
ლინდსი ლოჰანი მორიგ უსიამოვნებაში გაეხვია და ამის მიზეზი კვლავ ავტომობილი გახდა. პარასკევს საღამოს მსოფლიო პრესაში დაიწერა, რომ მსახიობი ლოს-ანჟელესის საავადმყოფოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ მოათავსეს. ვარსკვლავი თავისი შავი „პორშეთი“ გადაადგილდებოდა, როდესაც მანქანა საბარგო ავტომობილს შეეჯახა.
პორტალ „TMZ“-ის ცნობით, ლოჰანის „პორშეს“ ბამპერი მოსძვრა, ხოლო მგზავრის მხარეს მდებარე მინა ჩაიმსხვრა. შემთხვევის ადგილას სასწრაფო დახმარება მივიდა, თუმცა საავადმყოფოსკენ ლინდსი თავისი ფეხით გაემართა. მსახიობის წარმომადგენელმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ ლოჰანი თავს კარგად გრძნობს. ის კლინიკიდან ორი საათის შემდეგ გაწერეს და გოგონა უკვე სამუშაოსაც კი დაუბრუნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ლინდსი გადასაღებ მოედანზე მიდიოდა.
ის ამჯერად სატელევიზიო პროექტში მონაწილეობს, რომელიც ელიზაბეტ ტეილორის ცხოვრებას შეეხება. ვარსკვლავისგან განსხვავებით, მისი მანქანა სერიოზულად დაზიანდა. შეგახსენებთ, რომ ლოჰანი მსგავს სიტუაციაში პირველად არ იმყოფება.


|
დღის სიახლეები
19-06-2013
19-06-2013
19-06-2013
19-06-2013
19-06-2013
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ჯონ მალკოვიჩმა უცნობი ადამიანი გადაარჩინა
სკარლეტ იოჰანსონი მწერალს სასამართლოში უჩივის
ჯონათან რიზ-მაიერსი "ვარსკვლავური ომების" მეშვიდე სეზონში ითამაშებს
მარკ უოლბერგის ახალმა ფილმმა შესაძლოა "ოსკარი" აიღოს













ვანესა პარადი: „ჯონი ჩემთვის ღმერთივით იყო“. 

ფილმი "მუსულმანების უდანაშაულობა" სრულმეტრაჟიანი გახდება
Marvel-მა საიდუმლო პროექტების პრემიერებისთვის თარიღები დაარეზერვა
'ჰარი პოტერის' ვარსკვლავი დეტექტიურ სერიალში ითამაშებს
ტომ ჰენქსი ტომ ტიკვერთან თანამშრომლობას გააგრძელებს
ჰოლი ბერი ბიჭს ელოდება
ოუენ უილსონი ჯიმ ქერისთან ერთად ბანკს გაძარცვავს
ქრისტოფ ვალცი გამოიძიებს "ნამდვილ დანაშაულს"
ლეონარდო დიკაპრიო გრეგორი რასპუტინის როლს შეასრულებს
ჯენიფერ ენისტონმა და ჯასტინ ტერუმ ქორწილი შობამდე გადადეს 




























































