asdas
ცნობილი ადამიანები
ანეკდოტები
ანეკდოტები
ანეკდოტები

2009-07-10 17:56:16



***
ოკეანეში მამალი ვეშაპი დედალს გარშემო უვლის და საყვედურობს:
– რამდენი ქვეყანა, ასობით ეკოლოგიური ორგანიზაცია, ცნობილი პოლიტიკოსები, მილიონობით ადამიანი, ყველა იმისთვის იბრძვის, რომ ჩვენი სახეობა გადარჩეს, შენ კი მეუბნები, თავი მტკივაო...
***
ჭიჭიკია საყვარელთან მივიდა და ის–ის იყო, საწოლში ჩაწვნენ, რომ კარზე ზარმა დარეკა.
– ვაიმე, ქმარი დაბრუნდა, – ეუბნება ქალი, – ფანჯრიდან გადახტი.
ჭიჭიკია ფანჯრიდან გადახტა, მიფრინავს და ფიქრობს:
– ღმერთო, ღირსი ვარ, რა მინდოდა სხვის ცოლთან, ახლა გადამარჩინე და მეუღლეს აღარასდროს ვუღალატებ. ეშმაკმა დალახვროს ეს ქალები, მათკენ საერთოდ აღარ გავიხედავ.
ჭიჭიკია ნაგვით სავსე ყუთში ჩავარდა. ცოცხალი გადარჩა. ამოძვრა. ტანსაცმელი დაიფერთხა და ჩაიბურდღუნა:
– ჰაერში რა სულელური აზრები მომდის თავში.
***
ქუჩაში ქალი მიდის. უკან კაცი მისდევს. ქალმა გამბედაობა მოიკრიბა, შეტრიალდა და კაცს ეუბნება:
– მთელი გზა უკან მომდევთ, რატომ?
– იცით, როდესაც შემობრუნდით, მეც ეგ შეკითხვა დავუსვი საკუთარ თავს!
***
მოხუცი გურული კვდება. თავს შვილები და შვილიშვილები დასტრიალებენ. გურული ამბობს:
– ეჰ, როდესაც ლენინი მოკვდა, ლენინიზმიც მოკვდა, როდესაც სტალინი მოკვდა, სტალინიზმიც მოკვდა...
ამ დროს ერთ–ერთი შვილიშვილი სლუკუნით ეუბნება:
– ანანია ბაბუა, არ მოკვდე, რა!!!
***
ბაზარში მყიდველი გამყიდველს ეკითხება:
– ეს ქათამი ახალია?
– კი, შენ გენაცვალე, ჯერ კიდევ ამ დილით აცემინებდა ცხვირს!
***
კაცი მაღაზიაში სარვამარტო საჩუქარს ყიდულობს. გამყიდველი ეკითხება:
– თქვენ მეუღლისთვის გინდათ თუ უფრო ძვირფასი?
***
ბინაში ქურდი შეიპარება, ყველაფერს ატრიალებს, ფულსა და ძვირფასეულობას ეძებს. ამ დროს თუთიყუში ამბობს:
– კეშა ყველაფერს ხედავს!
ქურდმა გალიას ნაჭერი გადააფარა და თავისი საქმე განაგრძო.
– კეშა თუთიყუში არ არის, კეშა პიტბულია, – ამბობს თუთიყუში.
***
ჭიჭიკია ბიჭიკიას ეუბნება:
– ბიჭო, ჩემს ცოლს, ნაზიკიას, იცი, რა საშინელი მახსოვრობა აქვს?!
– რაია, არაფერი ახსოვს? – ეკითხება ბიჭიკია.
– არა ბიჭო, პირიქით, ყველაფერი ახსოვს...
***
საავტომობილო კონცერნების კონგრესზე ჟიგულის წარმომადგენელი ჰონდას წარმომადგენელს ეკითხება:
– ჰერმეტულობაზე როგორ ამოწმებთ თქვენი მანქანების სალონს?
– სრულიად უბრალოდ, – პასუხობს ჰონდას წარმომადგენელი, – სალონში კატას ვათავსებთ, ვხურავთ ფანჯრებსა და კარებს და ერთი ღამით ვტოვებთ. თუ დილით კატა მკვდარი დაგვხვდა, მაშინ ყველაფერი რიგზეა.
