asdas
ცნობილი ადამიანები
ანჯელინა ჯოლი საკუთარი დედის როლს შეასრულებს
მსახიობი ბიოგრაფიულ ფილმში ითამაშებს
ანჯელინა ჯოლი საკუთარი დედის როლს შეასრულებს

2013-05-21 08:23:37



ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლი ბიოგრაფიულ ფილმში მიიღებს მონაწილეობას, სადაც თავისი გარდაცვლილი დედის, მარშელინ ბერტრანის როლს შეასრულებს. სურათს ბრედ პიტის კუთვნილი საპროდიუსერო კომპანია „Plan B“ იღებს. მარშელინსა და მის ქალიშვილს გარდა გარეგნული მსგავსებისა, სხვა ბევრი საერთო აქვთ. ბერტრანიც ქველმოქმედებას დიდ დროს უთმობდა. მას მძიმე დიაგნოზი 1999 წელს დაუსვეს, სწორედ მაშინ, როდესაც ანჯელინა ჰოლივუდში თავის დამკვიდრებას ცდილობდა. 2007 წელს მარშელინი სიმსივნით გარდაიცვალა, რაც ჯოლისთვის საშინელ ტრაგედიად იქცა. ამბობენ, რომ მსახიობის დედის უკანასკნელი სურვილი ანჯელინასა და ბრედის დაქორწინება გახლდათ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გაირკვა, რომ სიმსივნით დაავადების მაღალი რისკის გამო ჯოლის ორმხრივი მასტექტომია ჩაუტარდა. ამავე მიზეზით, მსახიობი მომავალში საკვერცხეების ამოკვეთასაც აპირებს.

ანჯელინა ჯოლი საკუთარი დედის როლს შეასრულებს

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ანჯელინა ჯოლი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1773280
1773480 online