
მელ გიბსონი ჰოლივუდში აშკარად ერთ-ერთი ყველაზე შფოთიანი პერსონაა. მას ხან საკუთარი შვილის დედასთან აქვს სასამართლო დავა, ხანაც რასისტულ გამონათქვამებს მიაწერენ. ამჯერად კი მსახიობს სასამართლოში დედინაცვალი, 78 წლის ტედი ჯოი ჰინკს გიბსონი უჩივის.
ქალი ითხოვს, რომ მელმა მისგან თავი შორს დაიჭიროს. მომჩივანი ირწმუნება, რომ მის გვერდით გერი როგორც ველური, ისე იქცევა და ქალისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ გამოცემა „Guardian“ წერს.
ტედი ვარსკვლავის 93 წლის მამის ჯონ ჰატონ გიბსონის ცოლი იყო, რომელმაც გასულ თვეში მოულოდნელად გაყრა მოითხოვა. ტედის თქმით, ამ გადაწყვეტილებამდე ჯონი შვილებმა მელმა და მაურამ მიიყვანეს. როგორც ქალი ამბობს, მეუღლის ვაჟი ქმართან შეხვედრასა და ურთიერთობის დალაგებაში ხელს უშლის.
ტედი აცხადებს, რომ მელი არაერთხელ დაემუქრა და უყვიროდა, როდესაც მრისხანების შემოტევა ჰქონდა. თავად გიბსონი ამ ინფორმაციის შესახებ არანაირ კომენტარს არ აკეთებს.

|
დღის სიახლეები
24-05-2013
24-05-2013
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



კეტრინ ზეტა ჯონსი საავადმყოფოდან გაწერეს
დემი მური ახალგაზრდა საყვარელს დაშორდა
სკარლეტ იოჰანსონი რეჟისორის ამპლუაში მოგვევლინება
ეძიეთ ქალი













"პრომეთეს" მეორე ნაწილისთვის კასტინგი გამოცხადდა 

ექშენს 'RED' მესამე სერია ექნება
ჯაშუშების გარემოცვაში
ახალ ბონდს ქრისთოფერ ნოლანი გადაიღებს
კანის ფესტივალზე ევა ლონგორიას ტრუსების ჩაცმა დაავიწყდა
ანჯელინა ჯოლი საკუთარი დედის როლს შეასრულებს
რითი იკლავს თავს მაკოლეი კალკინი 








