asdas
ცნობილი ადამიანები
გრძელი სიმფონია და მოკლე ქურქი
რა იციან მეგობრებმა...
გრძელი სიმფონია და მოკლე ქურქი

2011-11-26 13:29:57



ჩვენი სასიქადულო კომპოზიტორი, გია ყანჩელი, იხსენებს: „1986 წელს ჩეხეთის ფილარმონიის სიმფონიურმა ორკესტმა სიმფონიის დაწერა შემომთავაზა. ჩემთვის ეს რიგით მეშვიდე სიმფონია იყო. მცირე ჰონორარი მომცეს. ვიცოდი, რომ ჩემი მეუღლე ქურქზე ოცნებობდა. ამ ჰონორარით მან მხოლოდ მოკლე ქურქი შეიძინა – ნატვრა აისრულა. ჩემმა პლეხანოველმა მეგობრებმა უკვე იცოდნენ, რომ პრაღაში ქურქი შევიძინეთ. მოხდა ისე, რომ პირველივე შეკრებისას (როდესაც ქურქის დემონსტრირების საშუალება მოგვეცა) გაისმა იუმორითა და კეთილშობილებით აღსავსე ზურა კეკელიძის ხმამაღალი რეპლიკა: შე დალოცვილო, დაგეწერა ეს სიმფონია ცოტა უფრო გრძელიო. რა იცოდნენ ჩემმა მეგობრებმა, რომ მეშვიდე სიმფონია ჩემს სიმფონიებში ყველაზე გრძელია“.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: გია ყანჩელი
კავშირი ტეგთან: პრაღა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523880
1524080 online