asdas
ცნობილი ადამიანები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები

2009-06-13 00:00:00



მამილო კარლო ავტობუსში ავიდა იღლიაში ამოჩრილი მორით:
– უკაცრავად, სად არის ადგილი ორსულებისათვის?
*****
– სად მიდიან ეს ჩამწკრივებული კატაფალკები?
– ბენოიამ ახალი სასაფლაო გახსნა და ხალხი რომ მიეჩვიოს, დაქირავებული მკვდრები მიიწვია.
*****
ქმარი: რა გაჩუქო დაბადების დღეზე?
ცოლი: მთავარია, ავტომატიკა იყოს, ფერს მნიშვნელობა არა აქვს.
*****
– ექიმო, ყველაფერი მტკივა, სადაც კი ხელს დავიდებ.
– შე კაცო, ხიწვი გქონია თითში და აბა, რა იქნება?!
*****
ქმარი ადრე დაბრუნდა სახლში და ხედავს, ცოლი ვიღაც ახალგაზრდა ბიჭთან ნებივრობს.
– ქალო, რას აკეთებს ეს უცხო კაცი ჩემს საწოლში?!
– სასწაულებს, ჩემო შალვა, სასწაულებს!
*****
– როგორ გალამაზებულა შენი სიდედრი, გუშინ დაგინახეთ ქუჩაში.
– რა ადგილზე?
– ბაღის კიდეზე.
– იგი ჩემი ბულდოგი იყო... ვასეირნებდი.
*****
ქალი ადვოკატს:
– ყოველ შაბათს ქმარს ზურგს ვუზილავ.
– კი მაგრამ ეს რა საბაბია განქორწინებისათვის?
– ამ შაბათს ზურგი სუფთა ჰქონდა ვაჟბატონს!
*****
– ძალიან გამრჯე გამოდგა ჩემი მეოთხე ქმარი, სულ მეხმარება, წუთით არა აქვს მოსვენება.
– მაინც რაში გეხმარება?
– აი, მაგალითად, გუშინ კედლის კალენდარს ერთი ფურცელი ელვის სისწრაფით მოახია.
*****
– რატომ ხარ ცუდ ხასიათზე?
– ნამეტან ფილოსოფიურ თემას განვიხილავ გონებაში.
– რა თემაა ასეთი?
– რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ამქვეყნად გააჩინა ლენინი, ჰიტლერი და... ჩემი სიდედრი ნატაშა!
*****
ექიმი: გიკრძალავთ დალევას, მოწევას და ქალებში სიარულს!
პაციენტი: რამდენი გადაგიხადათ ჩემმა ცოლმა?
*****
შეყვარებულები მომავალ ურთიერთობებს იხილავენ.
– დამპირდი, რომ კაზინოზე, ქალებზე, სასმელზე და სიგარეტზე უარს იტყვი.
– გპირდები, ჩემო ძვირფასო.
– კიდევ რაზე შეგიძლია უარის თქმა?
– ქორწინებაზე.
*****
დეპეშა:
"წერილი, რომელშიც ფულს გვთხოვდი, არ მიგვიღია. დედა და მამა".
*****
– იცით, ტყეში თოფით სიარული მიყვარს.
– ნადირობთ?
– არა, წამოვეპარები მონადირეს, თოფს ზურგზე მივაბჯენ და ვეუბნები: დაყარე ნანადირევი!
*****
ორი ფსიქიატრი საუბრობს:
– ამჟამად ერთ ტიპთან ვმუშაობ, რომელსაც პიროვნების გაორების პრობლემა აწუხებს და ერთ უიშვიათეს, მშვენიერ ხერხს მივაგენი: მკურნალობის საფასურს ორჯერ ვართმევ, თვის დასაწყისში და თვის ბოლოს.
– ეგ როგორ?
– ხომ გითხარი, გაორების პრობლემა აქვს.
*****
ადვოკატი:
