
იუბილე
კოკა-კოლა 125 წლისაა
კოკა-კოლას სამშობლოში, ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტაში, კოკა-კოლას დაბადების 125 წლის იუბილე იზეიმეს.
კოკა-კოლას შტაბ -ბინის 122 მეტრიანი შენობის ოთხივე კედელზე, 3D ფორმატში დაპროექტებული, ცნობილი ბოთლის გამოსახულება აკაშკაშდა. 20 წუთის განმავლობაში ეს შენობა ყველაზე განათებული იყო მსოფლიოში.
ორგანიზატორებს, ბოლო წუთამდე, ცივი ოფლი ასხამდათ, რადგან მათ გააჩნდათ ინფორმაცია, რომ ჯორჯიის უნივერსიტეტის სტუდენტები ცდილობდნენ სადღესასწაულო განათებისა და გახმოვანების პროგრამის გატეხვას, რის შედეგადაც ეკრანზე შიშველი ქალების, ან უფრო უარესი, პეპსის ბოთლის გამოსახულება გავიდოდა.
ყველაფერმა უექსცესოდ ჩაიარა. შეკრებილი 15 000 ადამიანი ოთხი საათის განმავლობაში ტკბებოდა პირდაპირ ეთერში ტრანსლირებული კონცერტით.
კავშირი ტეგთან: კოკა-კოლა
|
დღის სიახლეები
17-05-2013
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ანჯელინა ჯოლი Louis Vuitton-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახეა
სააკაშვილის ტყუილი მოსახლეობას მილიონ ნახევარ ლარამდე დაუჯდა
სტალინისა და ჰიტლერის სახეები არყის რეკლამაში










მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი წილი ორ ნაციონალურ არხზე მოდის 

