asdas
ცნობილი ადამიანები
არა მგონია, რაულს ეს ეწყინოს
რონალდუს რაულის ნომერი უნდა
არა მგონია, რაულს ეს ეწყინოს

2010-08-06 14:48:40



მადრიდის "რეალი" ამჟამად კალიფორნიაში იმყოფება და ადგილობრივი უნივერსიტეტის ბაზაზე ვარჯიშობს. გუნდს უკვე შეუერთდა გუნდის ერთ–ერთი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც საუბრობს პირველ შთაბეჭდილებებზე, რომელიც ჟოზე მოურინიუსთან მუშაობიდან შეექმნა და ასევე კომენტარი გააკეთა "რეალის" ყოფილი კაპიტნის, რაულ გონსალესის გუნდიდან წასვლის თაობაზე.

– გასულ წელს უდიდეს ზეწოლას განიცდიდით, ვინაიდან თქვენს ახალ გუნდში ყველაზე ვარსკვლავურ მოთამაშედ ითვლებოდით. ახალ სეზონშიც არანაკლები ზეწოლის ქვეშ იქნებით, ვინაიდან, ბოლოსდაბოლოს დროა, მადრიდის "რეალმა" რომელიმე ტიტული მოიგოს.
– ზეწოლას ყოველი ჩვენგანი განიცდიდა, მაგრამ პირადად მე თავს მშვიდად ვგრძნობ. ჩვენ კარგად ვვარჯიშობთ, საკმაოდ დაძაბული წვრთნები გვაქვს, ეს კი მე ძალიან მომწონს. ყველა ჩვენგანი კმაყოფილია და მზად ვართ ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ ახალ სეზონში.
– გუნდში მოურინიუს მოსვლა გასულ სეზონთან შედარებით მნიშვნელოვნად შეცვლის გუნდის ცხოვრებას?
– მე ვიცნობდი მოურინიუს მუშაობის სტილს, მისი ვარჯიშები საინტერესო გამოდის. ჩვენ კმაყოფილები ვართ, ვინაიდან, როდესაც კარგად ვარჯიშობ, დაღლილობა არ იგრძნობა. ამ მწვრთნელს დიდი გამოცდილება აქვს და თუ მის გუნდში შემტევი სტილის მოთამაშეები არიან, მაშინ მისი ტაქტიკაც აუცილებლად შემტევი იქნება. არაფერზე ვღელავ, ვინაიდან ჩვენ შესანიშნავ სეზონს ჩავატარებთ.
– უკვე გქონდათ მეგობრული საუბარი ახალ მწვრთნელთან?
– იგი მე ისედაც კარგად მიცნობს, თუმცა ჩვენ მაინც ვისაუბრეთ და ამ საუბრის დეტალების მოყოლას არ ვაპირებ. მან კარგად იცის, რომ მთლიანად მის სამსახურში ვარ. იგი მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელია, თუ საუკეთესო არა.

– ეს იქნება პირველი სეზონი მადრიდის "რეალისთვის" რაულის გარეშე. მისი არყოფნა დაეტყობა გუნდს?
– ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, მაგრამ მან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან ჩათვალა, რომ მისთვის ასე უმჯობესი იქნება. ის კაპიტანია და კვლავაც კარგად ითამაშებს.
– განთავისუფლებულ შვიდნომრიან მაისურს აიღებთ?
– ძალიან მინდა რაულის ნომრის აღება და დარწმუნებული ვარ, რომ იგი ამით იამაყებდა, ვინაიდან ჩვენი ხასიათები ერთმანეთს ჰგავს. თუ შევძლებ, სიამოვნებით გავცვლი 9 ნომრიან მაისურს 7–იანზე.
– "რეალს" ძალუძს ამ წელს "ბარსელონას" ტახტიდან გადაყენება?
– თუ ამაში დარწმუნებული არ ვიქნები, მაშინ აქ არაფერი მესაქმება და უმჯობესი იქნებოდა, სახლში დავრჩენილიყავი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება და წელს ამის ყველა პირობა გვაქვს.

– მაგრამ "ბარსა" არ გაღელვებთ?
– იმედი ვიქონიოთ, რომ წელს ჩვენ მათზე უკეთესად ვითამაშებთ, მაგრამ ჩვენ საკუთარ თამაშზე უნდა ვიზრუნოთ და არ უნდა ავიტკიოთ თავი იმაზე ფიქრით, როგორ ითამაშებს "ბარსა". დარწმუნებული ვარ, რომ ამ სეზონში ჩვენ ვიქნებით უკეთესები.
– რას იტყოდით რიკარდო კარვალიუთი "რეალის" დაინტერესების შესახებ?
– ეს საკითხი ფართოდ განიხილება, რიკარდო შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ ჯერჯერობით "რეალმა" მხოლოდ სამი მოთამაშე შეიძინა, ხოლო კარვალიუს შეძენის შანსებზე პასუხს უკეთესად კლუბის პრეზიდენტი გაგცემთ.

– რისი თქმა შეგიძლიათ პედრო ლეონზე პირველი ვარჯიშების შემდეგ?
– კარგი მოთამაშეებისთვის გუნდის კარი ყოველთვის ღიაა. იმედია, რომ იგი კლუბს წარმატების მიღწევაში დახმარებას შეძლებს, პირადად მე მას წარმატებას ვუსურვებ.

– რას ეტყვით მსოფლიოს ჩემპიონებს, როდესაც ისინი გუნდს შეუერთდებიან?
– სერხიო რამოსთან და იკერ კასილასთან უკვე ვისაუბრე, ვინაიდან მათი ტელეფონის ნომრები მქონდა, სამწუხაროდ, სხვების არ ვიცი. როდესაც ჩამოვლენ ამ თემას აუცილებლად შევეხებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრიუმფი მათ თავდაჯერებულობას შემატებთ, მაგრამ ახლა უკვე "რეალზე" უნდა ვიფიქროთ, მუნდიალი უკვე წარსულს ჩაბარდა.
– თქვენი აზრით, ესპანეთმა დამსახურებულად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი?
– შეგვიძლია ესპანეთს მივულოცოთ, ვინაიდან იგი ყველაზე სტაბილური გუნდი აღმოჩნდა. რაც შემეხება მე, წელს უფრო მეტად მოტივირებული ვარ, ვინაიდან გასულ სეზონში ვერაფერი მოვიგე და ამიტომ, მთელი ჩემი ყურადღება მომავალი სეზონისკენაა მიპყრობილი.
მოამზადა კახა ხატიაშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რონალდუ
კავშირი ტეგთან: პირველი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522784
1522984 online