– მოქალაქე მოსამართლენო, თქვენ წინაშეა დამნაშავე ლამაზმანი. შეხედეთ მის ლამაზ თვალებს, ისინი ჩვენ უნდა გვეალერსებოდნენ თუ ციხეში უნდა ჩაბნელდეს? შეხედეთ მის ლამაზ ხელებს, ისინი ჩვენ უნდა გვეფერებოდნენ, ბატონო მოსამართლენო! შეხედეთ მის ჩამოსხმულ ფეხებს, ისინი ჩვენთვის უნდა მოძრაობდნენ თუ კამერაში დააბიჯებდნენ?! შეხედეთ ამ ქმნილებას და გახსოვდეთ, ეს ყველაფერი მე ვთქვი ჩაცმულზე. წარმოიდგინეთ იგი შიშველი... დიახ!.. მე დავამთავრე...
– ჩვენც! – ერთხმად ამოიკნავლეს მოსამართლეებმა.
*****
ქუთაისელს სვანი ესტუმრა. იქეიფეს და დაიძინეს. დილით სვანი ახველებს და აცემინებს.
– რა მოგივიდა? – ეკითხება მასპინძელი.
– არაფერი. რა კაი ტუალეტი დაგიდგამს ბინაში. გააღებ კარს და ავტომატურად ინთება შუქი. ჩაცმული უნდა შევსულიყავი, მაგარი სიცივეა შიგ.
*****
მიხო აგურის ქარხნის დირექტორია. ესტუმრა უცხოელი ჟურნალისტი და ეკითხება:
– სერ მიხო, საიდან გამოდის აგური?
– საიდან და საიდანაც გამეეტევა.
*****
– სულ ამ კატის ბრალია, მე და შენ რომ ვჩხუბობთ. წავიყვან ამ კატას და წავალ, – "აშინებს" სიდედრი როლანდიას.
– კატა დატოვე, მაგი არაფერ შუაშია. რანაირი თაგვიც უნდა მოვუყვანო, არასოდეს მიწუნებს.
*****
– ეჭვი მაქვს, რომ ცოლი მღალატობს.
– მაინც საიდან ასკვნი?
– ხუთი წელი ვიყავი შემოქმედებით მივლინებაში და სამი ბავშვი დამახვედრა. აი, აქედან!
*****
– აბა, თენგო, მიპასუხე, რა გვარი იყო სულხან–საბა?
– მაინც რომელი, სულხანი თუ საბა?
*****
– ექიმო, რეცეპტი რომ გამომიწერეთ, ამაში ფულს ვერ გადაგიხდით, სამაგიეროდ, ჩემს ძვირადღირებულ თავის ქალას გიანდერძებთ, ჩემი სიკვდილის შემდეგ გაყიდეთ და მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი იქნებით.
– თუ შეიძლება, რეცეპტი მათხოვეთ, რაღაც შესწორება უნდა შევიტანო.
*****
ომია. მეგრელი და სვანი სანგარში სხედან. მეგრელს თოფი აქვს სანგრიდან ამოყოფილი და უმისამართოდ ისვრის.
– კი მაგრამ, რომ ისვრი, ხედავ მაინც, ვის ესვრი? – დაინტერესდა სვანი.
– მაგენი გაწყვიტა ჭირმა, მაგათი დანახვაც კი მეზიზღება! – უპასუხა მეგრელმა.
*****
პატრული მანქანას აჩერებს:
– თქვენს მგზავრს უსაფრთხოების ქამარი არ უკეთია.
– ეს ჩემი სიდედრია და რომ გაბრაზდება, ისეთია, ქამრით კი არა, ჯაჭვით ვერ დააბამ.
*****
– ჩვენთან ასეთი წესია, ვინც დედას ყველაფერს უჯერებს, დედა შოკოლადს აძლევს ხოლმე.
– და მერე ვის უფრო მეტი შოკოლადი ხვდება, შენ, შენს დას თუ შენს ძმას?
– მამას.
*****
– ორმოცი ლარი მომპარეს, – წუხს ოსი.
– მერე პოლიციაში იყავი?
– ვიყავი, მაგრამ მითხრეს, ჩვენ არ მოგვიპარავსო.

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523016
1523216 online