asdas
ცნობილი ადამიანები
ირმა ნადირაშვილი: კონსულტანტ ალექსანდრე შელიას 143.000 ლარს უხდიან
ირმა ნადირაშვილი: კონსულტანტ ალექსანდრე შელიას 143.000 ლარს უხდიან

2014-12-05 17:47:47



ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელად და კონსულტანტად აიყვანეს ალექსანდრე შელია, რომელსაც თვე-ნახევარში 143 000 ლარი გამოუწერეს.

ირმა ნადირაშვილის თქმით, შელია აღნიშნულ თანხას 2014 წლის 10 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში აიღებს.

ირმა ნადირაშვილის თქმით, შელია განათლების ხარისხის ელექტრონული პლატფორმის შექმნის პროექტში იღებს მონაწილეობას და ამ პროექტის განხორციელება შეთანხმებულია პირდაპირ პრემიერმინისტრთან. ნადირაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა ეჭვქვეშ არ აყენებს ალექსანდრე შელიას პროფესიონალიზმს. შესაძლოა, მის მიერ გაწეული სამუშაო ანაზღაურების შესაბამისია ან მას საქმე უფრო მეტიც კი უღირს.

"ჩვენ გვაქვს კითხვები, რამდენად მიზანშეწონილია და მორალურია, რომ ქვეყანაში, სადაც ადამიანები არიან შიმშილის ზღვარზე, სადაც ბოლო ათი დღის განმავლობაში ჩვენმა მთავრობამ თითოეულ ჩვენთაგანს ყოველ 100 დოლარზე ჯიბიდან ამოგვაცალა 20 ლარი, სადაც პროდუქტები არის ძალიან გაძვირებული, ინფლაცია არის მაღალი, ადამიანი თვე-ნახევარში იღებდეს 143 000 ლარს", - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისი თქმით, ერთ დღეში ალექსანდრე შელია იღებს იმაზე მეტს, ვიდრე 20 პენსიონერის შემოსავალია. ხოლო თვე-ნახევარში იმაზე მეტს, ვიდრე 400 მასწავლებელის ხელფასია.

"ჩვენ გვაქვს კითხვები, ამ ადგილზე სამუშაოდ რატომ არ გამოცხადდა კონკურსი ან ტენდერი. გვაინტერესებს, რამდენად ნორმალური დროა 45 დღე ასეთი სამუშაოს შესასრულებლად. ასევე წარმოადგინოს განათლების სამინისტრომ, რა სამუშაოა ჩატარებული", - განაცხადა ნადირაშვილმა.

tabula.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1521768
1521968 online