ბალახეული ჩაის სიკეთე
ბალახეული ჩაის სიკეთე
საუკუნეების განმავლობაში ადამიანები მოიხმარდნენ ბალახეულ ჩაის, რომელსაც ჭეშმარიტად სამკურნალო ძალა აქვთ. გაგაცნობთ რამდენიმე რეცეპტს.
დამამშვიდებელი
2 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ მელისას გამხმარ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე დაასხით. ჩაიდანს თავი დაახურეთ, რომ დამამშვიდებელი და მომადუნებელი მოქმედების ეთერზეთები არ აორთქლდნენ. ბალახის ჩაი 5 წუთი გააჩერეთ, შემდეგ შეანჯღრიეთ და პატარა ყლუპობით დალიეთ.
"კრიტიკული დღეებისთვის"
1 სუფრის კოვზი კრაზანის ბალახი, 1 სუფრი კოვზი მრავალძარღვას ფოთლები, 2 სუფრის კოვზი ორკბილას და 1 ჩაის კოვზი ვალერიანის ძირები შეურიეთ. 1 სუფრის კოვზ ნარევს 1 ჭიქა მდუღარე დაასხით, 40 წუთი თავდახურული გააჩერეთ. გაწურეთ და 2 სუფრის კოვზი დღეში 3–4–ჯერ ჭამის შემდეგ მიიღეთ. მომზადებული ჩაი მაცივარში 1 დღე ინახება.
მატონიზირებელი
ფაიფურის ჩაიდანს ადუღებული წყალი გამოავლეთ, შემდეგ 0,5 ჩაის კოვზი ფორთოხლის ცედრა, 1 ჩაის კოვზი შავი ჩაი და 3 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი ჩაყარეთ. ნახევრამდე ადუღებული წყალი დაასხით და 10 წუთი გააჩერეთ. შემდეგ ჩაიდანი ცხელი წყლით პირამდე აავსეთ – მატონიზირებელი ჩაი მზადაა.
გამაძლიერებელი
1 ჩაის კოვზ მუხის ქერქს 2 ჭიქა მდუღარე დაასხით. 5–6 საათი გააჩერეთ. გაწურეთ და დღის განმავლობაში რამდენიმე ჯერზე დალიეთ.
ვიტამინური
აიღეთ თანაბარი რაოდენობით ასკილის დაქუცმაცებული ნაყოფი, შავი მოცხარის გამხმარი ფოთლები, ჟოლოს გამხმარი ფოთლები. 1 სუფრის კოვზი ნარევი თერმოსში ჩაუშვით, 1 სუფრის კოვზი წითელი ცირცელის გამხმარი ნაყოფი დაუმატეთ, 200 მლ ადუღებული წყალი დაასხით, 2–3 საათი გააჩერეთ.
ლამაზი კანისთვის
აიღეთ თანაბარი რაოდენობით მწვანე ჩაი და გამხმარი ჭინჭარი. 1 სუფრის კოვზ ნარევს 2 ჭიქა მდუღარე დაასხით. გააჩერეთ. დღეში 3–ჯერ ნახევარი ჭიქა დალიეთ.
შენიშვნა: ბალახეული ჩაის სამკურნალო თვისებების შესანარჩუნებლად არ ღირს მასში შაქარი, თაფლი ან მურაბა დაუმატოთ. შეგიძლიათ ცუკატი, ჯემი, ჩირი, ხილი მიატანოთ.

კავშირი ტეგთან: თავი

|
დღის სიახლეები
24-05-2013
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
კოკა-კოლა 125 წლისაა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა

მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის 