
ავსტრალიაში მცხოვრებმა 97 წლის ალან სტიუარტმა მეორედ დაიმსახურა ყველაზე ხანდაზმული კურსდამთავრებულის წოდება. ამჯერად მან მედიცინის დარგში მაგისტრის ხარისხი სამხრეთ უელსის შტატის უნივერსიტეტში მიიღო.
2006 წელს ალანი გინესის რეკორდების წიგნში იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოხვდა. ხანდაზმული სტუდენტი უმეტესად სახლიდან გაუსვლელად სწავლობდა. მას ელექტრონული მიმოწერა ჰქონდა ლექტორებთან და ლექციებს იშვიათად ესწრებოდა.
თავისი პირველი დიპლომი სტიუარტმა სიდნეის სტომატოლოგიური უნივერსიტეტის დასრულებისას, 1936 წელს მიიღო. შემდეგ ჩიკაგოში სტომატოლოგიის ქირურგიაში დოქტორის ხარისხი მიენიჭა. სტომატოლოგის სპეციალობით სტიუარტი ლონდონში და სიდნეიში მუშაობდა. 90 წლის ასაკში კი კვლავ გაუჩნდა სტუდენტობის სურვილი. მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული კურსდამთავრებული სწავლის გაგრძელებას უკვე ნამდვილად აღარ აპირებს.

|
დღის სიახლეები
25-05-2013
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

















მერილინ მონროს ნივთები მოიპარეს 

ჩხუბის დროს რატომ ყვირიან ქალები და დუმან კაცები?
კაცმა კბილები კოკა–კოლაში გაცვალა 

