asdas
ცნობილი ადამიანები
ნატალი პორტმანი გათხოვდა
ქორწილი შაბათს გაიმართა
ნატალი პორტმანი გათხოვდა

2012-08-06 15:46:44



ნატალი პორტმანი ახლა უკვე გათხოვილი ქალია. მსახიობი შაბათს, თავისი შვილის მამას, ქორეოგრაფ ბენჯამინ მილპიეს გაჰყვა ცოლად.

ცერემონია ებრაული ტრადიციის მიხედვით, კალიფორნიაში, ბიგ სიურის ტერიტორიაზე გაიმართა. ქორწილში მხოლოდ ნათესავები და ახლო მეგობრები იყვნენ დაპატიჟებულნი, რომელთა შორისაც დონალდ ტრამპის ქალიშვილი, ივანკა ტრამპიც გახლდათ.

31 წლის ნატალიმ ბენჯამინთან შეხვედრა 2009 წელს დაიწყო. წყვილი ერთმანეთს „შავი გედის“ გადაღებებზე შეხვდა. ერთი წლის შემდეგ, კი პორტმანმა განაცხადა, რომ დანიშნულია და ბავშვს ელოდება. ცოლ-ქმარს ვაჟი, სახელად ალეფი 2011 წლის ივნისში შეეძინა. ცოტა ხნით ადრე ხმები დადიოდა, რომ მსახიობი და მისი შეყვარებული საიდუმლოდ დაქორწინდნენ, თუმცა, ეს ყველაფერი პრესის მოგონილი აღმოჩნდა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ნატალი პორტმანი
კავშირი ტეგთან: ქორწილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523656
1523856 online