asdas
ცნობილი ადამიანები
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად

2011-02-14 13:29:45



* * *
ერთი მეზობელი მეორეს ეკითხება:
– ეს რა ღრიალი ისმის ჩვენი მეზობლების ბინიდან?
– ეს ლამარაა...
– რა მშობიარობს?
– არა, ფეხმძიმდება.
* * *

კაცი მაღაზიაში სიგარეტს ყიდულობს, რომელზეც წარწერაა "მოწევა იმპოტენციას იწვევს". შეშინებული კაცი გამყიდველს ეუბნება:
– ეს არა, ჯობია ფილტვების კიბო ან ინსულტი მომცეთ!
* * *

სომხეთის რადიოს ეკითხებიან:
– რა საერთოა მინი კაბასა და ჩადრს შორის?
– ერთიც და მეორეც შეუხედავ გოგონას სახის დაფარვაში ეხმარება! – პასუხობს სომხეთის რადიო.
* * *

დასასვენებელ სახლში პენსიონერი მამაკაცი თავისი ასაკის ქალს ეცნობა და ეუბნება:
– მე ყველაზე უძველესი პროფესიის წარმომადგენელი ვარ.
– რაააა???
– ყარაული ვარ...
* * *

კაცი დილით გაიღვიძებს წინა დღის ქეიფის შემდეგ და სარკეში იყურება.
– საშინელებაა! როგორ გამოიყურები! – ეუბნება ცოლი.
– აბა როგორ უნდა გამოვიყურებოდე კურდღელის წელიწადში? სხვათა შორის კურდღლებისთვის დამახასიათებელია წითელი თვალები, დიდი ყურები და გაუპარსავობა.
* * *

სასამართლო პროცესზე ადვოკატმა მოწმის დაკითხვის უფლება მიიღო, რომლის როლში გამოდის ექიმი, რომელმაც დაზარალებულის გარდაცვალება დაადასტურა:
– მითხარით, როდესაც დაზარალებული თქვენს კაბინეტში შემოიყვანეს, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო?
– არა, უკვე გარდაცვლილი იყო.
– ეს როგორ განსაზღვრეთ, მაჯისცემა გაუსინჯეთ, სუნთქვა შეამოწმეთ?...
– არა, ამის საჭიროება არ არსებობდა.
– მაშინ როგორ დაადგინეთ, რომ ცოცხალი აღარ იყო?
– საქმე მიაშია, რომ მისი ტვინი ცალკე შემოიტანეს.
– მაგრამ ამის მიუხედავად ის ხომ შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო?
– დიახ, და ადვოკატადაც კი ემუშავა.
* * *

ექიმი ავადმყოფს ეკითხება:
– ეწევით?
– არა.
– სვამთ?
– არა.
– ქალებში დადიხართ?
– დიახ.
– ალბათ, მწეველებთან და მთვრალებთან?
* * *

ერთი ნაცნობი მეორეს ეუბნება:
– არ ვიცი როგორი საჩუქარი გავუმზადო ჩემს მეუღლეს დაბადების დღისთვის, რათა არც ძვირი იყოს და ამავე დროს გაუხარდეს.
– ანონიმური სასიყვარულო წერილი მისწერე.
* * *

გოგონა ბიჭს ეუბნება:
– აი შენი ბეჭედი, შენისთანა ძუნწს ცოლად არ გავყვები!
– კოლოფი სად არის?!
* * *

ქმარი და ცოლი სექსით არიან დაკავებულები. უცბად კარზე ზარის ხმა გაისმა. სიდედრი ესტუმრა.
სამნი მაგიდასთან სხედან და ჩაის სვამენ.
– მოწყენილი რატომ ხარ, თავს როგორ გრძნობ? – ეკითხება სიდედრი სიძეს.
– კურდღელივით!
– რატომ კურდღელივით?
– იმიტომ, რომ საყვარელ საქმეს მომწყვიტეს და მახრჩობელა გველის ყურებას მაიძულებენ!!!
* * *

ქუჩაში კაცი გამვლელს ეკითხება:
– მაპატიეთ, რომელი საათია?
– გაპატიებ, მაგრამ არ გეტყვი!
* * *

კაცი ქალს ეუბნება:
– როგორი ლამაზი ჯემპრი გაცვიათ!
– დიახ, ეს ნამდვილი აქლემის ბეწვისგანაა!
– მაშინვე მივხვდი ორი კუზით...
* * *

გინეკოლოგი ქალს ეკითხება:
– მშობიარობას ბავშვის მამა თუ დაესწრება?
– არა მგონია, ჩემ ქმართან ცუდი ურთიერთობა აქვს.
* * *

შვილი მამას ეკითხება:
– მამა, საიდან წარმოიშვნენ ადამიანები?
– ადამ და ევასგან, – პასუხობს მამა.
– მასწავლებელმა კი გვითხრა, მაიმუნებისგანო.
– მერე საიდან მოიტანე, რომ ასე მაიმუნებს არ ერქვათ?
* * *

ზღვაზე მიმავალ ქალს დაქალი ეკითხება:
– ზღვაზე მიდიხარ და შავი კაბა რაში გჭირდება?
– ყველაფერი უნდა გაითვალისწინო. ჩემმა ქმარმა ცურვა არ იცის...
* * *

შვილი მამას ეუბნება:
– მამა, მამა! ფეხმძიმედ ვარ!
– ლამარა, როგორც იქნა ჩვენმა შვილმა ენა ამოიდგა! – გასძახებს ცოლს გახარებული მამა.
* * *

ექიმი ავადმყოფს ეკითხება:
– როგორ გძინავთ?
– პიჟამოში, ფეხზე გახდილს და სიბნელეში.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1522112
1522312 online