asdas
ცნობილი ადამიანები
3 მილიონი Galaxy S და ახალი მოდელი
3 მილიონი Galaxy S გაიყიდა
3 მილიონი Galaxy S და ახალი მოდელი

2010-11-23 13:00:35



სამხრეთკორეული კომპანია სამსუნგის ერთ–ერთი უპირველესი ფლაგმანი Galaxy S თ მთელი მსოფლის მასშტაბით მილიონობით ტირაჟით იყიდება. აპარატი განსაკუთრებით თბილად შტატებში მიიღეს, სადაც ლიდერებად ბლექბერი და აიფონი ითვლებიან, მაგრამ, როგორც ჩანს, არც მთლად ასე ყოფილა საქმე...

დააანონსა რა ახალი მოდელი სერიაში გელექსი ეს, სამსუნგ მობაილის გენერალურმა დირექტორმა მარკეტინგის დარგში პოლ გოლდენმა განაცხადა, რომ ამერიკელებმა უკვე 3 მილიონზე მეტი მოდელი შეიძინეს კოლექციიდან Galaxy S (Captivate, Fascinate, Epic 4G, Vibrant) თითქმის ყველა მოდელი პრაქტიკულად ერთი და იგივეა, ერთმანეთისგან ოდნავ მხოლოდ ვიზუალურად განსხვავდება, ვინაიდან სხვადასხვა ოპერატორებისთვისაა შექმნილი და მხოლოდ ერთია გამორჩეული ფორმ–ფაქტორითა და მეოთხე თაობის ქსელების მხარდაჭერით – Epic 4G, რომელიც ქვერთი კლავიატურიანი სლაიდერია.

რაც შეეხება ბოლო მატებას კოლექციაში – Samsung Continuum, მისი თავისებურება დამატებითი ეკრანია, რომელიც მთავარ დისფლეის ქვემოთაა განთავსებული და მასზე რეალური დროის რეჟიმში სხვადასხვა ინფორმაცია გამოდის. აი, აპარატის ტექნიკური მონაცემებიც:

სტანდარტები: CDMA 800/1900/2000 1xEV-D0.

ოპერაციული სისტემა: Android OS v2.1 (Eclair).

პროცესორი: ARM Cortex A8 (Samsung Hummingbird) 1 GHZ.

მეხსიერება: 384 MB RAM, 512 MB ROM, 2 GB Storage. მეხსიერების ბარათების მხარდაჭერა ფორმატით microSD. 32 გიგაბაიტამდე. მოყვება 8 გიგაბაიტიანი.

დისფლეი: Super AMOLED capacitive touchscreen, 3.4 დუიმი, 480–800 გაფართოებითა და 16 მილიონი ფერით. დამატებითი დისფლეი: Super AMOLED capacitive touchscreen, 1,8 დუიმი, 480–96 გაფართოებითა და 16 მილიონი ფერით.

კამერა: 5 მეგაფიქსელი ავტოფოკუსითა და ლედ განათებით. ფუნქციები: ჯი–პი–ეს ფოტო, სახის ამოცნობა, სურათის სტაბილიზაცია. ვიდეოგადაღება 720პ ფორმატში 30 კადრით წამში.

მონაცემთა გადაცემა: Wi-Fi 802.11 b/g/n (DLNA), Bluetooth v3.0 (A2DP), GPS (A-GPS), microUSB 2.0, 3.5 mm AudioJack.

მულტიმედია: ვიდეო და აუდიო ფლეიერი შემდეგი ფორმატების მხარდაჭერით: MP4/DivX/XviD/WVM/H.263/H.264, MP3/WAV/eAAC+.

სხვა: ციფრული კომპასი, სოციალურ ქსელებთან ინტეგრაცია, მულტითაჩის მხარდაჭერა, აქსელერომეტრი, მიახლოების სენსორი.

მუშაობის ხანგრძლივობა: ლოდინის რეჟიმში 312 საათი, საუბრის რეჟიმში 7 საათი.

გაბარიტები: 125–58–12 მმ.

წონა: 125 გრამი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ახალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522792
1522992 online