asdas
ცნობილი ადამიანები
მარკოიშვილი ისევ განაგრძობს
მარკოიშვილი ისევ განაგრძობს
მარკოიშვილი ისევ განაგრძობს

2010-12-14 15:27:20



საკალათბურთო ევროთასის მე–4 ტურში ჩინებულად გაისარჯა "ბენეტ კანტუს" ქართველი ლეგიონერი მანუჩარ მარკოიშვილი. იტალიურმა კლუბმა შინ ჰოლანდიური "გასტერა ფლეიმსი" 81:54 გაანადგურა, "მანუმ" კი მასპინძელთა შორის ყველაზე მეტი, 16 ქულა მიითვალა.

კანტუელებმა გრონინგენულ კლუბს პირველივე მეოთხედში კანტუზია დამართეს და მეტოქე 27:9 გაანადგურეს, რის შემდეგაც ორი ქულის აღება არ გასჭირვებიათ. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე საკმაო დრო, 21:16 წუთი დაჰყო და 16 ქულას 5 მოხსნაც წაამატა.

მანუჩარმა 6–დან 5 ორქულიანი და 6–დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4–ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის გარდა კი იტალიურ გუნდიდან 10–ქულიან ზღვარს ერთბაშად ხუთმა მოთამაშემ უწია.

"ბენეტ კანტუს" თანაბარი ბალანსი (2 მოგება, 2 წაგება) გაუხდა და ჯგუფში მეორე ადგილი შეინარჩუნა, ლიდერი კი სტამბოლის "გალათასარაია", რომელმაც ათენში "პანელინოსთან" პირველი მარცხი (62:66) განიცადა. 14 დეკემბერს მარკოიშვილსა და მის თანაგუნდელებს სწორედ საბერძნეთში სტუმრობა ელით.

ამავე ტურში ტორინ გრინის "გრან კანარია" ლიტვაში "შიაულაის" ესტუმრა და ც ჯგუფის აუტსაიდერი 89:70 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ მცირე ხნის წინ მადრიდის "რეალის" მძლეველმა ესპანურმა კლუბმა ბალტიისპირელებთან მატჩის პირველი მეოთხედი 9:23 დათმო, საბოლოოდ კი საქმე გამარჯვებამდე აუღელვებლად მიიყვანა.

საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა ლას პალმასელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და სტუმრებს 21:34 წუთში 13 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 5 პასი და 1 დაფარება შესძინა. ტორინმა 3–დან 2 ორქულიანი, 5–დან 1 სამქულიანი და 6–ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი 5–ჯერ იუხეშეს.

"გრან კანარიას" რიგებში 10 ქულიან ზღვარს კეროლი (17), ნელსონი (13) და ბელასიც (10) გადასცილდნენ, ლიტვურ კლუბში კი ფაქტობრივად ორი კალათბურთელი თამაშობდა – ჟუკაუსკასი (20) და იანავიჩიუსი (19).

გრინის კლუბმა თავი 3 გამარჯვებას მოუყარა და ჯგუფს უკრაინულ "ბუდიველნიკთან" ერთად ლიდერობს. 14 დეკემბერს "გრან კანარია" სწორედ კიევურ გუნდს ესტუმრება.

ევროჩელენჯის გათამაშებაში გიორგი ცინცაძის "როკმა" მშობლიურ კედლებში შვეიცარიული "ლუგანო" მიიღო და ტურნირში პირველი გამარჯვება იზეიმა. ესტონურმა კლუბმა მეტოქეს ოვერტაიმში 91:88 სძლია და ც ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი შეინარჩუნა.

საინტერესოა, რომ მატჩის დასკვნითი მეოთხედის სტარტზე ტარტუელები შვეიცარიელებს 54:71 ჩამორჩნენ, თუმცა, შემდეგ თითქმის შეუძლებელი შეძლეს, თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს და დემორალიზებული მეტოქე საბოლოოდ გატეხეს.

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი "როკის" სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25:41 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ცინცაძემ 3–ვე ორქულიანი, 2–ვე სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ასე რომ შეტევაში ასპროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. გიორგიმ ბურთი ერთადერთხელ დაკარგა და 4 ჯარიმა მიიღო.

"როკის" რიგებში ქართველი კალათბურთელის გარდა ვეიდემანი (22), ტალტსი (20) და ეზიუკვუ (18) გამოირჩნენ, ტარტუელები კი 1 მოგებითა და 3 მარცხით მათ მიერ ძლეულსავე "ლუგანოს" გაუთანაბრდნენ.

14 დეკემბერს ცინცაძის კლუბი ჯგუფის ლიდერ ბულგარულ "ლუკოილ აკადემიკს" ესტუმრება და მარცხის შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანსს დაემშვიდობება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მანუჩარ მარკოიშვილი
კავშირი ტეგთან: მანუჩარ მარკოიშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522672
1522872 online