asdas
ცნობილი ადამიანები
სიტროენის საფლაგმანო მოდელი
სიტროენის საფლაგმანო მოდელი
სიტროენის საფლაგმანო მოდელი

2011-04-27 14:13:25



კომპანია სიტროენმა ოფიციალურად წარმოადგინა დს–ს მოდელების ხაზის საფლაგმანო ავტომობილის პროტოტიპი სიტროე დს5. ამ ავტომობილის წარდგენა ჩინეთში, შანხაის ავტოსალონზე შედგა, ხოლო სერიული მოდელი გაყიდვაში მიმდინარე წლის ბოლოსთვის გამოჩნდება.

თავისი გაბარიტებით, რომელიც წარმოდგენილია როგორც "გრან ტურიზმოს" კლასის ხუთკარიანი ავტომობილი, ახლოსაა სიტროენ ც5–ს მოდელთან, მაგრამ ზოგიერთი მონაცემებით იგი კომპაქტვენ სიტროენ ც4 პიკასოს პლატფორმაზეა აგებული – "მაკფერსონით" წინა საკიდარზე. პროტოტიპის სიგრძეა 4,52 მეტრი, სიგანე სიგანე – 1,85 მეტრი.

დს5–ს ძალოვანი მოწყობილობა ჰიბრიდულია ჰიბრიდ4–ს ხაზიდან, რომელშიც გამოიყენება 163 ცხენისძალიანი დიზელის 2,0 ლიტრი მოცულობის ძრავი, ელექტროძრავი, რომლის სიმძლავრე 37 ცხენისძალას შეადგენს და რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს უკანა ბორბლები, ასევე იონური აკუმულატორების კომპლექტი და ექვსსაფეხურიანი რობოტიზირებული სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი. ანალოგიური სქემა ამჟამად გამოიყენება მოდელზე პეჟო 3008 ჰიბრიდ4–ი.

გარდა ამისა, დს5–მა მიიღო ინტერიერის უნიკალური დიზაინი, რომელსაც სიტროენის სხვა ვერც ერთ მოდელზე შეხვდებით. მას აქვს საკუთარი არქიტექტურის ცენტრალური კონსოლი, რომელზეც განთავსებულია დიდი მულტიმედიური კომპლექსის ეკრანი, კლიმატის მართვის განყოფილებისა და "მუსიკის" მართვის ღილაკები.

ავტომობილმა მონაცემების საქარე მინაზე პროექციის სისტემა მიიღო, ასევე ცალკე ფერადი დისფლეი ხელსაწყოთა დაფაზე, რომელზეც გამოისახება საბორტო კომპიუტერის მონაცემები და სანავიგაციო კომპლექსის მაჩვენებლები. ასევე ნიშნების ამომცნობი სისტემით, ადაპტური მთავარი ფარებით.

კავშირი ტეგთან: მოდელი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523872
1524072 online