asdas
ცნობილი ადამიანები
ტუბერკულოზი განკურნებადია
ტუბერკულოზი განკურნებადია
ტუბერკულოზი განკურნებადია

2010-12-06 15:37:35



რა არის ტუბერკულოზი და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას? ამ სენით საქართველოში არაერთი ადამიანი ავადდება. რა იწვევს ტუბერკულოზს? ამასთან დაკავშირებით ექიმ დავით ჩიქობავას ვესაუბრეთ.



– რა არის ტუბერკულოზი?

– ერთი სიტყვით რომ გითხრათ, ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც რამდენიმე სახეობის მიკრობაქტერია იწვევს. ტუბერკულოზი ყველაზე ხშირად ფილტვებს აზიანებს. რამდენიმე წელია, რაც ეს დაავადება მკურნალობას დაექვემდებარა და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ის განკურნებადია. არ უნდა დაგავავიწყდეთ ისიც, რომ ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა. არ გეგონოთ, მხოლოდ ფილტვის ტუბერკულიზი არსებობს, იგი შეიძლება სხვა ორგანოებზეც გადავიდეს, აქედან გამომდინარე, ჰიგიენა და ჯანსაღი ცხოვრების დაცვა აუცილებელია.

– მაინც რა იწვევს ამ დაავადებას?

– ტუბერკულოზის გამომწვევი მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს. უფრო ხშირად, როგორც ზემოთ ავღნიშნე, იგი ფილტვებს აზიანებს. გამომწვევი მიზეზი კი შემდეგია: ჩასუნთქული ჰაერი, ნახველის წვეთები ჭურჭელზე და ა.შ. ტუბერკულოზი არამარტო წვეთოვანი ინფექციაა, არამედ მტვრითაც გადაიტანება. ნესტიან ადგილებში, სადაც მზის სხივები ვერ აღწევს, ის მიკრობები, რაც ტუბერკულოზს იწვევს, დიდხანს ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას. მშრალ, კარგად განათებულ ადგილებში ისინი მალე იღუპებიან. სწორედ ამიტომ, ჩემს პაციენტებს ვურჩევ, საძინებელი და, საერთოდ, სახლი იყოს განათებული და მზიანი. უფრო კონკრეტულად რომ გესაუბროთ დაავადების ერთ–ერთ გამომწვევ მიზეზზე, გეტყვით, რომ დაავადება გადადის ჰაეროვან–მტვრიანი, ან ჰაეროვანი–წვეთოვანი გზით. ეს ყველაფერი ხვდება პირის ღრუში და შემდეგ გადადის ფილტვებში. ამ დროს ბაცილაგამომყოფი ავადმყოფი ხმამაღლა ლაპარაკობს, ხველების, სიცილის, ცხვირცემინებისა და სიმღერის დროს გამოყოფს თვალით შეუმჩნეველ წვეთებს, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ტუბერკულოზის ბაცილებს. ინფექცირება სწორედ ამ წვეთების შესუნთქვის საფუძველზე ხდება.

– რა სახით გვევლინება ფილტვის ტუბერკულოზი?

– ფილტვის ტუბერკულოზს ეკუთვნის შემდეგი ფორმები: პირველადი ტუბერკულოზი კომპლექსი, ბრონქოადენიტი, დისემინირებული, კეროვანი, ინფილტრაციული ტუბერკულოზი, კავერნული და სხვა. ასევე არსებობს ფილტვგარეშე ტუბერკულოზიც, რომლის ფორმები შემდეგია: პირველადი, ბრონქოადენიტი, დისემინირებული და სხვა. ფილტვგარეშე ტუბერკულოზს შეგვიძლია აგრეთვე მივაკუთნოთ ტუბერკულოზური მენინგიტი, ნაწლავის, მუცლის ფარის, ჯორჯლის ლიმფური კვანძების, ძვალ–სასქესო ორგანოების, კანის, პერიფერიული ლიმფური კვანძებისა და თვალის ტუბერკულოზი. თითოეულ ზემოთ აღნიშულ ფორმას თავისი სიმპტომები და თავისებური მიმდინარეობა აქვს.

– რას ექცევა ამ დროს ყველაზე დიდი ყურადღება?

– ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებას, რომელიც მდიდარი უნდა იყოს ცხოველური ცხიმებითა და ვიტამინებით. დაავადება ქალბატონებში შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ მაშინ, როცა ფეხმძიმობის პირველი პერიოდია, ან სულაც მშობიარობის შემდეგ.

– ზოგადად, როგორია სიმპტომები?

– უფრო ხშირად პაციენტი თავს სუსტად გრძნობს, ადვილად იღლება, ღამე ოფლიანობს, აქვს უმადობა, გაძნელებული სუნთქვა, აჩქარებული გულის ძგერა, ტკივილი გვერდის მიდამოში, ხველა, ზოგჯერ ნახველის გამოყოფით, სისხლის ამოხველება და ფილტვებიდან სისხლდენა. ტემპერატურა 37 გრადუსი ან 38–ზე მეტი. ამგვარი სიმპტომების დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, ჩაიტაროთ გამოკვლევა და ყველაფერს პასუხისმგებლობით მოეკიდოთ. ზოგჯერ დაავადება მცირედ გამოხატული სიმპტომებით იწყება. ავადმყოფს აქვს საერთო სისუსტე, გულმკერდის არეში ტკივილი, რაც შეიძლება დიაბეტითაც აიხსნას, ამიტომ ხშირად უნდა ჩაიტაროთ გამოკვლევა.

– როგორ ვიქცევით იმ შემთხვევაში, თუ უკვე გამოვლენილია ტუბერკულოზი?

– თუ ტუბერკულოზი დადგინდა, მაშინ ავადმყოფს აიყვანენ დისპანსირებულ აღრიცხვაზე და სათანადო მკურნალობა უტარდება. ბაცილაგამომყოფი ავადმყოფი, რომელსაც რღვევითი პროცესი აღენიშნება, სისხლიანი ნახველი ან ფილტვებიდან სისხლდენა, გულის უკმარისობა, სპონტანური, თვითნებური პნევმოთორაქსი, აუცილებლად უნდა მოთავსდეს საავადმყოფოში. შაქრიანი დიაბეტის დროს, ხშირია დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი, ავადმყოფთა უმრავლესობას ჯერ აქვს დიაბეტი, შემდეგ კი უვითარდებათ ტუბერკულოზი. შაქრიანი დიაბეტის დროს, არცთუ ისე ხშირად ვლინდება ფილტვის ინფილტრაციული, დისემინიტებული ტუბერკულოზი და სხვა ფორმები.

– პაციენტები ხშირად გაკითხავენ ამ პრობლემით?

– თავდაპირველად, როცა ტუბერკულოზის განკურნება მედიცინას არ შეეძლო, პაციენტები მკურნალობისგან თავს იკავებდნენ. ეშინოდათ კიდეც ექიმთან მისვლა, თუმცა, მედიცინის მიღწევებმა ეს შიში აღმოფხვრა, ახლა, პაციენტი, რომელიც დაავადებულია, ოჯახის წევრებთან ერთად გადის კონსულტაციას და დაზღვევის მიზნით, ყოველთვის იტარებს მკურნალობის კურსს. ეს ყველაფერი აუცილებელია. პაციენტი იძულებული ხდება, უარი თქვას მავნე ჩვევაზე – სიგარეტზე, რაც პირდაპირ კავშირშია ტუბერკულოზთან. ბიჭების უმრავლესობას ხშიარდ მოუწევათ ერთმანეთის მოწეული სიგარეტი. დამიჯერეთ, ეს როგორც არაჰიგიენურია, ასევე არასასარგებლოც. თავის დაზღვევა და ამ სენისგან განთავისუფლება ყველას შეუძლია. რა თქმა უნდა, იყო და არის ამ დაავადებით ინფიცირებული პაციენტები, თუმცა, ყველაფერი საიდუმლოდ ექიმსა და პაციენტს შორის რჩება.

დაბოლოს, მინდა ყველა პაციენტს ვუთხრა, რომ ტუბერკულოზი განკურნებადია, ასე რომ, ნუ ჩააყენებთ თქვენ თავსა და საყვარელ ადამიანებს იმ საფრთხეში, რასაც ფატალური მდგომარეობა ჰქვია, დროულად მიაკითხეთ ექიმს და განიკურნეთ ამ სენისაგან.

თამუნა ლაშხია



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პირველი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523664
1523864 online