
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. სასწაულმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა. ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა. დედის რძესაც ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს იღებდა.
წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დასვენებული მისი წმინდა ნაწილებიდან, რომელსაც მირონი სდის. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა ღვდელმთავრის წმინდა ნაწილების გადასვენება 1087 წელს მოხდა.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.
ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღე აღინიშნება.
დღეს ასევე მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა შიო მღვიმელის მიცვალების დღეს აღნიშნავს.

|
დღის სიახლეები
22-05-2013
22-05-2013
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



დღეს შიოობაა













კათოლიკოს-პატრიარქი - ჩვენ უნდა დავიცვათ წეს-ადათი, მაგრამ ამავე დროს არ უნდა იყოს ძალადობა
საკუთარი ვნებების შეცნობა – ეს არის გზა სრულყოფილებისკენ
არქიმანდრიტი ანთიმოზი - შეგვინდოს უფალმა, თუ გადავამეტეთ 

საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია მაუწყებლობას წყვეტს
მეუფე იაკობი - კარგად იცოდეს ყველამ, თავს არავის დავაჩაგვრინებთ
მცხეთაში დღეს ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ
კათოლიკოს-პატრიარქი ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
ეპისკოპოსი იაკობი - ქართველმა ერმა დღეს თავისი იდენტობა დააფიქსირა
ილია მეორე - არ დამავიწყდება ის სითბო და სიყვარული, რომელიც ჩემსა და აფხაზებს შორის სუფევდა
კათოლიკოს-პატრიარქმა ფერიის მთაზე მშენებარე დედათა სამონასტრო კომპლექსი მოინახულა
ივერიის ღვთისმშობლის ხატი ტაძრებში დარიგდება 


