asdas
ცნობილი ადამიანები
უბილეთო მგზავრი
უბილეთო მგზავრი
უბილეთო მგზავრი

2010-09-24 15:32:53



მამა

მამაჩემი გლეხის, დიმიტრი დანელიას ოჯახში დაიბადა. ოჯახში სულ ხუთი ბავშვი იყო – სამი ძმა და ორი და. დიმიტრი დანელიამ ფული დააგროვა და განათლება მისცა უფროს ვაჟიშვილს ილიკოს, რომელმაც დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი და გახდა მახაჩკალის რეალური სასწავლებლის დირექტორი. ილიკომ ფული დააგროვა და განათლებას მისცა შუათანა ძმას, შალიკოს, რომელმაც დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი და გახდა რევოლუციონერი (ის კოლეგა რევოლუციონერებმა დახვრიტეს ოცდაჩვიდმეტ წლამდე). დიმიტრი დანელია მოკვდა, როდესაც მამაჩემს ორი წელი შეუსრულდა და ის გაზარდა უფროსმა ძმამ ილიამ. მამაჩემი მახაჩკალის რეალურ სასწავლებელში სწავლობდა, მერე ქუთაისის გიმნაზიაში, მერე მოსკოვის სარკინიგზო მშენებლობის ინსტიტუტი დაამთავრა. ინსტიტუტის შემდეგ მამას რკინიგზა გაჰყავდა სახალინზე, 1932 წლიდან კი მოსკოვის მეტრომშენში მუშაობდა.

თხუთმეტი წლის ვარ. ტელეგრამა თბილისიდან მოსკოვში: "ძვირფასო მამა, დავკარგე ჯიბის ფული. გკოცნი, გია". ტელეგრამა მოსკოვიდან თბილისში: "ჯიბე გა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522240
1522440 online