asdas
ცნობილი ადამიანები
კრიშტიანუ რონალდუ მამა გახდა!
კრიშტიანუ რონალდუ მამა გახდა!
კრიშტიანუ რონალდუ მამა გახდა!

2010-07-16 14:25:19



ცნობილმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ გააკეთა განცხადება, რომელიც თავზარი დასცა მის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს: რონალდუ მამა გახდა! უცოლო ვარსკვლავს ბიჭი ეყოლა, ამის შესახებ თავად რონალდუმ 4 ივლისს გააკეთა ჩანაწერი თავის ბლოგში . მისი თქმით, ბავშვის დედას სურს უცნობად დარჩეს და ამიერიდან ბავშვზე მამა იზრუნებს. მეტის თქმას იგი არ აპირებს და ყველას სთხოვს, პატივი სცენ მის უფლებას პირად ცხოვრებაზე.

როგორც გახდა ცნობილი, ბედნიერმა ფეხბურთელმა შვილი თავის პატივსაცემად რონალდუ-უმცროსი დაარქვა. ამჟამად ბიჭი რონალდუს ნათესავებთან იმყოფება, მასზე მისი ბებია, 55 წლის დოლორესი ზრუნავს. ფეხბურთელის სახლთან უამრავი ჟურნალისტია ჩასაფრებული, რაც კრიშტიანუს გაღიზიანებას იწვევს. მისი თქმით, იგი ვერ ახერხებს დასვენებას და ამის გამო მუდამ დაძაბულია.

ფეხბურთის ჩემპიონატის დროს პაპარაცებმა რონალდუს ხელზე ბეჭედი შენიშნეს. უახლესი ინფორმაციის თანახმად, ვარსკვლავი აპირებს, ცოლად შეირთოს რუსი მოდელი ირინა შეიკი, რომელიც ამჟამად პარიზში ცხოვრობს. მან გოგონა გააცნო თავის მშობლებსაც.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რონალდუ
კავშირი ტეგთან: შესახებ
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523872
1524072 online