რუსებს ეს მეთოდი ჭკუაში დაუჯდათ და გადაწყვიტეს საკუთარ ქარხანაში დაენერგათ. კატა ჟიგულის სალონში მოათავსეს, ფანჯრები და კარები დაკეტეს. დილით ნახეს და კატა გაპარულიყო.
***
მამა შვილს ჭკუას არიგებს:
– თუ წიგნებს არ წაიკითხავ, ვიწრო თვალსაწიერი გექნება... არა, მრგვალი თვალსაწიერი... ერთი სიტყვით, წიგნები იკითხე და ჩემსავით ჭკვიანი იქნები!
***
ავადმყოფი ექიმს:
– ექიმო, ოპერაციის შემდეგ მუცელში რაღაც წკარუნის ხმა მესმის!
– დიდი არაფერია, მაკრატელი და პატარა დანა დაგვრჩა შიგნით!
***
– გავიგე, რომ შეყვარებული ხარ...
– გაიგე? რა, ასე ხმამაღლა ვყვიროდი?
***
– სპორტი გიყვარს?
– დიახ! განსაკუთრებით კრივის ყურება მიყვარს. მომწონს, მე რომ არ მირტყამენ...
***
პაპა შვილიშვილს არიგებს:
– ცოლის მოყვანას რომ დააპირებ, ისეთი საპატარძლო შეარჩიე, სამი და რომ ჰყავდეს.
– რატომ, პაპი?
– იმიტომ, რომ გათხოვდებიან, შენ წილად მხოლოდ მეოთხედი სიდედრი შეგხვდება.
***
განცხადება:
– გუშინ ღამით ქალაქის პროკურორის მანქანა ქალაქის ბიბლიოთეკის შენობას დაეჯახა. გამოძიებამ დაადგინა, ავარიის დროს ბიბლიოთეკის შენობა ორმაგ ღერძულა ხაზს კვეთდა.
***
ორი ნაცნობი შეხვდა ერთმანეთს. ერთი მეორეს ეუბნება:
– აი, ნახე, მაგარი საათი ვიყიდე ჩემთვის, როლექსია, ოქროსი!
– სამაგიეროდ, ჩემი ჩინური საათი უფრო სწრაფად დადის!
***
განცხადება:
– პატიოსანი და თამამი ოსტატი ნებისმიერი სირთულის რემონტს გააკეთებს და შეცდომების აღიარების არ ეშინია.
***
ცოლი ქმარს ეუბნება:
– ხომ არ იცი, სად შეიძლება დავისვენო იაფად?
– ვიცი.
– სად?
– აქ, დივანზე.
***
რესტორაში ოფიციანტი კლიენტს მიმართავს:
– ეს ჩვენი საფირმო კერძია, ძალიან პოპულარული სალათი.
– გემოთი დიდი არაფერია.
– მისი მთავარი ღირსება სხვა რამეა, სახეს არ სვრის!
***
– ექიმო, ჩემმა ცოლმა ხმა დაკარგა! რა გავაკეთო? – ეკითხება კაცი ექიმს.
– შეეცადეთ სახლში ღამის სამ საათზე დაბრუნდეთ!
***
რესტორანში:
– დასალევი რა გაქვთ?
– წყალი.
– მაგარი?
– ყინული.
***
ტელეფონი რეკავს:
– ალო! ვის ველაპარაკები?
– ეს ფეხსაცმლის მაღაზიაა.
– უკაცრავად, ნომერი შემეშალა.
– არაუშავს, მობრძანდით, გამოგიცვლით!
***
ფსიქიატრთან:
– ექიმო, ყველას ისე უბრალოდ ვურიგებ ფულებს, აი, თქვენც მინდა ერთი–ორი შეკვრა მოგცეთ.
– როგორც იქნა, ერთი ნორმალური პაციენტი მაინც მეღირსა!

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522016
1522216 online