asdas
ცნობილი ადამიანები
ლიდერიც დამარცხდა
ლიდერიც დამარცხდა
ლიდერიც დამარცხდა

2010-12-14 15:27:20



ქვეყნის ვიცე ჩემპიონ თსუ–სთან შსს–ს წაგების შემდეგ მიმდინარე ჩემპიონატში დაუმარცხებელი აღარავინ დარჩა. შეიძლება ითქვას, რომ ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ, სადაც ერთმანეთს სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი შსს და თსუ ხვდებოდნენ, გულშემატკივართა იმედები გაამართლა. სტუდენტთა რიგებიდან ყველამ კარგად ითამაშა, განსაკუთრებით კი შსს–ს ყოფილი წევრი, უკანახაზელი ზურაბ კორკოტაძე გამოირჩეოდა, რომელმაც ყველაზე მეტი, 26 ქულა დააგროვა და თანაგუნდელთა გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა.

ასევე აღსანიშნავია ეროვნული ნაკრების უკანახაზელის, კოტე ტუღუშის კარგი თამაში, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში მეორე სამმაგი დუბლი (17 ქულა, 11 მოხსნა, 12 პასი), ამჯერად "დინამოსთან" შეხვედრაში შეასრულა.

რაც შეეხება ტურის ბოლო, "სტუ" – "სოხუმის" შეხვედრას, როგორც მოსალოდნელი იყო, 4 ლეგიონერით (ამერიკელებით – მაიკლ მაქქერით, კარლ დამუსით, რიჩარდ დამუსითა და ლიტველი პეტრას ბალოჩკათი) გაძლიერებულმა ზღვისპირელებმა საკმაოდ იოლად გაიმარჯვეს. ბალტიისპირელმა ლეგიონერმა "სოხუმის" რიგებში პირველი შეხვედრა ჩაატარა, ზუსტად ოც წუთში 15 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა და თავისთავად, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ამავე შეხვედრაში "სტუ–ს" რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა ქართული კალათბურთის ვეტერანმა 34 წლის გულივერ ახალკაცმა, რომელიც საქართველოს სუპერლიგას ერთსეზონიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ თავდამსხმელ ახალკაცს საქართველოში ყველა ტურნირი აქვს მოგებული. ბოლოს იგი "თსუ–ს" რიგებში გამოდიოდა.

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა მე–20 ეროვნული ჩემპიონატი. პირველი წრე. მე–7 ტური.

11 დეკემბერი. თბილისი. სპორტის სასახლე

არმია – დინამო 105:62

(23:12; 26:14; 25:15; 31:21)

თსუ – შსს 94:85

(24:21; 17:20; 24:20; 29:24)

სტუ – სოხუმი 57:79

(20:20; 7:16; 11:26; 19:17)

სატურნირო მდგომარეობა

1.თსუ 8 6 2 713–647 14

2.არმია 7 6 1 653–501 13

3.შსს 7 6 1 668–537 13

4.სოხუმი 8 5 3 645–626 13

5.ქუთაისი 7 5 2 579–529 12

6.ენერჯი ინვესტი 7 5 2 553–511 12

7.თსსუ 7 2 5 513–536 9

8.ბათუმი 7 2 5 544–577 9

9.სსაუ 7 2 5 491–586 9

10.დინამო 8 1 7 534–736 9

11.სტუ 7 0 7 550–657 7

მე–9 ტურის შეხვედრათა განრიგი

17 დეკემბერი

ბათუმი "ბასკოს" საკალათბურთო დარბაზი

ბათუმი – არმია 17.00

18 დეკემბერი

სსაუ – თსუ 12.00

შსს – ენერჯი ინვესტი 14.00

დინამო – ქუთაისი 16.00

თსსუ – სტუ 18.00

სოხუმი ისვენებს

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522136
1522336 online