asdas
ცნობილი ადამიანები
კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები

2012-04-30 00:43:47



ქლიავის ნამცხვარი არაჟნის ცომით
მასალა:
ქლიავი – 10–15 ცალი
სახამებელი – 1 ჩ.კ.
შაქარი – 2–3 ჩ.კ.
შაქრის პუდრი – 1 ჩ.კ.
არა:ნიანი ცომისათვის:
ფქვილი – 3/4 ჭიქა
კარაქი – 50 გ
შაქრის პუდრი – 3 ჩ.კ.
არაჟანი – 50 გ
გამაფხვიერებელი – 10 გ
სოდა – მწიკვი
მომზადება: ქლიავი გარეცხეთ, გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ კურკა და კანზე დანით რამდენიმე ნაჭდევი გაუკეთეთ (გამოცხობის დროს კანი რომ არ გადასძვრეს).ჯამში ფქვილი გაცერით, დაუმატეთ გამდნარი კარაქი, შაქრის პუდრი, გამაფხვიერებელი, სოდა და კარგად მოურიეთ (უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა). შემდეგ არაჟანი დაუმატეთ და ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ. მაგიდაზე პერგამენტი დააფინეთ და ზედ ცომის გუნდა დადეთ. ჯერ ხელით გააბრტყელეთ, შემდეგ კი ხის გამაბრტყელებლით 28 სმ დიამეტრის წრედ. ზემოდან საფერით სახამებელი მოაფრქვიეთ, მოაწყვეთ ქლიავები, მოაყარეთ შაქარი და ცომს კიდეები მოუმრგვალეთ. გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში და წინასწარ 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით. გამოაცხვეთ 10–15 წუთი. გამომცხვარ თბილ ნამცხვარს ზემოდან შაქრის პუდრი მოაყარეთ.
შემწვარი ყველი
მასალა:
ყველი (რბილი, სასურველია ფრანგული ბრი) – 200 გ
ზეთი – 100 მლ
საფანელი – 3 ს.კ.
კვერცხი – 1 ცალი
ფქვილი – 70 გ
მომზადება: ყველი 1–1,5 სმ სისქის ნაჭრებად დაჭერით. ცალ–ცალკე ჯამებში მოათავსეთ საფანელი, კვერცხი და ფქვილი. ყველის ნაჭრები ჯერ ათქვეფილ კვერცხში ამოავლეთ, შემდეგ ფქვილში, შემდეგ ისევ კვერცხში, ბოლოს კი საფანელში. ტაფაში ზეთი გააცხელეთ და ყველი ორივე მხრიდან შებრაწეთ.
თევზი ღვინის სოუსში
მასალა:
თევზის ფილე – 500 გ
ხახვი – 2 თავი
ოხრახუში – 10–12 ძირი
თეთრი, მშრალი ღვინო – 125 მლ
წყალი – 200 მლ
მიხაკი – 4–6 ცალი
დაფნის ფოთოლი – 3 ცალი
კარაქი – 50 გ
პურის ფქვილი – 2 ს.კ.
ლიმონი – 1 ცალი
მარილი, პილპილი – გემოვნებით
მომზადება: ხახვი რგოლებად დაჭერით და მაღალგვერდებიანი ტაფის ძირში ჩაყარეთ. მოაყარეთ მიხაკი, პილპილი, ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი, ზემოდან მოაწყვეთ გარეცხილი ოხრახუში (დაუჭრელად), შემდეგ ულუფებად დაჭრილი, მარილითა და პილპილით შეზავებული ფილე დაადეთ, მოასხით ღვინო და წყალი. ტაფას სახურავი დააფარეთ და საშუალო ალზე მანამ გააჩერეთ, სანამ ფილე მზად არ იქნება.
მზა ფილე თეფშზე გადაიტანეთ, მოასხით ლიმონის წვენი.
ტაფა ქურიდან არ გადმოდგათ და შიგ დარჩენილი ინგრედიენტები კიდევ 5–7 წუთი ადუღეთ. შემდეგ ამოიღეთ ოხრახუში, დაფნის ფოთოლი, მიხაკი (ისინი აღარ გჭირდებათ). ხახვი ბლენდერში გადაიტანეთ. ბულიონი გაფილტრეთ და დაახლოებით 1/3 ხახვი ჩაუმატეთ.
ცალკე ტაფაში კარაქში ფქვილი მოშუშეთ და ნელ–ნელა ბლენდერში ხახვთან ერთად გათქვიფეთ. შეაზავეთ მარილით. გადაასხით ტაფაში და მანამ ადუღეთ, სანამ ცოტა არ შესქელდება. ცხელი სოუსი თევზს მოასხით და სუფრასთან მიიტანეთ.
ქათმის ფილე ყაბაყით
და წიწაკით
მასალა:
ქათმის ფილე – 300 გ
ყაბაყი – 1 ცალი
არაჟანი – 400 მლ
დაფქული წითელი წიწაკა – 2–3 ჩ.კ.
ნიორი – 3–4 კბილი
ზეითუნის ზეთი – 2–4 ს.კ.
მარილი, ჩილი – გემოვნებით
მომზადება: ქათმის ფილე დაჭერით და ტაფაში გახურებულ ზეითუნის ზეთში შებრაწეთ. დაუმატეთ დაფქული წითელი წიწაკა და ნელ ცეცხლზე 2–3 წუთი გააჩერეთ, თან ურიეთ.
ყაბაყი მსხვილ სახეხზე გახეხეთ და ქათმის ფილეს ჩაუმატეთ, მოასხით არაჟანი, დაუმატეთ დანაყილი ნიორი, მარილი, ჩილი და 10 წუთი შუშეთ.
სუფრასთან შეგიძლიათ ცალკეც მიიტანოთ და მოხარშულ ბრინჯთან ერთადაც.
ბერძნული სალათა
მასალა:
სალათის ფოთლები – 1 კონა
პომიდორი – 2 ცალი
კიტრი – 3 ცალი
ბულგარული წიწაკა – 1 ცალი
წითელი ხახვი – 1 ცალი
ყველი (ბრინზა ან ფეტა) – 150 გ
კამა – 1 კონა
ოხრახუში – 1 კონა
ზეთისხილი – 14–16 ცალი
ზეითუნის ზეთი – 1 ს.კ.
ძმარი – 1 ს.კ.
მარილი, პილპილი – გემოვნებით
მომზადება: მწვანილეური გარეცხეთ და ქაღალდის ხელსახოცზე შეაშრეთ. სასალათეში ჩაყარეთ ხელით დაფლეთილი სალათის ფოთლები, კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, ასანთის ღერებივით დაჭრილი კიტრი, რგოლებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, თხელ ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი და აკეპილი მწვანილი, შეაზავეთ მარილით, პილპილით და მოურიეთ.
ჯამში ჩაასხით ზეთი და ძმარი, შეაზავეთ მარილითა და პილპილით, მოურიეთ და მოასხით სალათას. სუფრასთან მიტანის წინ სალათას მოაწყვეთ ზეთისხილი და კუბიკებად დაჭრილი ყველი.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523592
1523792 online