asdas
ცნობილი ადამიანები
სურათი 80 მილიონად
ედვარდ მუნკის „კივილი”
სურათი 80 მილიონად

2012-02-29 19:08:17



80 მილიონი დოლარი სურათისთვის ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი საფასური იყო. სწორედ ამ თანხადაა შეფასებული ხელოვნების ის ნიმუში, რომელსაც სოტბის აუქციონი გასაყიდად წელს გამოიტანს. საუბარია ნორვეგიელი ექსპრესიონისტის ედვარდ მუნკის ნამუშევარზე სახელწოდებით „კივილი“, რომელიც 1895 წელს შეიქმნა. სოტბის აუქციონის ორგანიზატორებმა საწყის თანხად 80 მილიონი დოლარი დაასახელეს, მაგრამ საბოლოო ფასი შესაძლოა საგრძნობლად გაიზარდოს, როგორც ეს ხშირად ხდება. 2013 წელს ედვარდ მუნკს 150 წელი შეუსრულდებოდა, რაც მისი ნამუშევრის ფასის ზრდას განაპირობებს. სურათი „კივილი“ 70 წლის მანძილზე ტომას ოლსენის საკუთრება იყო, რომელიც მხატვრის მეგობარი გახლდათ. ტილოს უკანა მხარეს მუნკის ხელმოწერა იკითხება.

წინასააუქციონო გამოფენა ლონდონში 13-დან 27 აპრილამდე გასტანს. ედვარდ მუნკმა „კივილის“ ოთხნაირი ვერსია შექმნა, სადაც სხვადასხვაგვარი ტექნიკა გამოიყენა. თავდაპირველად სურათს „ბუნების კივილი“ ერქვა. მუნკი თავის დღიურში აღწერს, თუ როგორ ეწვია შთაგონება. იგი მზის ჩასვლისას მეგობრებთან ერთად გზას მიუყვებოდა, როცა უეცრად ცა სისხლისფერი წითელი გახდა. ედვარდი შეჩერდა, სისხლისა და ალის ენას დაუწყო ყურება. მეგობრებმა გზა განაგრძეს, ხოლო მხატვარი იდგა და მღელვარებისგან კანკალებდა, ბუნების უსასრულო კივილს შეიგრძნობდა, რომელიც მისი არსების სიღრმეში ატანდა. ცნობილია, რომ ედვარდ მუნკი მანიაკალური დეპრესიით იტანჯებოდა. 1908 წელს მან 6 თვე კოპენჰაგენის ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა. არსებობს ინფორმაცია, რომ სურათი „კივილი“ ჰალუცინოგენის გავლენის ქვეშ შეიქმნა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ედვარდ მუნკი
კავშირი ტეგთან: აუქციონი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522080
1522280 online