
საერთოდ, რას აკეთებთ ხოლმე, როცა სინათლე გიჭყიტინებთ თვალებში და ვერაფერს ხედავთ? თვალებს ხუჭავთ, არა? მეც ეგრე მოვიქეცი, რადგან მეტი გზა არ მქონდა.
გუშინ გახმაურებულ შოუზე ვიყავი, "ქეთო და კოტე" ვნახე. ახლა არ შევუდგები ამ დადგმის განხილვას, რადგან მასზე უკვე ბევრი რამ ითქვა. უბრალოდ, იმას გაცნობებთ, რომ ორი მოქმედების განმავლობაში მაყურებელი თვალებს აპაჭუნებდა, რადგან რუსთაველის ულამაზესი თეატრის სცენის თავზე ნათურა ისე იყო დამაგრებული, რომ თვალს, ძალიანაც რომ მოგენდომებინა, მაინც ვერ გაახელდი. ეტყობა, ეს რაღაც ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ასე ჩაფიქრებაც არ შეიძლება, რადგან იმდენად ვიყავით ჩაფიქრებულები, რომ ბოლოს ჩაგვთვლიმა, რაც სინათლის ჭყიტინმა გამოიწვია.
რა ვიცი, მეტი რა გითხრათ, მზის სათვალე მოვიმარჯვე და მერე მივხვდი, რომ იქ ყოფნას გარეთ სეირნობა მერჩივნა, რადგან სათვალეს დანიშნულებისამებრ მაინც გამოვიყენებდი. რაც შეეხება ქეთოს, ის კოტეს გაჰყვა ცოლად.
|
დღის სიახლეები
22-05-2013
22-05-2013
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content
























