ვითამაშეთ, ასე რომ ვერ შევძლებ ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემას...

– როგორია მოურინიუ მოთამაშესთან პირისპირ ყოფნის დროს?

კანალესი: – ის მოთამაშეებისთვის ძალიან ახლობელი ადამიანია. ჩვენთან ბევრს ურთიერთობს, რაც თავდაჯერებულობას გვმატებს. ყველასთვის კარგადაა ცნობილი თუ მან რამდენი რამ მოიგო, ასე რომ მისი ხელმძღვანელობით მუშაობა დიდი ბედნიერება და წყალობაა.

პედრო ლეონი: – ის დიდი პროფესიონალია, მას ყველაფერი შესწავლილი და დამუშავებული აქვს. მას სურს, რომ ახალი სეზონის დაწყებას გუნდი ხალისიანად და სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

– თავად "რეალში" რამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

კანალესი: – ჩემზე ყველამ და ყველაფერმა მოახდინა დიდი შთაბეჭდილება. გარედან არ გრჩება დრო ამ ყოველივესთვის თვალის დევნებისთვის, მაგრამ როდესაც აქ მოდიხარ და მუშაობას იწყებ, ყველაფერი რაღაცით გაკვირვებთ. შეიძლება კრიშტიანუს სისწრაფემ და ძალამ, მაგრამ ყველაზე მეტი შთაბეჭდილება ჩემზე იგუაინმა და ბენზემამ მოახდინეს, ისინი აბსოლუტურად ყველა თავიანთ საგოლე მომენტს იყენებენ, კიდევ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემმა მეგობარმა პედრო ლეონმა, რომელიც წარმოუდგენელ გადაცემებს აკეთებს ფლანგიდან...

პედრო ლეონი: – მე არ მინდა ვინმეს კონკრეტულად გამოყოფა, ვინაიდან აქ შესანიშნავი გუნდი და გრანდიოზული კოლექტივია შეკრული. ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს შესანიშნავად ჩავატაროთ მომავალი სეზონი. როდესაც ხვდები, რომ აქ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებია თავმოყრილი, რამეთი გაკვირვებისთვის მიზეზი აღარ გრჩება.

– მაინც რას უმიზნებს "რეალ მადრიდი" მომავალ სეზონში?

კანალესი: – "რეალი" ყოველთვის ყველა პრიზისთვის უნდა იბრძოდეს, სხვაგვარად არც შეიძლება. ეს კლუბი ყოველთვის ყველაზე საუკეთესო იყო, და მან უნდა კვლავაც დაანახოს ყველას, რომ ასეთადვე რჩება.

პედრო ლეონი: – გუნდს რომელიმე ტიტულის მოგების იმედი აქვს. ჩვენ გვყავს მოთამაშეები და მწვრთნელი, რათა ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ, რომელშიც კი ვიასპარეზებთ, თუმცა რა თქმა უნდა, აშკარაა, რომ იმის განცხადება, რომ ყველა ტიტულის მოგებას ვუმიზნებთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ ყველას აუცილებლად მოვიგებთ. მადრიდის "რეალის" მიზანია იბრძოლოს ყველა პრიზისთვის, ხოლო შემდეგ სეზონის დასრულების შემდეგ ვნახოთ თუ რისი მიღწევა შევძელით.

– სერხიო, რას გამოჰყოფდით პედრო ლეონში?

კანალესი: – სისხარტეს, რომლითაც იგი მცველებს უსხლტება და შესანიშნავ გადაცემებს აკეთებს.

– თქვენ პედრო, ყველაზე მეტად რა მოგწონთ სერხიოში?

პედრო ლეონი: – ასეთი ახალგაზრდული ასაკისთვის სერხიო შესანიშნავი მოთამაშეა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა მისმა მობილურობამ და მუდმივმა მზადყოფნამ დაეხმაროს პარტნიორებს.

– თქვენ მადრიდის "რეალის" ორი ესპანელი ახალწვეული ხართ ამ სეზონში.

კანალესი: – ეს უდიდესი პატივია. ეს ყოველთვის იყო მადრიდის "რეალის" სტილი. ამ კლუბში ადგილობრივი აღზრდილები და სხვა კლუბებიდან მოსული მოთამაშეები ყოველთვის ერთნაირად იღწვოდნენ დიდი წარმატებების მისაღწევად.

– გუნდში როგორ შეხვდნენ კაკას ტრავმას, რომელიც რამდენიმე თვით გამოაკლდა მადრიდის "რეალს"?

კანალესი: – კაკამ საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო და დიდი ხანია ყველას ყველაფერი დაუმტკიცა. მისი ტრავმა ჩვენი გუნდისთვის დიდი დანაკარგია. მე დაახლოვებით იმავე პოზიციაზე ვთამაშობ და ძალიან მინდოდა მასთან ერთად ვარჯიში და თამაში, იმიტომ, რომ მისგან ძალიან ბევრ რამეს ვისწავლიდი. ხოლო როდესაც გუნდში დაბრუნდება დარწმუნებული ვარ, რომ დიდ დახმარებას გაგვიწევს წარმატებების მიღწევაში.

პედრო ლეონი: – კაკას შეუძლია ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იგი მალე დაბრუნდება, ვინაიდან ჩვენ გუნდს და ყოველ ჩვენთაგანს იგი ძალიან სჭირდება.



კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523920
1524120 online