რომას რომაული სული
რომას რომაული სული
კლუბი: ას რომა კალჩიო
დაარსება: 1927 წელი
მიღწევები:
უეფას თასის ფინალი – 1961
თასის ფინალისტი 1984 და 1991 წელს
იტალიის ჩემპიონი – 1942, 1983, 2004
ვიცე ჩემპიონი – 1931, 1936, 1981, 1984, 1986, 2002, 2004, 2006, 2007
იტალიის თასის მფლობელი – 1964, 1969, 1980, 1981, 1984, 1986, 1991, 2007
იტალიის სუპერ თასის მფლობელი – 2001, 2007
ლეგენდარული ფეხბურთელები:
ალდაირი 1990–2003, რუდი ფიოლერი 1987–1992, აბელ ბალბო 1993–98 და 1999–2000, გაბრიელ ბატისტუტა 2000–03, კაფუ 1997–2003, ბრუნო კონტი 1973–90, მარკო დელვეკიო 1995–2005, ჯუზეპე ჯანინი 1982–1996, ვინჩენცო მონტელა 1999–2007, ფრანჩესკო ტოტი 1992 წლიდან დღემდე.
რომა არასდროს განეკუთვნებოდა იმ გუნდების კატეგორიას, რომელსაც გრანდს უწოდებდნენ, ვინაიდან ამ გუნდმა თავისი არსებობის მანძილზე მხოლოდ სამჯერ მოიპოვა სკუდეტო.
როგორც ასეთი, რომა დიდების მწვერვალზე პროფესორად წოდებულმა ფაბიო კაპელომ აიყვანა, ხოლო იქიდან მადრიდის რეალში წასვლის შემდეგ, რომამ ნელ–ნელა უკან დაიხია და რომ არა ჯუზეპე სპალეტის დიდი შრომა და წავლება, ალბათ, დღეს ისევ არ იქნებოდა ანგარიშგასაწევი ძალა.
როგორც ფეხბურთის სპეციალისტები ამბობენ, რომას ოქროს ერის დადგომა უკავშირდება რამდენიმე ჩინებული ფეხბურთელის ერთად თავმოყრას, რომელთაც ერთმანეთის ძალიან კარგად ესმით და ეს შედეგზეც აისახება.
ხოლო მათგან საუკეთესო ფრანჩესკო ტოტია, რომელმაც იტალიის ნაკრებიდან წასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ თავისი კლუბისთვის უფრო მეტი გაეღო.
არადა, მის ადგილას ნაკრებში ბევრი გააგრძელებდა თამაშს. იმ დიდი ნაკრებიდან, რომელმაც 2006 წელს გერმანიის მსოფლიოს ჩემპიონატზე იმარჯვა, მხოლოდ ტოტიმ და ნესტამ დაანებეს ნაკრებში თამაშს თავი.
და მაინც, ვისაც რომას გულშემატკივრობაზე აქვს პრეტენზია, მაინც უნდა გავიხსენოთ ის შეხვედრა, რომელიც ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე გამართა.
როგორც უნდა ითამაშოს მომავალში რომამ და როგორი შედეგიც უნდა აჩვენოს, ყველა იტყვის და შეახსენებს, რომ რომამ 1:7 წააგო მანჩესტერ იუნაიტედთან.
ჯილოროსის, სწორედ ასე უწოდებენ რომას იტალიაში, თავისი არსებობის მანძილზე მხოლოდ სამი ევროპული ფინალი აქვს ნათამაშევი.
აქედან გუნდმა მხოლოდ ერთხელ მიაღწია წარმატებას და ეს იყო შორეულ 1961 წელს, უეფას თასის ფინალში მათ ბირმინჰემ სიტის აჯობეს 4:2.
1984 წელს კი რომამ ფინალი უკვე ლივერპულთან წააგო და თანაც, პენალტების სერიაში. ეს ფინალი კი სტადიო ოლიმპიკოზე შედგა და რომაელ გულშემატკივრებს განსაკუთრებით დასწყვიტა გული.
ეს ის პერიოდია, როდესაც რომამ თავისი არსებობის მანძილზე მეორედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული და იუვენტუსი მეტად დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
იმ დროინდელ რომაში კი თამაშობდნენ ისეთი დიდი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ იტალიელები, ბრუნო კონტი და რობერტო პრუცო, ბრაზილიელები ფალკაო და სერეზო.
ფილ ნილის მიერ ადრეულ გატანილ გოლს მალევე უპასუხა საპასუხო გოლით პრუცომ. მერე კი საქმე პენალტებამდე მივიდა და ყველაზე კარგად ინგლისელთა მეკარე ბრიუს გრობელაარმა ითამაშა, როდესაც ბრუნო კონტისა და ფრანჩესკო გრაციანის დარტყმები მოიგერია.
გავიდა კიდევ შვიდი წელი და უკვე უეფას თასის ფინალში მილანის ინტერს შეხვდა და ორი მატჩის ჯამში 0:3 დამარცხდა.
ახლა კი რომა საკმაოდ კარგად ასპარეზობს, გამოვიდა კრიზისიდან, რომელშიც ბოლო წლებში ჩავარდა და ბოლო ათი წლის განმავლობაში გუნდი ხუთჯერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგაზე.
ფრანჩესკო ტოტის თამამად შეუძლია თქვას, რომ ამ გუნდის ნამდვილი ლეგენდაა. 504 შეხვედრაში მან 204 გოლის გატანა მოახერხა. გამოდის, რომ ის არ არის მარტო.

კავშირი ტეგთან: ბატისტუტა

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
19-05-2013
19-05-2013
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content