asdas
ცნობილი ადამიანები
ჯემალ ჭკუასელი - ქართული ხელოვნება ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა დგას
განცხადება
ჯემალ ჭკუასელი - ქართული ხელოვნება ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა დგას

2013-03-11 16:59:00



ქართული ხელოვნება ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა დგას, - აღნიშნული განცხადება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა გააკეთა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, "ერისიონს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხარდამჭერები დახვდნენ. ისინი აეროპორტიდან გამოსულ მოცეკვავეებს, მომღერლებს და მუსიკოსებს აპლოდისმენტებითა და შეძახილებით დახვდნენ.
როგორც "ინტეპრესნიუსთან" საუბრისას ჯემალ ჭკუასელმა განაცხადა, რუსეთში "ერისიონის" გასტროლები ტრიუმფით ჩატარდა.
"ქართული ხელოვნება სუფთა და კრიალაა. ჩვენ ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა დავდექით. რუსეთში, სადაც გავმართეთ ჩვენ კონცერტები, ყველა დარბაზში საქართველოს დროშა ავაფრიალეთ. უნდა გავმიჯნოთ ხელოვნება და კულტურა პოლიტიკისგან და ვთხოვ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი თანამემამულეები არიან, ნუ იქნებიან რადიკალურები. მშვიდობა და სიყვარული გადაგვარჩენს", - განაცხადა ჯემალ ჭკუასელმა.
ამასთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცავებიც იყვნენ მობილიზებულები, რათა რაიმე ექსცესს ადგილი არ ჰქონოდა. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, მოქალაქეთა ერთ ჯგუფს კრემლში "ერისიონის" მიერ კონცერტის ჩატარება გაეპროტესტებინა.
თუმცა არანაირი ექსცესი არ მომხდარა. "ერისიონის" წევრები აეროპორტს ამ წუთებში ტოვებენ.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ჯემალ ჭკუასელი
კავშირი ტეგთან: ერისიონი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1773272
1773472 online