asdas
ცნობილი ადამიანები
მინიატურული ანდროიდი
მინიატურული ანდროიდი
მინიატურული ანდროიდი

2010-08-06 14:48:42



ებრაულმა კომპანია Modu–მ გადაწყვიტა ჩამოართვას Sony Ericsson Xperia X10 mini–ს ყველაზე კომპაქტური აპარატის წოდება პლატფორმა ანდროიდზე. ჯერჯერობით უსახელო მოდელი ორჯერ უფრო პატარაა Phone 3GS–ზე.

ჯერჯერობით აპარატის დეტალური ტექნიკური მონაცემები უცნობია. ამჟამად მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ აპარატს აქვს Wi-Fi, FM რადიო, 3,5 მილიმეტრიანი ყურსასმენების ჯეკი, მეხსიერების ბარათების მხარდაჭერა და თავდაპირველად იმუშავებს პლატფორმა ანდროიდის 1.5 ვერსიაზე. მინიატურულ სმარტფონს არ აქვს მესამე თაობის ქსელების მხარაჭერა, თუმცა, არ არის გამორიცხული, კომპანია მოდუმ მისთვის სპეციალური დანამატი შექმნას ამ ქსელების მხარდაჭერით...

ეს ბოლო წინადადება ზოგისთვის შესაძლოა გაუგებრად ჟღერდეს და ახლავე აგიხსნით, რაშია საქმე: კომპანია მოდუ შექმნის ერთ მინიატურულ ტელეფონს, რომლისთვისაც შემდეგ ამზადებს სხვადასხვა პროფილის ფუნქციონალურ კორპუსებს ან კორპუსების დანამატს, რომელშიც შემდეგ მათი პატარა შედევრი იდება.

ზემოთხსენებული აპარატის სურათები და ვიდეოები უკვე ფართოდაა გავრცელებული ინტერნეტსივრცეში, თუმცა მისი გაყიდვაში გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით დაახლოებითაც არ გაჟღერებულა...

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მოდელი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522536
1522736 online