asdas
ცნობილი ადამიანები
ახალი სერია Gresso–სგან
ტელეფონი მილიონ დოლარად
ახალი სერია Gresso–სგან

2010-08-20 11:26:56



კომპანია გრესომ დააანონსა თავისი ახალი ექსკლუზიური შედევრები – Luxor Las Vegas Jackpot და მისი ცოტა უფრო იაფიანი მოდიფიკაცია Luxor Las Vegas.

ორივე მოდელის შექმნისთვის, დიზაინერებმა გამოიყენეს ძველი ეგვიპტისა და თანამედროვე ლას–ვეგასის, მსოფლიოს აზარტული თამაშების დედაქალაქის იდეები.

ტელეფონ Luxor Las Vegas Jackpot–ის კორპუსი შექმნილია ოქროთი (180 გრამი) და გაწყობილია შავი ბრილიანტებით (45,5 კარატი), რომელიც ბუნებაში იშვიათად გვხვდება. აპარატი ძალიან თხელია – მისი სისქე სულ რაღაც 12 მილიმეტრია. კომპანია გრესო თავისი მობილური შედევრების შესაქმნელად მუდამ იყენებს ხის მასალას. ტრადიცია არც ხსენებულ მოდელში დაირღვა – მობილური ტელეფონის უკანა პანელი შექმნილია 200 წლიანი აფრიკული შავი ხისგან.

გრესოსგან კიდევ ერთი ინოვაცია ტელეფონის კლავიატურაა. თითოეული ღილაკი შექმნილია საფირის მონოკრისტალისგან. ამასთან ერთად, გაკეთებულია ხელით, ალმასის ინსტრუმენტის მეშვეობით. ღილაკებზე ციფრები და ასოები დატანილია ლაზერით.

მოდელი Luxor Las Vegas Jackpot სულ სამი ერთეული გამოვა და ის ჩვეულებრივი მოკვდავისთვის არაა განკუთვნილი – მისი ფასი 1 მილიონი დოლარია. ყოველი ტელეფონის უკანა პანელზე ამოტვიფრულია აპარატის პერსონალური ნომერი.

რაც შეეხება მეორე მოდელს, ის "სულ რაღაც" 20 ათასი დოლარი ეღირება და ძვირიანი მოდელისგან განსხვავებით, შავი ბრილიანტების გარეშე იქნება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522192
1522392 online